აურორა (პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აურორა
Aurora Provincial Capitol in Baler.jpg
დროშა
Vlag Fil Aurora.gif

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Baler[1]
შიდა დაყოფა Baler[1] , Casiguran[1] , Dilasag, Dinalungan, Dingalan, Dipaculao[1] , Maria Aurora[1] და San Luis
კოორდინატები 15°53′00″ ჩ. გ. 121°33′00″ ა. გ. / 15.88333° ჩ. გ. 121.55000° ა. გ. / 15.88333; 121.55000
მმართველი Gerardo A. Noveras
დაარსდა 14 ივნისი 1951[1]
ფართობი 3 147,32 კმ²
მოსახლეობა 214 336 (1 აგვისტო 2015)
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 3200–3207
ISO 3166 კოდი PH-AUR[2]
ოფიციალური საიტი http://www.aurora.gov.ph
Aurora in Philippines.svg

აურორა (ტაგ: Lalawigan ng Aurora; ილოკ: Probinsia ti Aurora) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ფილიპინის ზღვის მახლობლად, ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბალერი. სამხრეთიდან საათის ისრის მიმართულებით პროვინციას ესაზღვრება კესონი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, ნუევა-ვისკაია, კირინო და ისაბელა.

1979 წლამდე აურორა კესონის პროვინციის ნაწილი იყო. პროვინციას სახელი პრეზიდენტ მანუელ კესონის ცოლის, აურორა არაგონის საპატივცემულოდ ეწოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1572 წელს ესპანელი მკვლევარი ხუან დე სალსედო პირველი ეევროპელი გახდა, რომელმა ლუსონის ჩრდილოეთ სანაპიროს გამოკვლევისას აურორას მიწაზე ფეხი დადგა. სალსედო მაშინვე ეწვია კასიგურანს, ბალერსა და ინფანტას.

ესპანური კოლონიური ხანის ადრეულ წლებში აურორა ეკლესიურად ინფანტასთან იყო დაკავშირებული, რომელიც დღეისთვის უფრო სამხრეთით, ჩრდილოეთ კესონის შემადგენლობაშია. პროვინციაში პირველი მისიონერები ფრანცისკანელთა ორდენმა გაგზავნა. 1609 წელს ორდენმა მისიები კასიგურანსა და ბალერში გაგზავნა. პერსონალის ნაკლებობის გამო 1658 წელს რეგიონი ავგუსტინელთა იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა და ფრანცისკანელებს მხოლოდ 1703 წელს დაუბრუნდა. 1719 წელს მისიონერები გაგზავნეს დიპაკულაოში, ხოლო 1753 წელს კასიგურანში.

ელ-პრინსიპეს რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აურორის პროვინციის ადრუელი ისტორია კესონის პროვინციასთან და ნუევა-ეკიხასთანაა დაკავშირებული. აურორა ნუევა-ეკიხას შემადგენლობაში ყოფნისას იმართებოდა როგორც ელ-პრინსიპის რაიონი. 1902 წელს რაიონი ნუევა-ეკიხას გამოეყო და ტაიაბასის პროვინციად (ამჟამინდელი კესონი) გამოცხადდა.[3][4]

დამოუკიდებლობის მოპოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს 648-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე აურორა კესონის ქვეპროვინციად გამოცხადდა.[5] პროვინციამ დამოუკიდებლობა 1978 წლის 21 ნოემბერს მოიპოვა.[3][6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიკასალარინის ყურე ბალერის სანაპიროზე

აურორა სანაპირო პროვინციაა, რომლის ფართობიც 3 147.32 კმ²-ს შეადგენს. პროვინცია ლუსონის ცენტრალურ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აურორის ჩრდილოეთით ჩრდილოეთ სიერა-მადრეს ეროვნული პარკი (ისაბელის პროვინცია) მდებარეობს, დასავლეთით — სიერა-მადრეს ცენტრალური ქედი, რომელიც კასეკნანის დაცულ ლანდშაფტსა და აურორის მემორიალურ ეროვნულ პარკს მოიცავს, სამხრეთით — მდინარე უმირაი, აღმოსავლეთით კი — ფილიპინის ზღვა. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვასა და კასიგურან-საუნდს შორის სან-ილდეფონსოს ნახევარკუნძული მდებარეობს.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია სიერა-მადრეს მთიანეთის ნაწილს მოიცავს, რის გამოც რელიეფი ციცაბო და ძლიერ ციცაბოა. დაბლობებს პროვინციის მხოლოდ 14% უკავია.[3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით აურორის კლიმატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს მიეკუთვნება.[7] მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.[7] სანაპირო პროვინცია წყნარი ოკეანის გავლენას განიცდის და ხშირად ტაიფუნები ატყდება თავს.[3][8]

