სამბალესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სამბალესი
Iba,Zamablesjf9016 13.JPG
დროშა გერბი
Zambales Flag.png Ph seal zambales.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Iba
შიდა დაყოფა Subic, Castillejos, San Marcelino, San Antonio, San Narciso, San Felipe, Cabangan, Botolan, Iba, Palauig, Masinloc, Candelaria, Santa Cruz და ოლონგაპო
კოორდინატები 15°20′00″ ჩ. გ. 120°10′00″ ა. გ. / 15.33333° ჩ. გ. 120.16667° ა. გ. / 15.33333; 120.16667
მმართველი Hermogenes Ebdane
დაარსდა 1578
ფართობი 3645.83 კმ²
მოსახლეობა 590 848 (1 აგვისტო, 2015)
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2200–2213
ოფიციალური საიტი http://www.zambalesnow.com
300
300

სამბალესი (ტაგ: Lalawigan ng Zambales; ილოკ: Probinsia ti Zambales; პან: Luyag na Zambales) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალქია იბა, რომელიც პროვინციის ცენტრში მდებარეობს. სამბალესის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით პანგასინანი მდებარეობს, აღმოსავლეთით — ტარლაკი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — პამპანგა, სამხრეთით — ბატაანი, ხოლო დასავლეთით — დასავლეთ ფილიპინის ზღვა. პროვინციის ფართობი 3 830.83 კმ²-ია (დამოუკიდებელ ქალაქ ოლონგაპოს ჩათვლით). ცენტრალური ლუსონის პროვინციებს შორის სამბალესი მეორე ადგილზეა ფართობის მიხედვით, ნუევა-ესიხას შემდეგ. პროვინციაში უხვად იზრდება მანგო, განსაკუთრებით იანვრიდან აპრილამდე პერიოდში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალესის რუკა, 1918 წელი

პროვინციი სახელწოდება დაკავშირებულია სიტყვა zambal-თან, რაც ტერმინის Sambali ესპანიზირებული ფორმაა. Zambal ავსტრონეზიული წარმოშობის ადგილობრივების სალაპარაკო ენას ეწოდება. ერთ-ერთი ვერსიით, პროვინციის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან samba, თაყვანისცემას ნიშნავს.[1]

პროვინციის სახელწოდება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიტყვასთან Zambo (სამბო). პროვინციის აბორიგენ მოსახლებას აეტას ტომები შეადგენდნენ, რომელთაც აფრიკული მახასიათებლები აქვთ. ამ ტერმინს კი ესპანელები და პორტუგალიელები აფრიკული წარმოშობის ადამიანების მიმართ იყენებდნენ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალესი ლუსონის დასავლეთით, დასავლეთ ფილიპინის ნაპირებზე მდებარეობს. პროვინციის სანაპირო ხაზი ძლიერ დანაწევრებული და უამრავ ყურესა და უბეს მოიცავს. აღმოსავლეთ ნაწილში სამბალესის მთები მდებარეობს, რომელიც პროვინციის 60%-ს იკავებს. სამბალესის სამხრეთ ნაწილში სუბიკის ყურე მდებარეობს, რომელიც ბუნებრივი ნავსადგურის ფუნქციას ასრულებს და 1992 წლამდე აქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო განთავსებული.[1]

ბოტოლანის მუნიციპალიტეტში, სამბალესის პამპანგისა და ტარლაკის საზღვარზე პინატუბოს მთა და იმავეს სახელობის ტბა მდებარეობს.[2] პინატუბო ჩამქრალი ვულკანი ეგონათ, თუმცა ის 1991 წლის ივნისში ამოიფრქვა. ამოფრქვევის შედეგად ვულკანის მწვერვალი განადგურდა და 2.5 კმ-ის სიფართის კალდერამ ჩაანაცვლა. შედეგად პინატუბოს ტბა წარმოიქმნა. ტბის საშუალო სიღრმე 800 მეტრია და ფილიპინების ყველაზე ღრმა ტბაა. კალდერის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 485 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 260 მეტრით დაბლა, ვიდრე ვულკანის ამოფრქვევამდე.[1]

სამბალესის კლიმატში ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი ოქტომბრიდან ივნისამდე, ხოლო წვიმების სეზონი ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალესის მთების ხედი სან-ანტონიოდან

პროვინცია 13 მუნიციპალიტეტესა და 1 მაღალურბანიზებულ ქალაქს მოიცავს, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონად იყოფა.[3] ოლონგაპო მაღალურბანიზებული ქალაქია და პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.

პროვინციის ტერიტორიაზე 247 ბარანგაი მდებარეობს. 2010 წლის აღწერით ყველაზე მეტი ადამიანი ოლონგაპოში მდებარე სანტა-რიტის ბარანგაიში ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ცოტა — ბოტოლანში მდებარე ოვაოგ-ნიბლოკის ბარანგაიში. ოლონგაპოს ბარანგაების გამოკლებით, ყველაზე მეტი ადამიანი სუბიკში მდებარე კალაპაკუანის ბარანგაიში ცხოვრობს.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 590 848 ადამიანს შეადგენს.[5] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 160 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. ქალაქ ოლონგაპოს ჩათვლით სამბალესის მოსახლეობა 823 888 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 215 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე.

დღევანდელი სამბალესის პროვინციის უძველეს მოსახლეობას აეტას ხალხები შეადგენენ,[1] რომლებსაც დროთა განმავლობაში სამბალები და ავსტრონეზიელი ხალხები შეერივნენ.[1] პროვინციის ხუთ უდიდესი ეთნიკურ ჯგუფს ტაგალები, ილოკანოები, სამბალები, კაპამპანგანები და პანგასინანები წარმოადგენენ. სუბაკის ყურის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მუშაობის გამო ამერიკული მმართველობის პერიოდში პროვინციის სამხრეთ ნაწილში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უამრავი ადამიანი ჩავიდა, მათგან ბევრმა სამსახური იშოვა და იქვე დარჩა.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყურე

სამბალესის მკვიდრთათვის სამი მშობლიური ენაა: სამბალური, ტაგალური და ილოკანური ენა. ილოკანური მშობლიური ენაა 115 337 ადამიანისთვის, სამბალური — 114 637 ადამიანისთვის, ხოლო ტაგალური — 250 637 ადამიანისთვის. 119 126 ადამიანი მშობლიური ენის გარდა სხვა ენებზეც საუბრობს: კაპამპანგანურ, პანგასინანურ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს ინგლისური ენა ესმის.[6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბალესის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 78.22%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. მოსახლეობის 6.12% აგლიპაიანური ეკლესიის, 4.89% კი ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია. სხვა რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან: უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის, მეთოდისტთა გაერთიანებული ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და მუსლიმები.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამბალესის ამჟამინდელი გუბერნატორი ჰერმოგენეს ებდანეა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ჯეფერსონ ხონგუნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Lancion, Jr., Conrado M.; de Guzman, Rey (cartography) (1995) "The Provinces", Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila: Tahanan Books, გვ. 162–163. ISBN 971-630-037-9. 
  2. U.S. Army Corps of Engineers (1955). "Tarlac map". University of Texas in Austin Library. Retrieved on 2012-05-24.
  3. Province: Zambales". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  4. Census of Population and Housing (2010). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.
  5. Census of Population (2015). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  6. Zambales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-12. ციტირების თარიღი: 2020-11-30. ციტირების თარიღი: 2007-08-13