ალბაი (ფილიპინები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალბაი
LegazpiPhotowalk 05.JPG
დროშა
Vlag Fil Albay.gif

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ლეგასპი
შიდა დაყოფა Bacacay, Camalig, Daraga, Guinobatan, Jovellar, ლეგასპი, Libon, Ligao, Malilipot, Malinao, Manito, Oas, Pio Duran, Polangui, Rapu-Rapu, Santo Domingo, Tabaco და Tiwi
კოორდინატები 13°14′00″ ჩ. გ. 123°38′00″ ა. გ. / 13.23333° ჩ. გ. 123.63333° ა. გ. / 13.23333; 123.63333
მმართველი Al Francis Bichara
დაარსდა 1636
ფართობი 2575.77 კმ²
მოსახლეობა 1 374 768 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 52
საფოსტო ინდექსი 4500–4517
ოფიციალური საიტი http://albay.gov.ph/
300
300

ალბაი (ოფიციალურად ალბაის პროვინცია; ტაგ: Lalawigan ng Albay) — პროვინცია ბიკოლის რეგიონში, ფილიპინებში. პროვინციის დედაქალაქია ლეგასპი, რომელიც მთელი რეგიონის რეგიონული ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს და ვულკან მაიონის სამხრეთ მთისწინეთებზე მდებარეობს.[2]

2016 წელს პროვინცია იუნესკომ მსოფლიო ბიოსფერული ნაკრძალების ქსელში შეიყვანა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაესპანური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელების ჩასვლამდე ალბაიში განვითარებული ცივილიზაცია იყო. ადრე ამ ადგილებს Ibat, შემდეგ კი Libog ერქვა. ალბაის მმართველმა, გატ იბალმა სავანგანის ბარანგაიც დაარსა, რომელიც დღეს ლეგასპის შემადგენლობაშია.

ესპანური კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1569 წელს ლუის ენრიკე დე გუსმანმა, მატეო დე სასისა და კაპიტან მარტინ დე გოიტის ექსპედიციის დროს ჯგუფთან ერთად ბურიასი, შემდეგ ტიკაოს კუნძულები გადაკვეთა და სანაპირო დასახლებას მიაღწია, რომელსაც იბალონს ეძახდნენ (დღევანდელი სორსოგონის პროვინცია). შემდეგ კიდევ ერთი ექსპედიცია შიდა ტერიტორიის გამოსაკვლევად გაიგზავნა, რომელმაც ქაალქი კამალიგი დააარსა.

1573 წელს ხუან დე სალსედომ ჩრდილოეთით ბიკოლის ნახევარკუნძულიდან სამხრეთით ლიბონამდე მიაღწია, სადაც სანდიაგო-დე-ლიბონი დააფუძნა. მთელი ბიკოლის ნახევარკუნძული იმართებოდა როგორც ერთი პროვინცია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: ჩრდილო-დასვლეთით კამარინესი და სამხრეთ-აღმოსავლეთით — იბალონი. 1636 წელს იბალონი დამოუკიდებელი პროვინცია გახდა, სორსოგონი კი მის დედაქალაქად გამოცხადდა. XVII საუკუნეში მოროს მონებით მოვაჭრეებმა სამხრეთ ფილიპინებიდან ალბაის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროები ააოხრეს.[4]

1814 წლის 1 თებერვალს ვულკან მაიონის ამოფრქვევის შედეგად პროვინციის ხუთი ქალაქი განადგურდა. ამ ამოფრქვევის შემდეგ ქალაქი კაგსავა დღევანდელი ლეგასპის ადგილას გადაიტანეს. 1834 წლის 14 მაისს ხოსე-მარია-პენიარანდა, სამხედრო ინჟინერი, პროვინციის კორეგიდორად გამოცხადდა. მისი მმართველობის დროს საჯარო შენობები, გზები და ხიდები აიგო.

1846 წელს გენერალ-გუბერნატორმა ნარსისო კლავერიამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც მაბატე, ტიკაო და ბურიას ალბაის გამოეყო და მასბატეს საკომენდანტოში გაერთიანდა. შემდეგში ალბაი ოთხ რაიონად გაიყო: ირაია, კორდილერა ან ტაბაკო, სორსოგონი და კატანდუანესი

ფილიპინების რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების რევოლუციის დროს პროვინციაში რევოლუციურ საქმიანობას გლისერიო დელგადო ჩაუდგა სათავეში. ქალაქ გუინობატანში განთავსებულ შტაბ-ბინასთან ერთად დელგადო ალბაის რევოლუციურ მთავრობას შეუერთდა და ქვეითი ჯარის ლეიტენანტად დაინიშნა.

