კესონის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კესონი (პროვინცია))
ადმინისტრაციული ერთეული
კესონის პროვინცია
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ლუსენა (ფილიპინები)[1] , Tayabas და უნისანი (კესონი)
შიდა დაყოფა ბურდეოსი, ხენერალ-ნაკარი, ინფანტა (კესონი), ხომალიგი, ლუკბანი, მაუბანი, პაგბილაო, პანუკულანი, პატნანუნგანი, პოლილიო (კესონი), რეალი (კესონი), სამპალოკი (კესონი), Tayabas, კანდელარია (კესონი), დოლორესი (კესონი), ლუსენა (ფილიპინები), სან-ანტონიო (კესონი), სარიაია, ტიაონგი, აგდანგანი, ბუენავისტა (კესონი), კატანაუანი, ხენერალ-ლუნა (კესონი), მაკალელონი, მულანაი, პადრე-ბურგოსი (კესონი), პიტოგო (კესონი), სან-ანდრესი (კესონი), სან-ფრანსისკო (კესონი), სან-ნარსისო (კესონი), უნისანი (კესონი), ალაბატი, ატიმონანი, კალაუაგი, გინაიანგანი, გუმაკა, ლოპესი (კესონი), პერესი (კესონი), პლარიდელი (კესონი), კესონი (კესონი) და ტაგკავაიანი
კოორდინატები 13°56′00″ ჩ. გ. 121°37′00″ ა. გ. / 13.93333° ჩ. გ. 121.61667° ა. გ. / 13.93333; 121.61667
მმართველი Angelina Tan
დაარსდა 1591
ფართობი 8989.39 კმ²
მოსახლეობა 1 950 459 (1 მაისი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 4300–4342
ოფიციალური საიტი http://www.quezon.gov.ph/
კესონის პროვინცია — ფილიპინები
კესონის პროვინცია

კესონის პროვინციაფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კალაბარსონის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ლუსენა. პროვინციას სახელი ეწოდა ფილიპინების მეორე პრეზიდენტის, მანუელ კესონის საპატივცემულოდ. პროვინციულ დედაქალაქში პროვინციული მთავრობის რეზიდენციაა განთავსებული. ლუსენა კესონის პროვინციის მასშტაბით ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, თუმცა პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება და მაღალურბანიზებული ქალაქის სტატუსი აქვს. კესონის პროვინციის შემადგენლობაშია იმავე სახელწოდების მქონე ქალაქიც.

კესონი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან აურორის პროვინცია ესაზღვრება, დასავლეთიდან — ბულაკანი, რისალი, ლაგუნა და ბატანგასი, ხოლო სამხრეთიდან — ჩრდილოეთი კამარინესი და სამხრეთი კამარინესი. კესონის პროვინციის ნაწილი მოიცავს ყელს, რომლითაც ბიკოლის ნახევარკუნძულისგან გამოიყოფა. პროვინციის შემადგენლობაში შედის ფილიპინის ზღვაში მდებარე პოლილოს კუნძულებიც.

პროვინციის მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილია ბანაჰავის მთა. ადგილობრივი ანიმისტების მთა წმინდა ადგილია. წინაკოლონიურ ხანაში, სანამ ესპანელები ამ ადგილებში დადგამდნენ ფეხს, ბანაჰავის მთა ტაგალებს შორისაც წმინდა ადგილად მიიჩნეოდა. ვნების კვირაში მთას უამარავი პილიგრიმი სტუმრობს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კესონის პოლიტიკური რუკა

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კესონი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს და სიდიდით ფილიპინების მე-8 პროვინციაა. პროვინციის ფართობი 8 989.39²-ია.[3] იგი უდიდესი პროვინციაა კალაბარსონის რეგიონში. რეგიონის 53.21% სწორედ კესონის პროვინციას უკავია.[4] პროვინციის 513 618 ჰექტარი მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.[4] პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი სიერა-მადრეს მთიანეთსა და ფილიპინის ზღვას შორისაა მოქცეული. სამხრეთ ნაწილში ტაიაბასის ყელი მდებარეობს, რომელიც კესონის პროვინციას ბიკოლის ნახევარკუნძულისგან, ლუსონის მთავარი ნაწილისგან და ბონდოკის ნახევარკუნძულისგან, რომელიც ტაიაბასის ყურესა და რაგაის ყურეს შორის მდებარეობს, გამოყოფს. პროვინციის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ზღვაზე გასასვლელი აქვს. კესონი გარშემორტყმულია აურორის, ბულაკანის, რისალის, ლაგუნის, ბატანგასის, ჩრდილოეთი და სამხრეთი კამარინესის პროვინციებით. აღმოსავლეტით წყნარი ოკეანე ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით — ტაიაბასის ყურე. პროვინცია ვაკეებით, ხეობებითა და ჭაობებითაა დაფარული.

