სამხრეთი ზამბოანგა
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
სამხრეთი ზამბოანგა | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | პაგადიანი | ||
შიდა დაყოფა | პაგადიანი, ზამბოანგა, აურორა (სამხრეთი ზამბოანგა), ბაიოგი, დიმატალინგი, დინასი (სამხრეთი ზამბოანგა), დუმალინაო, დუმინგაგი, გიპოსი, ხოსეფინა (სამხრეთი ზამბოანგა), კუმალარანგი, ლაბანგანი, ლეიქვუდი (სამხრეთი ზამბოანგა), ლაპუიანი, მააიაგი, მარგოსატუბიგი, მიდსალიპი, მოლავე (სამხრეთი ზამბოანგა), პიტოგო (სამხრეთი ზამბოანგა), რამონ-მაგსაისაი (სამხრეთი ზამბოანგა), სან-მიგელი (სამხრეთი ზამბოანგა), სან-პაბლო (სამხრეთი ზამბოანგა), სომინოტი, ტაბინა, ტამბულიგი, ტიგბაო (სამხრეთი ზამბოანგა), ტუკურანი და ვინსენსო-ა.-საგუნი | ||
კოორდინატები | 7°50′00″ ჩ. გ. 123°15′00″ ა. გ. / 7.83333° ჩ. გ. 123.25000° ა. გ. | ||
მმართველი | Victor Yu | ||
დაარსდა | 1952 | ||
ფართობი | 4499.46 კმ² | ||
მოსახლეობა | 1 050 668 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 62 | ||
საფოსტო ინდექსი | 7000–7043 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.zamboangadelsur.gov.ph | ||
| |||
სამხრეთი ზამბოანგა (ტაგ: Hilagang Zamboanga; სებ: Amihanang Zamboanga) — პროვინცია ფილიპინებში, ზამბოანგის ნახევარკუნძულის რეგიონში, მინდანაოში. პროვინციის დედაქალაქია პაგადიანი. გეოგრაფიულად ქალაქი ზამბოანგა პროვინციის შემადგენლობაში შედის, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად იმართება. პროვინციას ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ზამბოანგა ესაზღვრება, დასავლეთიდან — ზამბოანგა-სიბუგაი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთი მისამისი, ხოლო აღმოსავლეთიდან — ჩრდილოეთი ლანაო. პროვინციის სამხრეთით მოროს ყურე მდებარეობს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამბოანგა ტერმინის samboangan (ასევე გამოითქმება როგორც sambuangan; ხოლო სუბანურ ენაზე როგორც — sembwangan) ესპანიზირებული ფორმაა, რაც „დასამაგრებელ ადგილს“ ნიშნავს. ტერმინის ფუძეა სიტყვა samboang („დასამაგრებელი ბოძი“). თავდაპირველად ქალაქი ზამბოანგა სამბოანგანად იწოდებოდა, საიდანაც მთელმა ნახევარკუნძულმა მიიღო სახელი.[2] სამბოანგანი კარგადაა დამოწმებული ესპანელი,[3] ბრიტანელი,[4][5] ფრანგი,[6][7] გერმანელი[8] და ამერიკელი[9] ისტორიკოსების ჩანაწერებში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან.[3]
ერთი ვერსიით, ზამბოანგის სახელწოდება დაკავშირებულია ინდონეზიურ სიტყვასთან jambangan („ქვაბს“ ან „ჯამს“ აღნიშნავს), რომლის მიხედვითაც ზზამბოანგის ეთნიკური ჯგუფები მალაიური წარმოშობის არიან. თუმცა ეს ვერსია 1960-იან წლებამდე არცერთ ისტორიულ წყაროში გვხვდება. [10]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბებამდე სამხრეთი ზამბოანგა ზამბოანგის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. პროვინციის ადრეული ისტორია დაკავშირებულია ქალაქ ზამბოანგასთან, რომელიც მინდანაოს ცენტრს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ამერიკული მმართველობის დროს. 1936 წლის 12 ოქტომბერს, როდესაც ზამბოანგა ჩარტერული ქალაქი გახდა, ის ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და კუნძულ ბასილანს მოიცავდა და იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი ქალაქი იყო ფართობის მიხედვით.
1952 წლის 6 ივნისს მიღებული 711-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით ზამბოანგის პროვინცია ორ დამოუკიდებელ პროვინციად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ზამბოანგად გაიყო.[11] სამხრეთ ზამბოანგა ფილიპინების 52-ე პროვინცია იყო და თავდაპირველად 11 ქალაქს მოიცავდა, რომლებიც შემდეგ 42 მუნიციპალიტეტად და ერთ ქლაქად, პაგადიანად დაიყო.
