შინაარსზე გადასვლა

იფუგაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
იფუგაო
ტაგალ. Ipugaw
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ლაგავე
შიდა დაყოფა აგინალდო, ალფონსო-ლისტა, ასიპულო, ბანაუე, ინგიონი, უნგდუანი, კიანგანი, ლაგავე, ლამუტი, მაიოიაო და ტინოკი
კოორდინატები 16°50′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. / 16.83333° ჩ. გ. 121.16667° ა. გ. / 16.83333; 121.16667
მმართველი Jerry Dalipog
დაარსდა 18 ივნისი, 1966
ფართობი 2628.21 კმ²
მოსახლეობა 207 498 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 74
საფოსტო ინდექსი 3600–3610
ოფიციალური საიტი http://www.ifugao.gov.ph/
იფუგაო — ფილიპინები
იფუგაო

იფუგაო (ტაგალ. Lalawigan ng Ifugao; ილოკ: Probinsia ti Ifugao) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ლაგავე. დასავლეთიდან ბენგეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — მთის პროვინცია, აღმოსავლეთიდან — ისაბელა, ხოლო სამხრეთიდან — ნუევა-ვისკაია.

პროვინციის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფილიპინების კორდილიერის მთიანეთის ბრინჯის ტერასები და ბანაუს ბრინჯის ტერასები. გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტერასები 2 000 წლის წინ ადამიანებმა ცარიელი ხელით გაიყვანეს ბრინჯის მოსაყვანად, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი უფრო გვიანაა გაკეთებული. 1995 წელს ფილიპინების კორდილიერის ბრინჯის ტერასები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.[2] 2008 და 2015 წელს იფუგაოს გალობა და ტუგინგის რიტუალები და თამაშები იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[3][4]

იფუგაოს სახელწოდება წარმოდგება i-pugo-დან, რომელიც ითარგმნება როგორც „ბორცვის ხალხი“.[5] სხვა ვერსიით, პროვინციის სახელწოდება შეიძლება მომდინარეობდეს სიტყვიდან 'pugaw, რაც „კოსმიურ მიწას“ ნიშნავს ან სიტყვიდან ipugaw, რაც „მოკვდავებს“ ნიშნავს.[6] კიდევ ერთი ვერსიით, პროვინციის სახელწოდება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიტყვასთან ipugo, რაც ადგილობრივთა მითოლოგიაში მარცვალს აღნიშნავს, რომელიც მარცვლეულის ღმერთმა მატუნგულანმა ადამიანებს მისცა.[6]

იფუგაოელი ახალგაზრდები ტრადიციულ სამოსში

1908 წლის 18 აგვისტოს ფილიპინების კომიის მიერ 1876-ე აქტის ამოქმედების შემდეგ იფუგაო ნუევა-ვისკაიას გამოეყო[7] და ამბურაიანთან, აპაიაოსთან, ბენგეტთან, ბონტოკთან, კალინგასთან და ლეპანტოსთან ერთად ახლად შექმნილ მთის პროვიცნიას შეუერთდა.[8][9][10][11]

მეორე მსოფლიო ომის ბოლო წელს იფუგაო ომის ცენტრად იქცა, როდესაც გენერალმა ტომოიუკი იამაშიტამ ამერიკელებისა და ფილიპინელების თანამეგობრობის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საკუთარი ჯარები ნაპულავანის მთასთან გაამაგრა. საბოლოოდ 1945 წლის 3 სექტემბერს იამაშიტა ჯონ ჰეის საჰაერო სადგურზე ამერიკელებს დანებდა.[12]

ომის შემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლის 18 ივნისს 4695-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ, როდესაც მთის პროვინცია ოთხ პროვნციად (ბენგეტი, მთის პროვინცია, კალინგა-აპაიაო, იფუგაო) გაიყო, იფუგაო რეგულარულ პროვინციად გამოცხადდა.[5][13] იფუგაო და კალინგა-აპაიაო კაგაიანის ხეობის რეგიონის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა.[8][14] კიანგანის რთული რელიეფის გამო, პროვინციის დედაქალაქი კიანგანიდან ლაგავეში გადაიტანეს.