ადმინისტრაიცული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აურორის პროვინცია პოლიტიკურად 8 მუნიციპალიტეტად იყოფა, რომლებიც ერთ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. 8 მუნიციპალიტეტი 151 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის აღწერით, ყველაზე მეტი მოსახლეობა ბალერში მდებარე სიკლაინის ბარანგაის ჰყავს, ხოლო ყველაზე მცირე — სან-ლუისში მდებარე სიბალოს ბარანგაის.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალერის ეკლესია

2000 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 173 589 ადამიანს უდრიდა. მთლიანი მოსახლეობის 52.85%-ს (91 745 ადამიანი) ტაგალოგები შეადგენდნენ, ხოლო მმოსახლეობის დაახლოებით 1/3-ს, 31.43%-ს (54 557 ადამიანი) — ილოკანოები. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის იყვნენ: კასიგურიანინები — 5.1% (54 557 ადამიანი), ბიკოლანოები — 4.08% (7 079 ადამიანი) კანკანაები — 1.36% (2 355 ადამიანი), ბისაიები — 0.88% (1 529 ადამიანი), დუმაგატები — 0.6% (1 047 ადამიანი) და სებუანოები — 0.48% (832 ადამიანი).[9]

პროვინციის მოსახლეობის ნაწილს ნეგრიტოსები შეადგენენ, რომლებსაც დუმაგატებს უწოდებენ. დუმაგატების დიდი ნაწილი მთებსა და მთისწინეთებში ცხოვრობენ. ისინი ავსტონეზიელებისა და მელანეზიელეის შთამომავლები არიან და თევზაობითა და ნადირობით ირჩენენ თავს. აურორის პროვიცნიაში დუმაგატების სამი: მირაის, კასიგურანის და პალანანის ტომები ცხოვრობენ.

2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 214 336 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელია 68 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აურორის პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია, რაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე ესპანური კოლონიზაციის შედეგია. მოსახლეობის უმცირესობას მეთოდისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები, დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ. პროვინციის უმცირესობას მუსლიმები შეადგენენ, რომლებიც წარსულში მინდანაოდან მიგრირებულთა შთამომავლები არიან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Republic Act No. 648
  2. MusicBrainzMetaBrainz Foundation, 2000.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) "The Provinces; Aurora", Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 28. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 4 December 2015. 
  4. National Historical Commission of the Philippines. „History of Baler“. National Historical Commission of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 14, 2013. ციტირების თარიღი: 2012-03-09. ციტატა: „When military district of El Príncipe was created in 1856, Baler became its capital...On June 12, 1902 a civil government was established, moving the district of El Príncipe away from the administrative jurisdiction of Nueva Ecija...and placing it under the jurisdiction of Tayabas Province.“
  5. Republic Act No. 648 - An Act Creating the Subprovince of Aurora, Which Shall Comprise the Municipalities of Baler, Casiguran, Dipaculao and Maria Aurora, Province of Quezon. ციტირების თარიღი: 8 December 2015.
  6. Batas Pambansa Blg. 7 - An Act Separating the Sub-province of Aurora from the Province of Quezon and Establishing It as an Independent Province. ციტირების თარიღი: 8 December 2015.
  7. 7.0 7.1 Climate: Aurora. ციტირების თარიღი: 8 December 2015.
  8. Iglesias, Iza; Vargas, Anthony; Cueto, Francis Earl A. (17 October 2015). „3 days of heavy rain“. The Manila Times. ციტირების თარიღი: 8 December 2015.
  9. Aurora: Housing Unit Occupancy Rate Almost 100 Percent; Table 4. Household Population by Ethnicity and Sex: Aurora, 2000 (11 June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 March 2012. ციტირების თარიღი: 26 July 2016.