მარინდუკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარინდუკე
Marinduque Island.jpg
დროშა გერბი
PH-MAD Flag.png Ph seal marinduque.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Boac
შიდა დაყოფა Boac, Buenavista, Gasan, Mogpog, Santa Cruz და Torrijos
კოორდინატები 13°24′00″ ჩ. გ. 121°58′00″ ა. გ. / 13.40000° ჩ. გ. 121.96667° ა. გ. / 13.40000; 121.96667
მმართველი Presbitero Velasco, Jr.
დაარსდა 1920
ფართობი 952.58 კმ²
მოსახლეობა 234 521 (1 აგვისტო 2015)[1]
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 4900–4905
ISO 3166 კოდი PH-MAD[2]
ოფიციალური საიტი http://www.marinduque.gov.ph/
Marinduque in Philippines.svg

მარინდუკეკუნძული-პროვინცია ფილიპინებში, მიმაროპის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბოაკი. მარინდუკე ჩრდილოეთით ტაიაბასის ყურიდან სამხრეთით სიბუიანის ზღვამდეა გადაჭიმული. დასავლეთით კესონის პროვინციის ბონდოკის ნახევარკუნძული ესაზღვრება, აღმოსავლეთით — კუნძული მინდორო, ჩრდილოეთით — რომბლონის კუნძული-პროვინცია. მარინდუკეს პროვინციულ წყლებში მდებარეობს კუნძული ვერდე, რომელიც საზღვაო ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და დაცული საზღვაო ტერიტორიაა.

2013 წელს ფილიპინების ეროვნული პოლიციისა და ფილიპინების უსაფრთხოების ძალების მონაცემებით, მარინდუკე ფილიპინების მასშტაბით ყველზე მშვიდობისმოყვარე პროვინციად დასახელდა, რაც პროვინციაში კრიმინალური შემთხვევების დაბალი მაჩვენებლით იყო განპირობებული. უკანასკნელი 200 წლის მანძილზე ყოველწლიურად პროვინციაში ფილიპინების მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი, მორიონების ფესტივალი იმართება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, პროვინციის სახელწოდება malingig-ის ან malingud-ის ესპანური ვერსია უნდა იყოს, რაც „მაღლა დგომას“ ან „სპილოს“ აღნიშნავს და სავარაუდოდ, პოტენციურად აქტიურ ვულკანზე, მალინდინგზე უნდა მიუთითებდეს, რომელიც კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.[3] დომინგო ნავარეტე (1676) წერს: „კუნძულს, რომელსაც ადგილობრივები მინოლოს უწოდებენ, ესპანელები მინდოროდ მოიხსენიებენ, შესაბამისად, მალინდიკს, მარინდუკეს ეძახიან“ (ბლეირისა და რობერტსონის თარგმანი).[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სამხრეთი ნაწილი

მარინდუკე გულის ფორმის კუნძულია, რომლის ფართობიც 952.58 კმ²-ია. პროვინცია ჩრდილოეთით ტაიაბაის ყურიდან სამხრეთით სიბუიანის ზღვამდეა გადაჭიმული. ბონდოკის ანხევარკუნძულიდან მომპონგითაა გამოყოფილი. მარინდუკეს დასავლეთით ტაბლასის სრუტე მდებაროებს, რომელიც კუნძულ მინდოროსგან გამოყოფს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა კუნძულებია პოლო, მანივაია და მომპონგი. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტრეს-რეიესი და სპილოს კუნძული მდებაროებს.

მარინდუკეს უმაღლესი წერტილი მალინდისი მთაა (ყოფილი მარლანგის მთა), რომელიც პოტენციურად აქტიური სტრატოვულკანია და ზღვის დონიდან 1 157 მეტრის სიმაღლეზე მდებაროებს. პროვინციაში გამოქვაბულთა არაერთი სისტემაა, მათ შორის: ბათჰალის დიდი მღვიმე, სან-ისიდროს გამოქვაბული მის წყალქვეშა მდინარის კომპლექსათნ ერთად და ტალაოს გამოქვაბული, მღვიმეების 12 სერიასთან ერთად, რომლებიც კუნძულის დასავლეთ ნაწილს გადაჰყურებენ.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინდუკე III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მშრალ და წვიმების სეზონს შორის საზღვრები არ არის გამოხატული და ნალექები მთელი წლის მანძილზეა განაწილებული. წლიური საშუალო ტემპერატურა 27.0 °C-ია (80.6 °F), მაქსიმუმი — 32.9 °C (91.2 °F), ხოლო მინიმუმი — 22.3 °C (72.1 °F). ტენიანობის მაჩვენებლი 78%-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 034 მმ.[5]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინდუკეს პოლიტიკური რუკა

