ჩრდილოეთი სამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთი სამარი
Northern Samar Provincial Capitol 01.JPG
დროშა გერბი
PH-NSA Flag.png Ph seal northern samar.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Catarman
შიდა დაყოფა Allen, Biri, Bobon, Capul, Catarman, Catubig, Gamay, Laoang, Lapinig, Las Navas, Lavezares, Lope de Vega, Mapanas, Mondragon, Palapag, Pambujan, Rosario, San Antonio, San Isidro, San Jose, San Roque, San Vicente, Silvino Lobos და Victoria
კოორდინატები 12°20′00″ ჩ. გ. 124°40′00″ ა. გ. / 12.33333° ჩ. გ. 124.66667° ა. გ. / 12.33333; 124.66667
მმართველი Edwin Ongchuan
დაარსდა 19 ივნისი 1965
ფართობი 3692.93 კმ²
მოსახლეობა 632 379 (1 აგვისტო 2015)[1]
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 6400–6423
ოფიციალური საიტი https://northernsamar.gov.ph/
300
300

ჩრდილოეთი სამარი (ტაგ: Hilagang Samar) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია კატარმანი. პროვინცია მდებარეობს სამარის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთით მას სამარისა და აღმოსავლეთ სამარის პროვინცია ესაზღვრება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ სამარის ფართობი 3 692.93 კმ²-ია. პროვინცია აღმოსავლეთ ვისაიასის შემადგენლობაში შედის და კუნძულ სამარის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია. პროვინციის ჩრდილოეთით სან-ბერნარდინოს სრუტე მდებარეობს, აღმოსავლეთით — წყნარი ოკეანე, დასავლეთით — სამარის ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით სამარი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — აღმოსავლეთი სამარი. ფართობის მიხედვით იგი ფილიპინების 81 პროვინციას შორის 37-ე ადგილზეა. ჩრდილოეთ სამარის ფართობი ქვეყნის მთლიანი ფართობის 1.2%-ს შეადგენს. პროვინციის მიწების დაახლოებით 52% ტყეებს უკავია, ხოლო 42% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

ჩრდილოეთ საამრის რელიეფი ძირითადად მთიანია, მცირე ნაწილში კი დაბლობებითაა დაფარული. პროვინციის ტერიტორიაზე მდინარეთა ალუვიური ვაკეები და ხეობებიც მდებარეობს. ნიადაგი მდიდარი და ნოყიერია, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას უწყობს ხელს.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ სამარის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთებითაა დაფარული. მდინარეთა ხეობებში ბორცვები ჭარბობს. პროვინციის შიდა ნაწილში მთების სიმაღლე მატულობს. დაბალი ბორცვები პალაპაგის სანაპირო ვაკის, მდინარე გამაის ხეობისა და კატუბიგის ხეობის გასწვრივ მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ სამარის კლიმატი რბილი და ზომიერია. მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად არ არის გამოხატული. ყველაზე წვიმიანი თვეები ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარია, ხოლო ყველაზე მშრალი თვე მაისი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ სამარი სამ მთავარ გეოგრაფიულ სივრცედ იყოფა: ბალიკუატროს ტერიტორია, ცენტრალური ტერიტორია და წყნარი ოკეანის ტერიტორია, რომლის შემადგენლობაში კატუბიგის ხეობაც შედის. პროვინციის 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ჩრდილოეთ სამარის ტერიტორიაზე 569 ბარანგაი მდებარეობს. პროვინცია 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა.[2] თითო რაიონი თითო წარმომადგენელს ირჩევს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში. პირველი რაიონი ბალიკუატროს ტერიტორიასა და ცენტრალური ტერიტორიის ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე რაიონი ცენტრალური სივრცის დარჩენილ ნაწილს, წყნარი ოკეანის ტერიტორიასა და კატუბიგის ხეობას მოიცავს.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით ჩრდილოეთ სამარის მოსახლეობა 632 379 ადამიანს შეადგენს.[4] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 170 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

ჩრდილოეთ სამარის მკვიდრებს ადრე იბაბაონონებს უწოდებდნენ. ისინი ძირითადად ვარაიული ენაზე საუბრობენ. ჩრდილოელების, დასავლელებისა (სამარის პროვინციის მკვიდრები) და აღმოსავლელების (აღმოსავლეთ სამარის მკვიდრები) გასანსხვავებლად 1965 წელს სამარის კუნძული სამ ნაწილად გაიყო. პროვინციის მოსახლეობაში შესაბმჩნევია ბიკოლანოს ეთნიკური ჯგუფებიც, რომლებიც მახლობელი სორსოგონისა და მასბატეს პროვინციებიდან გადმოსახლდნენ. 10 668 ადამიანი აბაკნონის ენაზე საუბრობდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ტაგალური და ინგლისური ენა ესმის.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ვარაის ენაზე საუბრობს. 2 000 წლის აღწერით ვარაიული ენა 460 390 ადამიანის მშობლიური ენა იყო. 14 436 ადამიანი სებუანურ ენაზე საუბრობდა (ძირითადად სან-ანტონიოს მუნიციპალიტეტში, სადაც სებუანური ენა მოსახლეობის მშობლიური ენაა).

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ სამარის გუბერნატორი ედვინ ონგჩუანია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — აგარი ლავინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2015 Census of the Philippines
  2. Province: Northern Samar". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016
  3. "Province: Northern Samar". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  4. Census of Population (2015). "Region VIII (Eastern Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.