სამხრეთი კოტაბატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სამხრეთი კოტაბატო
დროშა გერბი
South Cotabato Flag.png Ph seal south cotabato.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Koronadal
შიდა დაყოფა Polomolok, Tupi, Koronadal, Banga, Lake Sebu, Norala, Santo Niño, Surallah, T'Boli, Tampakan და Tantangan
კოორდინატები 6°10′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. / 6.16667° ჩ. გ. 125.00000° ა. გ. / 6.16667; 125.00000
მმართველი Reynaldo Tamayo Jr.
დაარსდა 18 ივლისი, 1966[1]
ფართობი 3935.95 კმ²
მოსახლეობა 975 476 (1 მაისი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 83
საფოსტო ინდექსი 9500–9513
ოფიციალური საიტი http://www.southcotabato.gov.ph
300
300

სამხრეთი კოტაბატო (ოფიციალურად სამხრეთ კოტაბატოს პროვინცია; ტაგ: Timog Cotabato; სებ: Habagatang Cotabato) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს მინდანაოში, სოკსკსარგენის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია კორონადალი. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სულთან-კუდარათი ესაზღვრება, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — სარანგანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — სამხრეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სარანგანის ყურეა გადაჭიმული.

სარანგანის ყურის სანაპიროზე გენერალ-სანტოსი მდებარეობს, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მისგან დამოუკიდებლად იმართება. წარსულში სამხრეთ კოტაბატოს პროვინციის შემადგენლობაში სარანგანის პროვინციაც შედიოდა, თუმცა 1992 წელს ის დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი სამხრეთ კოტაბატოსა და სარანგანის პროვინციები 1914 წლამდე დავაოს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. მინდანაოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ კოტაბატოს პროვინცია ჩამოყალიბდა. 1930-იან წლებში პროვინციაში უამრავი ადამიანი გადასახლდა, რომლებსაც გენერალუ პაულინო სანტოსი ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლუსონიდან და ვისაიასიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადმოსახლდა.

1960-იან წლებში კოტაბატოს სამხრეთ ნაწილში მოსახლეობის, ვაჭრობისა და ინდუსტრიების ზრდა შეიმჩნეოდა, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა გამოიკვეთა. 1966 წლის 18 ივლისს სამხრეთი კოტაბატო კოტაბატოს გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.[3] ამ დროისთვის პროვინციას 11 მუნიციპალიტეტს: ბანგას, სამხრეთ კოტაბატოს, გენერალ-სანტოსს, გლანს, კიამბას, კორონადალს, მაიტუმს, ნორალას, პოლომოლოკს, სურალაჰს, ტანგანგანსა და ტუპის მოიცავდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტები პროვინციის დაარსებამდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა.

ფერდინანდ მარკოსის დროს რეგიონების შექმნის შემდეგ, 1975 წელს სამხრეთი კოტაბატო XI რეგიონს მიეკუთვნა როგორც სამხრეთი მინდანაო.[4]

1992 წელს სამხრეთ კოტაბატოს სარანგანის პროვინცია გამოეყო. პროვინციის სამხრეთი და სანაპირო ნაწილის შვიდი მუნიციპალიტეტი (მალუნგონი, ალაბელი, მალაპატანი, გლანი, მაასინი, კიამბა და მაიტუმი) ახალი პროვინციის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო სამხრეთ კოტაბტოს შემადგელობაში 11 მუნიციპალიტეტი დარჩა.[5]

2000 წლის 16 აგვისტოს 8803-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ კორონადალის მუნიციპალიტეტი შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა.[6]

2015 წელს კონკურენტუნარიანობის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, სამხრეტი კოტაბატო ქვეყნის მე-4 ყველაზე კონკურენტუნარიან პროვინციად დასახელდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კოტაბატოს პოლიტიკური რუკა