1987 წლის 15 ივლისს პრეზიდენტმა კორასონ აკინომ 220-ე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი შეიქმნა და იფუგაო ახლად შექმნილი რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[8][15][16]

იფუგაოს პოლიტიკური რუკა

იფუგაოს ფართობი 2 628.21 კმ²-ია. პროვინცია ლუსონზე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფუგაოს დასავლეთიდან ბენგეტი, აღმოსავლეთიდან — ისაბელა, ჩრდილოეთიდან — მთის პროვინცია, ხოლო სამხრეთიდან — ნუევა-ვისკაია ესაზღვრება. პროვინცია ცენტრალური კორდილიერის მთიანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროვინცია მასიური ტყეებით, მდინარეთა ხეობებითა და ბორცვებითაა დაფარული.

იფუგაო 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რომლებიც 1 საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. პროვინცია 175 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოსახლეობა სანტა-მარიის ბარანგაის ჰყავ, ხოლო ყველაზე მცირე — ლეგავეში მდებარე ბანგის ბარანგაის.

იფუგაოში წვიმების სეზონი ივლისიდან იანვრამდე გრძელდება.

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 202 802 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 77 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

2000 წლის მონაცემებით, იფუგაოს ხალხი პროვინციის მოსახლეობსი 67.91%-ს შეადგენდნენ. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს იყვნენ: ილოკანოები — 13.73% (22 171 ადამიანი), კალაგანები — 8.64% (13 946 ადამიანი), აიანგანები — 6.15% (9 935 დამიანი) და კენკანაები — 0.46% (1 037 ადამიანი).

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იფუგაოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 და 2015 წლებში იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იფუგაოს ორი ძეგლი შეიტანა. 1995 წელს იუნესკომ იფუგაოს ერთი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[2]

ბანაუს ბრინჯის ტერასები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს იუნესკომ ბანაუს ბრინჯის ტერასები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბრინჯის ტერასები ადგილობრივმა უძველესმა მოსახლეობამ შექმნა. ვარაუდობენ, რომ ტერასები მინიმალური აღჭრვილობით, მეტწილად ცარიელი ხელებით იქნა გაჭრილი. ბრინჯის ტერასები ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი დაახლოებით 10 360 კმ² ტერიტორიას მოიცავს. ტერასები აღჭურვილია საირიგაციო სისტემით, რომელსაც წყალი მაღლა მდებარე ტროპიკული ტყეებიდან ჩამოაქვს. პროვინციის მოსახლეობა დღემდე იყენებს ამ ტერასებს ბრინჯისა და სხვა კულტურების მოსაყვანად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Rice Terraces of the Philippine Cordilleras. ციტირების თარიღი: 2 January 2015.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-02. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  4. http://www.unesco.org/archives/multimedia/?pg=33&s=films_details&id=1735
  5. 5.0 5.1 Facts & Figures: Ifugao Province. Department of the Interior and Local Government - Cordillera Administrative Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 2 January 2015.
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-15. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  7. National Historical Institute (Philippines) [contributor] (1978) Kasaysayan, Volume 3, Issues 1-4 (Digitized by Google on 26 Sep 2009), National Historical Institute, გვ. 16. ციტირების თარიღი: 2 January 2015. „(Original file from the University of Michigan)“ 
  8. 8.0 8.1 8.2 Lancion Jr., Conrado M.; de Guzman, Rey (cartography) (1995) „The Provinces“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila: Tahanan Books, გვ. 76–77. ISBN 971-630-037-9. 
  9. Worcester, Dean C.; Philippine Commission (1908) Seventh Annual Report of the Secretary of the Interior to the Philippine Commission for the Fiscal Year Ended June 30, 1908 (Digitized by Google on 23 Nov 2005 (Original file from the University of Michigan)), Manila: U.S. Government Printing Office, გვ. 17–19. ციტირების თარიღი: 2 January 2015. „Google Books link 
  10. Ingles, Raul Rafael (2008) 1908 :The Way it Really was : Historical Journal for the UP Centennial, 1908-2008. Diliman, Quezon City: University of the Philippines Press, გვ. 330. ISBN 978-9715425803. ციტირების თარიღი: 2 January 2015. 
  11. Act No. 1876., August 18, 1908 Supreme Court E-Library
  12. Bagamaspad, Anavic; Hamada-Pawid, Zenaida (1985) A People's History of Benguet. Baguio Printing & Publishing Company, Inc., გვ. 297–300. 
  13. Republic Act No. 4695: An Act Creating the Provinces of Benguet, Mountain Province, Ifugao and Kalinga-Apayao. ციტირების თარიღი: 18 September 2014.
  14. Historical Background (15 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-29.
  15. Regional Profile: Cordillera Administrative Region (CAR). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2020.
  16. The Cordillera Administrative Region (CAR). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 September 2014.