მასბატე (კუნძული)
იერსახე
|
1900 წელს შესრულებული მასბატეს რუკა | |
| გეოგრაფია | |
|---|---|
| კოორდინატები | 12°18′ ჩ. გ. 123°30′ ა. გ. / 12.300° ჩ. გ. 123.500° ა. გ. |
| უმაღლესი წერტილი |
684 მ კონუსის პიკი |
| ფილიპინები | |
| რეგიონი | ბიკოლის რეგიონი |
| პროვინცია | მასბატეს პროვინცია |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 731 269 (2020) |
მასბატე ― მასბატეს პროვინციის უდიდესი კუნძული ფილიპინებში. პროვინციის დანარჩენი მთავარი კუნძულებია ტიკაო და ბურიასი. როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მასბატე მე-11 ადგილზეა ფილიპინების მასშტაბით. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მასბატე მსოფლიოში 70-ე ადგილზე, ხოლო ფართობის მიხედვით 155-ე ადგილზეა. კუნძული 14 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს მოიცავს. 2020 წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობა 731 269 ადამიანს შეადგენს. კუნძულზე უდიდესი დასახლებაა ქალაქი მასბატე, სადაც 104 522 ადამიანი ცხოვრობს (2020).