სამხრეთი ლეიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთი ლეიტე
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Maasin
შიდა დაყოფა ანაავანი, ბონტოკი (სამხრეთი ლეიტე), ინუნანგანი, ინუნდაიანი, ლიბაგონი, ლილოანი (სამხრეთი ლეიტე), ლიმასავა, Maasin, მაკროონი, მალიტბოგი (სამხრეთი ლეიტე), პადრე-ბურხოსი (სამხრეთი ლეიტე), პინტუიანი, სენ-ბერნარი (სამხრეთი ლეიტე), სან-ფრანსისკო (სამხრეთი ლეიტე), სან-ხუანი (სამხრეთი ლეიტე), სან-რიკარდო (სამხრეთი ლეიტე), სილაგო, სოგოდი (სამხრეთი ლეიტე) და თომას-ოპუსი
კოორდინატები 10°20′00″ ჩ. გ. 125°05′00″ ა. გ. / 10.33333° ჩ. გ. 125.08333° ა. გ. / 10.33333; 125.08333
მმართველი Damian Mercado
დაარსდა 1960
ფართობი 1798.61 კმ²
მოსახლეობა 429 573 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 53
საფოსტო ინდექსი 6600–6618
ოფიციალური საიტი http://www.southernleyte.gov.ph/
300
300

სამხრეთი ლეიტე (ტაგ: Timog Leyte; სებ: Habagatang Leyte) — პროვინცია ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალქია მაასინი. სამხრეთი ლეიტე დამოუკიდებელ პროვინციად 1959 წელს ჩამოყალიბდა. იგი სამი საკანონმდებლო რაიონისგან შედგება. სამხრეთ ლეიტეს შემადგენლობაში შედის კუნძული ლიმასავა, სადაც ზოგიერთი წყაროს ცნობით პირველი კათოლიკური მესა გაიმართა და შესაბამისად, ფილიპინებში რომაული კათოლიციზმის დაბადების ადგილად მიიჩნევა.[2]

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 421 750 ადამიანს შეადგენს. სამხრეთი ლეიტე რეგიონის 6 პროვინციას შორის მეორე ყველაზე მცირერიცხოვანი პროვინციაა.[3]

2017 წლის სექტემბერში ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის წევრმა, როჯერ მერკადომ პროვინციის სახლწოდების Leyte del Sur-ად გადარქმევის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაკოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰინუანგანის პლაჟი

ლეიტეს კუნძულს ერთ დროს მაირეტე ერქვა, რაც „ეტეს მიწას“ ნიშნავს. ისტორიული თემი, რომელსაც დატუ ეტე მეთაურობდა, დღევანდელი ტაკლობანისა და მიმდებარე ქალაქების ტერიტორიაზე სახლობდა. აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში იგი უძველესი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ესპანელების მიერ კოლონიზებამდე ლეიტეს აღმოსავლეთი ნაწილი ანიმისტი ვარაიების სამყოფს, ხოლო დასავლეთი ნაწილი ინდუისტი-ბუდისტი ვისაიანური ჯგუფების სამყოფელს წარმოადგენდა.

ესპანური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელმა მკვლევარმა, რიუ ლოპეს დე ვილალობოსმა კუნძულზე ფეხი 1543 წელს დადგა და მას Las Islas Felipinas უწოდა. მას შემდეგ რაც ესპანელებმა სებუში მმართველობა დაამყარეს, ლეიტე და სამარში მის შემადგენლობაში შევიდა. 1595 წელს იეზუიტებმა კარიგარაში მისიონერები გაგზავნეს, რომლებმაც 1 წლის შემდეგ პალოში, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ორმოკში დააფუძნეს მისიები. 1735 წელს ლეიტე და სამარი სებუს გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქადაც კარიგარა გამოცხადდა. 1768 წელს ლეიტე და სამარი ორ დამოუკიდებელ პროვინციად გაიყო.

