ნუევა-ვისკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუევა-ვისკაია
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბაიომბონგი
შიდა დაყოფა ალფონსო-კასტანიედა, ამბაგიო, არიტაო, ბაგაბაგი (ნუევა-ვისკაია), ბამბანგი (ნუევა-ვისკაია), ბაიომბონგი, დიადი, ჩრდილოეთი დუპასი, სამხრეთი დუპასი, კასიბუ, კაიაპა, კესონი (ნუევა-ვისკაია), სანტა-ფე (ნუევა-ვისკაია), სოლანო (ნუევა-ვისკაია) და ვილიავერდე (ნუევა-ვისკაია)
კოორდინატები 16°29′00″ ჩ. გ. 121°09′00″ ა. გ. / 16.48333° ჩ. გ. 121.15000° ა. გ. / 16.48333; 121.15000
მმართველი Carlos M. Padilla
დაარსდა 1839
ფართობი 3975.67 კმ²
მოსახლეობა 497 432 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3700–3714
ოფიციალური საიტი http://www.nuevavizcaya.gov.ph
300
300

ნუევა-ვისკაია (ილოკ: Probinsia ti Nueva Vizcaya; ტაგ: Lalawigan ng Nueva Vizcaya) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კაგაიანის რეგიონში (II რეგიონი), კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ბაიომბონგი. დასავლეთიდან ბენგეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — იფუგაო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ისაბელა, აღმოსავლეთიდან — კირინო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — აურორა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან — პანგასინანი. კირინოს პროვინცია ნუევა-ვისკაიას 1966 წელს გამოეყო.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი რუკა, რომელზეც პროვინცია და მისი თავდაპირველი საზღვრებია ასახული

სახელწოდება ნუევა-ვისკაია წარმოდგება ბისკაიის (რომელსაც ესპანელები ვისკაიას უწოდებდნენ, ბასკები კი — ბისკაიას) პროვინციის დასახლებიდან. ქალაქის გერბის მარჯვენა ნაწილში გამოსახული სიმბოლო სწორედ ესპანეთში მდებარე პროვინციაზე მიუთითებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ნუევა-ვისკაიის ტერიტორიები ადრე კაგაიანის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. ნუევა-ვისკაიაში პირვლეი მისიონერები დომინიკელთა ორდენის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც იქ 1607 წელს ჩავიდნენ. 1609 წელს რელიგიური ორდენის პირველი დასახლება პროვინციის სამხრეთ ნაწილში დაარსდა. 1702 წელს მისიონერების დასახლება კარაბალოს მთების ძირში, ბურუბურში შეიქმნა (დღევანდელი არიტაოს ბარანგაის ტერიტორიაზე). ნუევა-ვისკაიის მოსახლეობა მასობრივად სწორედ აქ მონათლეს.

1839 წელს კაგაიანის მერის, ლუის ლარდისაბალის, შემდეგ კი ფილიპინების გენერალური გუბერნატორის გადაწყვეტილებით ნუევა-ვისკაიის პროვინცია შეიქმნა. 1841 წლის 10 აპრილს მიღებული სამეფო დეკრეტის თანახმად ნუევა-ვისკაიის პროვინცია დღევანდელ ნუევა-ვისკაიას, კირინოს, მთის პროვინციას და ისაბელისა და აურორის პროვინციების დიდ ნაწილს მოცავდა.[2][2]

ამერიკის კოლონიური პერიოდის დროს ფილიპინების კომიის გადაწყვეტილებით ნუევა-ვისკაიის პროვინციაში სამოქალაქო მთავრობა ჩამოყალიბდა.[3] ნუევა-ვისკაიის ტერიტორიები 1865 წლის მაისში ისაბელის პროვინციის შექმნის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.[2][3]

ამერიკული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს ნუევა-ვისკაიის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები ახლად შექმნილ იფუგაოს ქვეპროვინციას მიეკუთვნა. 1914 წელს მიწების ბიუროს მიერ ჩატარებული გამოკვლევისა და 1917 წლის ადმინისტრაციული კოდექსის მიღების შემდეგ პროვინციის ტერიტორიები კიდევ უფრო შემცირდა.[3]

