სამხრეთი ლანაო
სამხრეთი ლანაო ტაგალ. Timog Lanaw | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | მარავი | ||
შიდა დაყოფა | მარავი, ბაკოლოდ-კალავი, ბალაბაგანი, ბალინდონგი, ბაიანგი (სამხრეთი ლანაო), ბინიდაიანი, ბუადიპოსო-ბუნტონგი, ბუბონგი, ამაი-მანაბილანგი, ბუტიგი, კალანოგასი, დიტსაან-რამაინი, განასი (სამხრეთი ლანაო), კაპაი, კაპატაგანი, ლუმბა-ბაიაბაო, ლუმბაკა-უნაიანი, ლუმბატანი, ლუმბაიანაგე, მადალუმი, მადამბა, მაგინგი, მალაბანგი, მარანტაო, მაროგონგი, მასიუ, მულონდო (სამხრეთი ლანაო), პაგაიავანი, პიაგაპო, პიკონგი (სამხრეთი ლანაო), პოონა-ბაიაბაო, პუალასი, საგიარანი, სულთან-დუმალონდონგი, ტაგოლოანი (სამხრეთი ლანაო), ტამპარანი, ტარაკა (სამხრეთი ლანაო), ტუბარანი, ტუგაია და ვაო (სამხრეთი ლანაო) | ||
კოორდინატები | 8°00′00″ ჩ. გ. 124°17′00″ ა. გ. / 8.00000° ჩ. გ. 124.28333° ა. გ. | ||
მმართველი | Mamintal Alonto Adiong Jr. | ||
დაარსდა | 1959[1] | ||
ფართობი | 3872.89 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 195 518 (1 მაისი, 2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 63 | ||
საფოსტო ინდექსი | 9300–9321 და 9700–9716 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.lanaodelsur.gov.ph/ | ||
| |||
სამხრეთი ლანაო (ოფიციალურად სამხრეთ ლანაოს პროვინცია; ტაგ: Timog Lanao) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს მუსლიმური ბინდანაოს ბანგსამოროს ავტონომიურ რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია მარავი. პროვინციას ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ლანაო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — ბუკიდნონი, ხოლო სამხრეთიდან — მაგინდანაო და კოტაბატო. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით ილანის ყურეა გადაჭიმული.
სამხრეთ ლანაოს ცენტრში მდებარეობს მინდანაოს უდიდესი ტბა ლანაო. 2008 წელს სამხრეთ ლანაოს მარანაოს ხალხთა ცეკვა-თამაში იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ქალაქ ტიგაიის ხალხთა ხელსაქმე ფილიპინების მთავრობამ 2014 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნომინანტთა სიაში შეიტანა.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ranao, რაც „ტბას“ ნიშნავს. პროვინცია ლანაოს ტბის აუზში მდებარეობს და „მარანაოების“ (ითარგმნება როგორც „ტბის ხალხი“) მიწადაა ცნობილი.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმების შემოსვლამდე ლანაოს ხალხები ინდუიზმის, ანიმიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები იყვნენ.[5][6] ესპანელებმა ლანაო პირველად 1689 წელს გამოიკვლიეს. მათ ტბის ჩრდილოეთ ბოლოში კარგად გამაგრებული დასახლება დანსალანი აღმოაჩინს. ლანაო შემდეგში ლანაოს სასულთნოს რეზიდენციას წარმოადგენდა.[4]
1942 წელს სამხრეთ ლანაოში იაპონიის საიმპერიო შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ. 1945 წელს სამხრეთ ლანაოში პირველი განმათავისუფლებელი ძალები ჩავიდნენ.
1956 წელს მიღებული 1552-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით დანსალანს მარავი ეწოდა, რაც სიტყვიდან rawi მომდინარეობს და მდინარე აგუსის შროშანებს აღნიშნავს.[7]
1959 წელს, 2228-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ლანაო ორ ნაწილად გაიყო: სამხრეთ და ჩრდილოეთ ლანაოდ. სამხრეთ ლანაოს პროვინციულ დედაქალაქად მარავი გამოცხადდა.[8] 1980 წელს ქალაქს „მარავის ისლამური ქალაქი“ ეწოდა და ამჟამად ფილიპინების ერთადერთი ქალაქია, სადაც მუსლიმები უმრავლესობას შეადგენენ.[4]
მარანავის პროვინცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელს ფილიპინების პარლამენტში წარადგინეს 6406-ე რესპუბლიკური აქტი, რომელიც სამხრეთ ლანაოს აღმოსავლეთ ნაწილში (დღევანდელი პირველი საკანონმდებლო რაიონი) ახალი პროვინციის შექმნას ითვალისწინებდა. კანონი 1971 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს. პროვინციის შემადგენლობაში უნდა შესულიყო: ბუბონგის, დიტსაან-რამაინის, კაპაის, ლუმბა-ბაიაბაოს, მარანტაოს, მასიუს, მალონდოს, საგიარანის, პიაგაპოს, პოონა-ბაიაბაოს, ტამპარანის, ტარაკისა და ვაოს მუნიციპალიტეტები და ქალაქი მარავიც, რომელსაც პროვინციული დედაქალაქის როლი უნდა შეესრულებინა.[9] ახალი პროვინცია აღარ შექმნილა, რადგანაც 1972 წლის 21 სექტემბრიდან ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ახალი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს ჩატარებული პლებისციტის შემდეგ სამხრეთი ლანაო მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიურ რეგიონს შეუერთდა, თუმცა ქალაქ მარავის მოსახლეობამ ავტონომიურ რეგიონში შესვლას მხარი არ დაუჭირა.[4] პროვინციული დედაქალაქი რეგიონს 2001 წელს ჩატარებული პლებისციტის შემდეგ შეუერთდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ლანაო ჩრდილოეთ მინდანაოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციას ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ლანაო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან — ბუკიდნონი, ხოლო სამხრეთიდან — მაგინდანაო და კოტაბატო. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით ილანის ყურეა გადაჭიმული. სამხრეთ ლანაოს რელიეგი ძირითადად ბორცვებითა და ხეობებითაა დაფარული.
პროვინციის შუა ნაწილში მდებარე ლანაოს ტბა ქვეყნის მეორე უდიდესი ტბაა. ტბიდან მდინარე აგუსი გამოედინება, რომელიც ილიგანის ყურეში ჩაედინება.[4]
სამხრეთ ლანაოს კლიმატი ნალექების მთელი წლის მანძილზე მეტ-ნაკლებად განაწილებით ხასიათდება. ზაფხული არ არის გამოკვეთილი. პროვინცია ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს.[4]
სამხრეთი ლანაო 39 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს მოიცავს. პროვინციის ტერიტორიაზე 1 159 ბარანგაი მდებარეობს.[10]
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამხრეთ ლანაოს ამჟამინდელი გუბერნატორი მამინტალ ალონტო ადიონგია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — მოჰამად ხალიდ ადიონგი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Republic Act No. 2228
- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Darangen Epic of the Maranao People of Lake Lanao (2005). ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Lanao del Sur“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millennium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 94–95. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-16. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- ↑ Republic Act No. 1552 - An Act to Amend the Charter of the City of Dansalan So as to Change Its Name to Marawi and Make Elective Its Mayor, Vice Mayor and Councilors, and for Other Purposes. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ Republic Act No. 2228 - An Act to Create the Provinces of Lanao del Norte and Lanao del Sur. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ Republic Act No. 6406 - An Act Dividing the Province of Lanao del Sur into the Province of Maranaw and Lanao del Sur. ციტირების თარიღი: 25 December 2015.
- ↑ Province: Lanao del Sur". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
|