ლეიტეს გაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 27 მარტს 3117-ე აქტით ლეიტეს დასავლეთ (Occidental Leyte) და აღმოსავლეთ (Oriental Leyte) ლეიტედ გაყოფა იყო შეთავაზებული, თუმცა ფილიპინების გენერალ-გუბერნატორმა კანონი არ მიიღო. 1959 წლის 22 მაისს 2227-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ლეიტეს მესამე საკანონმდებლო რაიონი ცალკე პროვინციად, სამხრეთ ლეიტედ ჩამოყალიბდა.[5]

ღვარცოფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ღვარცოფი ლეიტეში

2003 წლის დეკემბერში, სან-ფრანსისკოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ღვარცოფის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა.[6][7]

2006 წლის 17 თებერვალს ძლიერი წვიმების გამო სამხრეთ ლეიტეში მომხდარი ღვარცოფებისა და მცირე მიწისძვრის შედეგად სენტ-ბერნარდის მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ღვარცოფის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა და უამრავი კომერციული და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა განადგურდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ ლეიტეს პოლიტიკური რუკა

სამხრეთი ლეიტე იმავე სახელწოდების კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით ლეიტე მდებარეობს, აღმოსავლეთით — სურიგაოს სრუტე, სამხრეთით — ბოჰოლის ზღვა, ხოლო დასავლეთით — კანიგაოს არხის გადახმა ბოჰოლის პროვინცია. პროვინციის ფართობი 1 798.61 კმ²-ია. პროვინციის ცენტრალურ ნაწილში ღრმად იჭრება სოგოდის ყურე.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი ლეიტე ორ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. კორონასის კლიმატის კლასიფიკაციით, პროვინციაში II და IV ტიპის კლიმატია გაბატონებული.

II ტიპის კლიმატის დროს მშრალი სეზონი არ არის მკვეთრად გამოხატული, ხოლო ნალექების მაქსიმუმი გამოკვეთილია და ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში ფიქსირდება. ამ ტიპის კლიმატი პროვინციის აღმოსავლეთ ნახევარში დომინირებს და სოგოდის, ლიბაგონის, ლილოანის, სან-ფრანსისკოს, პინტუიანის, სან-რიკარდოს, სენტ-ბერნარდის, სან-ხუანის, ანაჰავანის, ჰინუნდაიანის, ჰინუნანგანისა და სილაგოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. მეორე მხრივ, IV ტიპის კლიმატის დროს ნალექიანობა მთელი წლის მანძილზე ფიქსირდება. ამ ტიპის კლიმატი პროვინციის დასავლეთ ნაწილშია გაბატონული და ქალაქ მაასინს და მაკროჰონის, პადრე-ბურგოსის, მალიტბოგის, ტომას-ოპუსის, ბონტოკისა და სოგოდის (მცირე ნაწილს) მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

2004 წელს პროვინციაში მაქსიმალური ტემპერატურა 30.95 °C (87.71 °F) და მინიმუმი 24.09 °C (75.36 °F) დაფიქსირდა. საშუალო ტემპერატურა 25.24 °C (77.43 °F) იყო. პროვინციაში წელიწადის განმავლობაში წვიმიანი დღეების რაოდენობა საშუალოდ 163-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1 729.2 მმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Travel; Southern Leyte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2005. ციტირების თარიღი: 28 July 2016.
  3. Census of Population (2015). "Region VIII (Eastern Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  4. House Bill No. 6408. Congress of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 7 May 2018.
  5. Republic Act No. 2227 - An Act Creating the Province of Southern Leyte (22 May 1959). ციტირების თარიღი: 16 April 2016.
  6. „Landslide tragedy stuns Philippines“. BBC News. 21 December 2003. ციტირების თარიღი: 18 April 2016. ციტატა: „Up to 200 people may have died in landslides triggered by heavy rains in the central Philippines, officials say.“
  7. „200 feared dead in Philippine landslides“. The Guardian. 22 December 2003. ციტირების თარიღი: 18 April 2016. ციტატა: „Rescuers worked with their bare hands and crowbars to dig out victims after the mudslides began on Friday night. Officials fear at least 200 people are dead and many more are homeless.“