ამერიკული პერიოდის დროს ფილიპინების სენატმა ნუევა-ვისკაია ფილიპინების მე-12 რაიონად გამოაცხადა. რაიონი მოიცავდა მთის პროვინციას (დღევანდელი აპაიაო, კალინგა, მთის პროვინცია და ბენგეტი), კოტაბატოს (დაუყოფელი), აგუსანს (დაუყოფელი), დავაოს (დაუყოფელი), ზამბოანგას (დაუყოფელი) და სულს (დაუყოფელი). პროვინცია რაიონს მთის პროვინციასთან და კორდილიერისა და მინდანაოს სხვა ადგილობრივებთან ეთნიკური მსგავსების გამო გააერთიანეს.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს დალტონის უღელტეხილი იაპონიის საიმპერიო სამხედრო ძალებსა და ფილიპინების თანამეგობრობისა და აშშ-ის სამხედრო ძალებს შორის მთავარი ბრძოლის ადგილი იყო, რომელიც 1945 წლის 31 მაისს გაიმართა.[2][4]:510,535

თანამედროვე ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს 6394-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ კირინო, რომელიც ნუევა-ვისკაიის ქვეპროვინცია იყო, ისაბელის პროვინციას გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.[2][3][5][6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუევა-ვისკაია ჩრდილოეთ ლუსონის სამი დიდი მთიანეთითაა გარშემორტყმული და მეტწილად მთიანი პროვინციაა. გარდა მთიანი და ბორცვებით დაფარული რელიეფისა, პროვინციის ნაწილი ვაკეებითა და ხეობებითაა დაფარული.[3] პროვინციის დასავლეთით კორდილიერის მთები მდებარეობს, აღმოსავლეთით — სიერა-მადრეს მთები, ხოლო სამხრეთით — კარაბალოს მთები. პროვინცია (და მთლიანად კაგაიანის ხეობა) ცენტრალური ლუსონის ვაკეებიდან კარაბალოს მთებითაა გამოყოფილი.[2]

პროვინციის ფართობია 3 975.67 კმ².[7] კაგაიანის ხეობის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვიცნია 268 კმ-თაა დაშორებული ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუევა-ვისკაიის პოლიტიკური რუკა

ნუევა-ვისკაია 15 მუნიციპალიტეტისგან შედგება. ბაიომბონგი პროვინციის დედაქალაქი და მთავარი საგანმანათლებლო ცენტრია, ბამბანგი (სოფლის მეურნეობის კერა) და სოლანო (ფინანსური რაიონი) მთავარი კომერიციული ცენტრებია, ხოლო კაიაპა საზაფხულო დედაქალაქი და ბოსტნეულის მწარმოებელი მთავარი მუნიციპალიტეტია. ყველა მუნიციპალიტეტი 1 საკანონმდებლო რაიონშია გაერთიანებული.

გეოგრაფიულად ნუევა-ვისკაიის დასავლეთი ნახევარი კორდილიერის მთებითაა დაფარული, ხოლო აღმოსავლეთი ნახევარი — კარაბალოსის მთებით, სიერა-მადრესა და კორდილიერის მთების შეერთების წერტილით. ნუევა-ვისკაიასა და კორდილიერის კულტურული და გეოგრაფიული ჰარმონიის გამო მათ გასაერთიანებლად რიგი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს საკითხი კონგრესში არ წარუდგენიათ.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის 15 მუნიციპალიტეტი 275 ბარანგაისგან შედგება. სოლანოში მდებარე როხასის ბარანგაის ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს (2010 წლის აღწერით), ხოლო ყველაზე მცირე მოსახლეობა სანტა-ფეში მდებარე სანტა-როსის ბარანგაიშია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Lancion, Jr., Conrado M.; de Guzman, Rey (cartography) (1995) „The Provinces“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila: Tahanan Books, გვ. 118, 48, 49, 84. ISBN 971-630-037-9. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Provincial Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2020.
  4. Smith, R.R., 2005, Triumph in the Philippines, Honolulu: University Press of the Pacific, ISBN 1410224953
  5. Republic Act No. 4734 - An Act Creating the Subprovince of Quirino in the Province of Nueva Vizcaya. ციტირების თარიღი: 13 January 2015
  6. Brief History of Quirino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2020.
  7. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2020.