მარინდუკე 6 მუნიციპალიტეტისა და 218 ბარანგაისგან შედგება, რომელიც ორ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება.[6]

ბოაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოაკი პროვინციის დედაქალაქია. მოსახლეობის რაოდენობით იგი მეორე ადგილზეა სანტა-კრუსის შემდეგ და პროვინციის ინდუსტრიული, კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. სამთავრობო და კერძო ოფისების დიდი ნაწილი ბოაკის მუნიციპალიტეტშია განთავსებული. იგი პროვინციის სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ესაზღვრება: ჩრდილოეთით — მოგპოგი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — სანტა-კრუსი, აღმოსავლეთით — ტორიხოსი, სამხრეთით — ბუენავისტა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით გასანი მდებარეობს. ბოაკის სახელწოდება წარმოდგება ტაგალური სიტყვიდან ბიაკი, რაც გაყოფილს ნიშნავს და იმაზე მიანიშნევს, რომ მდინარე ბოაკი ქალაქს ორ: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს.

გასანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასანი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მწვანე მუნიციპალიტეტია. გასანის აღმოსავლეთი ნაწილი სატყეო ნაკრძალითაა დაფარული. მუნიციპალიტეტის სახელი სიტყვიდან გასანგ-გასანგი წარმოდგება, რასაც ადგილობრივები მარჯნებს უწოდებენ.

ბუენავისტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუენავისტა პროვინციის ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია. წარსულში იგი გასანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედიოდა და საბანგი ერქვა. ბუენავისტა „კარგ ხედს“ ნიშნავს. მუნიციპალიტეტს ეს სახელი ტაბლასის სრუტისა და მახლობელი კუნძულების „კარგი ხედის“ გამო ეწოდა.

ტორიხოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ყოფილი სიმბოლო

ტორიხოსის სახელწოდებასთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით, მუნიციპალიტეტს გენერალ ტორიხოსის საპატივცემულოდ ეწოდა სახელი; მეორე ვერსიით, ქალაქის სახელწოდება ტორილოსიდან წარმოდგენა. ადგილობრვიები ასე უწოდებენ მუნიციპალიტეტის ვაკეზე გაშლილ ძროხებს; მესამე ვერსიით, ქალაქის სახელწოდება წარმოდგება torre y hijos-დან, რაც სამრევლოს გუშაგს ნიშნავს. ტორიხოსს ზოგჯერ პროვინციის საზაფხულო დედაქალაქად მოიხსნიებენ და ადგილობრივი მარწვითაა ცნობილი.

სანტა-კრუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტა-კრუსი მარინდუკეს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ბოაკთან ერთად ის პირველი კლასის მუნიციპალიტეტია.

მოგპოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოგპოგის მუნიციპალიტეტი ცნობილია მორიონესისა და კაგის ფესტივალებით. მუნიციპალიტეტს სახელი ეწოდა ტაგალური სიტყვის, mag-aapog-ის შესაბამისად. ასე ქურის დამამზადებლებს უწოდებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტში მრავლად არიან.

რესურსები ინტერტნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.psa.gov.ph/sites/default/files/attachments/hsd/pressrelease/2015%20population%20counts%20Summary_0.xlsx
  2. MusicBrainzMetaBrainz Foundation, 2000.
  3. Lopez, Cecilio; Constantino, Ernesto (1977). Selected writings of Cecilio Lopez in Philippine linguistics. Archives of Philippine Languages and Dialects, University of the Philippines, გვ. 4. 
  4. Blair, Emma (1906). The Philippine Islands, 1493-1898 Vol. 38. Arthur H. Clark Company, გვ. 72. 
  5. Birtle, Andrew J. (April 1997). "The U.S. Army's Pacification of Marinduque, Philippine Islands, April 1900 – April 1901" (at JSTOR). The Journal of Military History (Society for Military History) 61 (2): 255–282. . JSTOR 2953967.
    Jessup, Philip Caryl (1938). Elihu Root. Dodd, Mead, & Co./Reprint Services Corp. ISBN 0-7812-4908-2. http://www.namria.gov.ph
  6. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2013. ციტირების თარიღი: 20 February 2013.