კესონის მთავარი კუნძულებია ალაბატის კუნძული და პოლილოს კუნძულები.[5] აქტიური ვულკანი, ბანაჰავის მთა 2 169 მეტრის სიმაღლისაა და მაკ-ბანის გეოთერმული სადგურისთვის გეოთერმული ენერგიის წყაროს წარმოადგენს.[6]

პროვინციის სანაპირო ხაზის სიგრძე 1 066. 36 კმ-ია და რამდენიმე ყურეს მოიცავს, მათ შორის: ბურდეოს, ლამონის, კალაუაგის, ლოპესის, რაგაის, პაგბილაოსა და ტაიაბასის ყურეებს.[7] 2003 წლის მონაცემებით, კესონის პროვინციის 231 190 ჰექტარი ტყეებითაა დაფარული.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანაჰავის მთის ხედი ანტიმონან-პაგბილაოს საზღვრიდან

კესონის პროვინციაში რამდენიმე კლიმატური ზონა გამოიყოფა. პროვინციის უმეტეს ნაწილში IV ტიპის კლიმატია გაბატონებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნალექები მთელი წლის მანძილზეა განაწილებული. პოლილო, ინფანტა და კალაუაგის ნაწილები II ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ამ სარტყელში მშრალი სეზონი არ არის გამოკვეთილი, თუმცა წვიმების სეზონი გამოკვეთილია და ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება. დასავლეთის მუნიციპალიტეტების ნაწილი, მათ შორის: ტიაონგი, სან-ანტონიო, დოლორესი და კანდალერია, ისევე როგორც ბონდოკის ნახევარკუნძულის ნაწილები, მულანაი, სან-ფრანსისკო, სან-ნარსისო და სან-ანდრესი III ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კესონის პროვინცია 39 მუნიციპალიტეტსა და ერთ შემადგენელს ქალაქს (ტაიაბასი) მოიცავს. მუნიციპალიტეტები ოთხ საკანონმდებლო რაიონში ერთიანება. პროვინცია 1 209 ბარანგაის მოიცავს. კესონის დედაქალაქი ლუსენა პროვინციის ადმინისტრაციული და ფისკალური ზედამხედველობისგან დამოუკიდებელია, თუმცა დედაქალაქის მოსახლეობა პროვინციული მოხელეების არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს, ამერიკული პერიოდის დროს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ტაიაბასის მოსახლეობა (მარინდუკეს ქვეპროვინციის გამოკლებით) 153 065 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის ნაწილი (2 803 ადამიანი) ველურებად ჩათვალეს, ხოლო 152 262 ადამიანი ცივილიზებულად.[9] ცივილიზებული მოსახლეობიდან 75 774 ადამიანი მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, ხოლო 74 488 ადამიანი მდედრობითი სქესის.[10]

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 1 856 582 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 210 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. თუკი გეოგრაფიული მიზნით პროვინციის შემადგენლობაში ქალაქი ლუსენაც შეჰყავთ, პროვინციის მოსახლეობი რაოდენობა 2 122 830 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 234 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციის მკვიდრ მოსახლეობას ტაგალები შეადგენენ. მოსახლეობა მეტწილად სამხრეთ ნაწილშია კონცენტრირებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინფანტასა და მიმდებარე ქალაქებში მანილიდან, ლაგუნიდან, რისალიდან და ბატანგასიდან მიგრანტები გადასახლდნენ. ილოკოსის რეგიონიდან, კაგაიანის ხეობიდან, ცენტრალური ლუსონიდა და კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონიდან ილოკანოები პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მიგრირდნენ. ბიკოლის რეგიონიდან ბიკოლანოები კესონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კალაუაგსა და ტაგკავაიანში დასახლდნენ.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Act No. 103
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2013. ციტირების თარიღი: 22 November 2013
  4. 4.0 4.1 Provincial Government of Quezon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 2017-02-13
  5. Active Volcanoes (30 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 6 January 2016
  6. Makiling-Banahaw. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 June 2016. ციტირების თარიღი: 26 June 2016
  7. State of Region's ENR en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-05. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  8. Forest Cover within CALABARZON en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  9. United States. Philippine Commission (1905). Census of the Philippine Islands: Taken Under the Direction of the Philippine Commission in the Year 1903 Vol 3. U.S. Government Printing Office, გვ. 16. 
  10. United States. Philippine Commission (1905). Census of the Philippine Islands: Taken Under the Direction of the Philippine Commission in the Year 1903 Vol. 2. U.S. Government Printing Office, გვ. 210. 
  11. Wernstedt, Frederick; Spencer, Joseph (1967). The Philippine Island World: A Physical, Cultural, and Regional Geography. University of California Press, გვ. 425.