2001 წლის თებერვალში სამხრეთ ზამბოანგის პროვინციაში ტერიტორიული ცვლილებები მოხდა. მისმა მოსახლეობამ ახალი პროვინციის შექმნას დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ზამბოანგა-სიბუგაი შეიქმნა.[12]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ ზამბოანგის ფართობი 4 499.46 კმ²-ია. იგი დასავლეთ მინდანაოში, ზამბოანგის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინცია აღმოსავლეთის 122° 30"" გრძედსა და ჩრდილოეთის 7° 15"" განედს შორისაა მოქცეული. ქალაქ ზამბოანგის ჩათვლით პროვინციის ფართობი 5 914.16 კმ²-ია. პროვინციის ჩრდილოეთით ჩრდილოეთი ზამბოანგა მდებარეობს, დასავლეთით — ზამბოანგა-სიბუგაი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — აღმოსავლეთი მისამისი, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთი ლანაო, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ილანის ყურე, ხოლო სამხრეთით — მოროს ყურე.
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის სანაპირო დაბლობები სამხრეთიდან დასავლეთით კიდევ უფრო ფართოვდება ბაგანიანის ნახევარკუნძულამდე. IX რეგიონის უგრძესი მდინარე სიბუგაი სამხრეთ ზამბოანგის მთებში იღებს სათავეს და სიბუგეს ყურეში (ამჟამად ზამბოანგა-სიბუგაის შემადგენლობაშია) ჩაედინება. პროვინციის მდინარეებს შორის აღსანიშნავია: კუმალარანგი, დინასი და სალუგი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 599-დან 3 500 მმ-დეა. ჰავა მთელი წლის მანძილზე თბილია — 22 to 35 °C (72 to 95 °F).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი ზამბოანგა 26 მუნიციპალიტეტისგან და 1 შემადგენელი ქალაქისგან შედგება. ისინი სამ საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინცია 681 ბარანგაის მოიცავს. სამხრეთ ზამბოანგის ტერიტორიაზე მდებარეობს მაღალურბანიზებული ქალაქი ზამბოანგა, თუმცა ის პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით სამხრეთ ზამბოანგის მოსახლეობა 1 010 674 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 220 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. ქალაქ ზამბოანგის ჩათვლით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 1 872 473 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 317 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის მოსახლეობისთვის სალაპარაკო ენა სებუანურია, ხოლო ქალაქ ზამბოანგაში უმრავლესობა ჩავაკანურ ენაზე საუბრობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ტაგალური და ინგლისური ენები ესმის. უმცირესობის ენებს შორისაა სუბანენური, საუსუგის, მარანაოს და ირანუნის ენები.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. მერი, ვიცე-მერი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი ვიქტორ იუა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — როსელერ არიოსა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Old website of the Province of Zamboanga del Norte
- Daily Zamboanga Times დაარქივებული 2016-05-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Rodney C. Jubilado; Hanafi Hussin & Maria Khristina Manueli (2011). „The Sama-Bajaus of Sulu-Sulawesi Seas: perspectives from linguistics and culture“ (PDF). JATI - Journal of Southeast Asian Studies. 15 (1): 83–95. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2014-12-19. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
- ↑ 3.0 3.1 Francisco Combes (1667). Historia de las islas de Mindanao, Iolo y sus Adyacentes. Progresos de la Religion y Armas Catolicas. Pablo del Val.
- ↑ Challenger Expedition 1872-1876 (1895). Report on the Scientific Results of the Voyage of H.M.S. Challenger During the Years 1873-76 Under the Command of Captain George S. Nares ... and the Late Captain Frank Tourle Thomson, R.N.. H.M. Stationery Office, გვ. 823–828.
- ↑ George Newenham Wright (1837). A New and Comprehensive Gazetteer, Volume 4. T. Kelly, გვ. 459.
- ↑ Antoine-François Prévost (1757). Histoire générale des voyages ou Nouvelle collection de toutes les relations de voyages par mer et par terre, qui ont été publiées jusqu'à présent dans les differentes langues de toutes les nations connues. De Hondt, გვ. 37.
- ↑ Pierre Joseph André Roubaud (1770). Histoire générale de l'Asie, de l'Afrique et de l'Amérique. Des Ventes de la Doué, გვ. 499–500. „Samboangan.“
- ↑ John Meares (1791). Des Kapitians John Meares und des Kapitains William Douglas Reisen nach der Nordwest-Küste von Amerika, in den Jahren 1786 bis 1789. Voß, გვ. 240.
- ↑ Charles Pickering (1848). „The Races of Man and their Geographical Distribution“, United States Exploring Expedition. During the Years 1838, 1839, 1840, 1841, 1842. Under the Command of Charles Wilkes, USN. Volume IX. C. Sherman, გვ. 125.
- ↑ Enriquez, A.R.. Jambangan: the "Garden of Flowers" never was!. ციტირების თარიღი: 13 September 2016.
- ↑ Republic Act No. 711 - An Act to Create The Provinces of Zamboanga del Norte and Zamboanga del Sur. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: 28 September 2013.
- ↑ Republic Act No. 8973; An Act Creating the Province of Zamboanga Sibugay from the Province of Zamboanga del Sur and for Other Purposes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 January 2016.
|