ამერიკული კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგუასის ფერმა

პარიზის ზავის შემდეგ ფილიპინებში ამერიკული მმართველობა დამყარდა. ამერიკა-ფილიპინების ომის დროს გენერალ-ბრიგადირ უილიამ ავგუსტ კობეს ხელმძღვანელობით სორსოგონის პორტში, ბულანსა და დონსოლში სამხედრო ძალები ჩავიდნენ, შემდეგ კი ამერიკელებმა ლეგასპი დაიკავეს.[5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულკანი მაიონი

ალბაის ფართობი 2 575.77 კმ²-ია. ამ მაჩვენებლით იგი ფილიპინების 53-ე პროვინციაა.[6] ალბაის ჩრდილოეთიდან სამხრეთი კამარინესი, ხოლო სამხრეთიდან სორსოგონი ესაზღვრება. ჩრდილო-აღმოსავლეთით ლაგონოის ყურე მდებარეობს, რომელიც პროვინციას კატანდუანესისგან გამოყოფს. სამხრეთ-დასავლეთით ბურიასის სრუტე მდებარეობს, რომელიც პროინვიცას ბურიასისა და მასბატეს კუნძულებისგან გამოყოფს.

2016 წელს პროვინციის 250 000 ჰექტარი იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალად გამოცხადდა. ალბაის ბიოსფერულ ნაკრძალში 182 ჯიშის მცენარეა დაფიქსირებული, რომელთაგანაც 46 ენდემური სახეობაა. სანაპირო წყლებში მანგროს, ზღვის მცენარეულობისა და წყალმცენარეების ეკოსისტემებია წარმოდგენილი. ალბაის წყლებში ზღვის კუების შვიდი სახეობიდან ხუთი ბინადრობს.[7]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბაის პოლიტიკური რუკა

პროვინცია ძირითადად მთიანია და ნაყოფიერი დაბლობებითა და ხეობებითაა დასერილი. პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში ვულკანური მთების ხაზი მდებარეობს: უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მალინაო, შემდეგ მასარანგა და ცალკე მდგომი მაიონი. პოლიქუის ყურით ის ქალაქ მანიტოში მდგომი პოკდოლის მთიანეთისგანაა გამოყოფილი.

სტრატოვულკანი მაიონი ზღვის დონიდან 2 462 მეტრზე მდებარეობს და პროვინციის უმაღლესი წერტილია. მაიონი პროვინციისა და მთელი ბიკოლის რეგიონის ყველაზე ცნობილი რელიეფური ფორმაა. აქტიური ვულკანი რვა მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ქვეშაა: კამალიგის, დარაგის, გუინობატანის, ლეგასპის, ლიგაოს, მალილიპოტის, სანტო-დომინგოსა და ტაბაკოს.

პროვინციის დასავლეთი ნაწილიც მთიანია, თუმცა აღმოსვლეთთან შედარებით უფრო დაბალია. დასავლეთ ნაწილის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 490 მეტრის სიმაღლეზე მდებაროებს.[8]

ალბაის პროვინცია 15 მუნიციპალიტეტისა და სამი შემადგენელი ქალაქისგან (ლეგასპი, ლიგაო და ტაბაკო) შედგება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Facts about Mayon Volcano" დაარქივებული 2012-04-09 საიტზე Wayback Machine. . Albay Tourism. Retrieved on 2012-05-27.
  3. 20 sites added to UNESCO's World Network of Biosphere Reserve. United Nations Educational Scientific and Cultural Organization (2016-03-19). ციტირების თარიღი: 2016-03-20.
  4. source?
  5. McKinley, William (1898). "The Acquisition of the Philippines from Papers Relating to Foreign Affairs". Vincent Ferraro, Mount Holyoke College. Retrieved on 2012-05-18.
  6. The province of Albay. Overview of the Region. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 November 2012. ციტირების თარიღი: 11 January 2013.
  7. UNESCO Press. (19 March 2016) 20 sites added to UNESCO's World Network of Biosphere Reserves. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. ციტირების თარიღი: 21 March 2016.
  8. "Mount Pantao, Oas". Google Maps. Retrieved on 2012-05-27.