სამხრეთ კოტაბატოს ფართობი 3 935.95 კმ²-ია.[7] ქალაქ გენერალ-სანტოსის ჩათვლით პროვინციის ფართობი 4 428.81 კმ²-ია. პროვინცია ცენტრალური მინდანაოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სულთან-კუდარათი ესაზღვრება, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — სარანგანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — სამხრეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სარანგანის ყურეა გადაჭიმული. პროვინცია ძირითადად დაბლობებითაა დაფარული.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი კოტაბატო მეოთხე ტიპის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ნალექები მთელი წლის მანძილზე მეტ-ნაკლებადაა განაწილებული. წვიმიანი დღეების რაოდენობა 122-დან 180-მდეა. ყველაზე ნალექიანი პერიოდი მაისიდან ოქტომბრამდეა. ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ტენიანობის მაჩვენებელი უმაღლესია და 88%-ს უტოლდება. ტენიანობის ყველაზე მცირე მაჩვენებელი თებერვალსა და აპრილში ფიქსირდება. პროვინციის მასშტაბით დღის მაქსიმალური ტემპერატურა 36-დან 38 °C-მდეა (97-100 °F), ხოლო ღამის ტემპერატურა 23-დან 32 °C-მდეა (73-90 °F). ყველაზე თბილი თვეებია იანვარი და აპრილი, ხოლო ყველაზე ცივი პერიოდი ივლისიდან დეკემბრამდეა. სამხრეთ კოტაბატოს კლიმატი რბილი და ზომიერია. მშრალი და წვიმების სეზონი არ არის გამოხატული. პროვინცია ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდეაბრეობს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კოტაბატო 10 მუნიციპალიტეტსა და 1 ქალაქს მოიცავს. მაღალურბანიზებული ქალაქი გენერალ-სანტოსი ტრადიციულად პროვინციის შემადგენლობაში მოიაზრდება, მაგრამ ადმინისტრაციულად სამხრეთ კოტაბატოსგან დამოუკიდებელია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მონაცემებით სამხრეთ კოტაბატოს პროვინციის მოსახლეობა 915 289 ადამიანს აღწევს.[8] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 230 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. გენერალ-სანტოსის ჩათვლით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 1 509 735 ადამიანს უტოლდება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 341 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე.[9]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია სამხრეთ კოტაბატოში[10]
რელიგია პროცენტი
კათოლიციზმი
  
64.66%
პროტესტანტიზმი
  
22.35%
ისლამი
  
4.31%
ქრისტეს ეკლესია
  
2.32%
სხვა
  
6.36%

სამხრეთ კოტაბატოს მოსახლეობის თითქმის 65% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია.[11] ისლამს პროვინციის მოსახლეობსი 6% მისდევს. პროტესტანტები მოსახლეობის 22%-ს შეადგენენ (ძირითადად ევანგელისტები)[12][13][10]და ძირითადად ურბანულ სივრცეებში ცხოვრობენ. მოსახლეობის 3-4% ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია.[14] მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს ძირითადად ბუდისტები და ანიმისტები შეადგენენ.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამხრეთ კოტაბატოს ამჟამინდელი გუბერნატორი რეინალდო ტამაიო უმცროსია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი —ვისენტე დე ხესუსი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.chanrobles.com/republicacts/republicactno4849.html
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. Republic Act No. 4849 - An Act Creating the Province of South Cotabato. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  4. Presidential Decree No. 742; Restructuring the Regional Organization of Mindanao, Basilan, Sulu and Tawi-Tawi (7 July 1975). ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  5. An Act Creating the Province of Sarangani (16 March 1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 February 2016. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  6. Republic Act No. 8803; An Act Converting the Municipality of Koronadal, South Cotabato Province, Into a Component City to Be Known As the City of Koronadal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 8 January 2016.
  7. "Province: South Cotabato". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  8. Census of Population (2015). "Region XII (Soccsksargen)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  9. Census of Population and Housing (2010). "Region XII (Soccsksargen)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.
  10. 10.0 10.1 Population and People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-07. ციტირების თარიღი: 2020-12-01.
  11. Bueza, Michael. MAP: Catholicism in the Philippines.
  12. Bueza, Michael. MAP: Islam in the Philippines.
  13. Philippine Church National Summary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-26. ციტირების თარიღი: 2020-12-01.
  14. Bueza, Michael. MAP: Iglesia ni Cristo in the Philippines.