ეროვნული დედაქალაქის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეროვნული დედაქალაქის რეგიონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი მანილა
შიდა დაყოფა კალოოკანი[1] , ლას-პინიასი[2] , მაკატი[2] , მალაბონი[1] , Mandaluyong[3] , მანილა[4] , მარიკინა[3] , მუნტინლუპა[2] , ნავოტასი[1] , პარანიაკე[2] , პასაი[2] , პასიგი[3] , პატეროსი[2] , კესონ-სიტი[3] , სან-ხუანი (მანილა)[3] , ტაგიგი[2] და ვალენსუელა (მანილა)[1]
კოორდინატები 14°35′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. / 14.58333° ჩ. გ. 121.00000° ა. გ. / 14.58333; 121.00000
დაარსდა 7 ნოემბერი, 1975
ფართობი 611.39 კმ²
მოსახლეობა 13 484 462 (1 მაისი, 2020)[5]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 2
ოფიციალური საიტი https://mmda.gov.ph
300
300

მანილის რეგიონული აგლომერაცია (ტაგ: Kalakhang Maynila; ოფიციალურად ეროვნული დედაქალაქის რეგიონი) — სამიდან ერთ-ერთი რეგიონული აგლომერაცია ფილიპინებში. შედგება 16 ქალაქისგან: მანილა, კესონი, კალოოკანი, ლას-პინიასი, მაკატი, მალაბონი, მანდალუიონგი, მარიკინა, მუნტინლუპა, ნავოტასი, პარანიაკე, პასაი, პასიგი, სან-ხუანი, ტაგიგი და ვალენსუელა და 1 დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტის, პატეროსისგან. რეგიონის ფართობი 619.57 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 12 877 253 ადამიანს შეადგენს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონი ფილიპინების რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მე-9 ადგილზეა აზიის რეგიონულ აგლომერაციებს შორის.

რეგიონული ფილიპინების კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამთავრობო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. როგორც გლობალური ქალაქი, ეროვნული დედაქალაქის რეგიონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომერციის, ფინანსების, მედიის, ხელოვნების, მოდის, კვლევის, ტექნოლოგიების, განათლებისა და გასართობ სფეროებზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. რეგიონულ აგლომერაციაში ფილიპინების ყველა საელჩოა განთავსებული და ქვეყანაში საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრიდ ფუნქციას ასრულებს. ფილიპინების მთლიანი შიდა პროდუქტის 37.2% ეროვნული დედაქალაქის რეგიონზე მოდის.[6]

ეროვნული დედაქალაქის რეგიონი დაარსდა 1975 წელს 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტის საფუძველზე და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრის შექმნასა და მოსახლეობის მდგრად განვითარებას.[7] მანილის პროვინცია, რეგიონის წინამორბედი, ერთ-ერთი იყო იმ 8 პროვინციას შორის, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს ფილიპინებში ესპანური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ფილიპინების რევოლუციაში მანილის როლი ფილიპინების დროშაზეცაა ასახული, რომელზეც მზის რვა სხივი აჯანყებული პროვინციების სიმბოლოა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული დედაქალაქის რეგიონი ლუსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. რეგიონი დასავლეთით მდინარე პასიგის ალუვიური მიწებიდან აღმოსავლეთით მარიკინის ხეობამდეა გადაჭიმული. რეგიონი გეოგრაფიულად 4 ზონად იყოფა: სანაპიროს დაბლობი, გვადალუპეს პლატო, მარიკინის ხეობა და ლაგუნის დაბლობი.

სანაპიროს დაბლობი ზონა მანილის ყურის მახლობლად ვაკეებს მოიცავს. ამ ზონაში მანილა, ნავოტასი, მალაბონის ნაწილი და პასაისა და პარანიაკეს დასავლეთი ტერიტორიებია მოქცეული, სადაც მიწები ზღვის დონიდან 0 მეტრიდან 5 მეტრამდეა (მანილის ყურე), მაკატისა და მანდალუიონგის დასავლეთ ნაწილში. სანაპირო დაბლობი ოფშორული თევზჭერისა და სათევზაო გუბურების განვითარებისთვის შესაბამის რესურსს წარმოადგენს. შერეული გამოყენების ურბანული განვითარებისთვის ამ ზონაში მიწების ათვისების არაერთი პროექტი ხორციელდება.

ცენტრალური ანუ გვადალუპეს პლატო ურბანული საქმიანობისთვის ყველაზე ადაპტირებული ტერიტორია არა მხოლოდ მყარი გეოგრაფიული საფუძვლის, არამედ ლუსონის მთელ დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გამოც. ზონა ძირითადად საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავს და ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს: სან-ხუანს, მაკატსა და კესონს, ასევე კალოოკანისა და მანდალუიონგის უმეტეს ნაწილს. ტერიტორია ზღვის დონიდან 20-40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პლატო დასავლეთით თანდათანობით დაბლდება, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით პლატო ზღვის დონიდან 70-100 მეტრამდე მაღლდება. ტერიტორია ვიწროვდება მდინარე პასიგის გასწვრივ.

მარიკინის ხეობა მდინარე მარიკინის გასწვრივ მდებარე ჭალასა და ლაგუნა-დე-ბაის გასვწვრივ დელტას მოიცავს. ხეობა ზღვის დონიდან 2 (ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად) — 30 მეტრის (ჩრდილოეთით მონტალბანისკენ) სიმაღლეზე მდებარეობს. გარშემორტყმულია ცენტრალური პლატოთი და რისალის მთებით. ნაყოფიერი მიწები მარცვლეულის კულტივაციისთვისაა შესაფერისი, ხოლო მდინარე მარიკინის წყალი ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყინება.

ლაგუნის დაბლობი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის, არამედ ინდუსტრიული საქმიანობისთვისაც გამოიყენება.[8]S

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ეროვნული დედაქალაქის რეგიონში ორი კლიმატური ზონა გამოიყოფა. რეგიონის დიდი ნაწილი ტროპიკული სავანის კლიმატის სარტყელშია მოქცეული, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სიერა-მადრეს მახლობლად ტროპიკულ მუსონურ კლიმატურ სარტყელს მიეკუთვნება. ფილიპინების დანარჩენი ნაწილის მსგავსად ეროვნული დედაქალაქის რეგიონიც მთლიანად ტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. ეკვატორთან სიახლოვის გამო მთელი წლის მანძილზე მაღალი ტემპერატურაა და იშვიათად ეცემა 15 °C-ზე ნაკლებად და იშვიათად აღემატება 38 °C-ს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1914 წლის 11 იანვარს დაფიქსირდა — 14.4 °C,[9] ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1915 წლის 7 მაისს — 38.5 °C.[10]

ტენიანობის მაჩვენებელი მთელი წლის მანძილზე მაღალია. მშრალი სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი — წელიწადის დარჩენილ დროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/province.asp?regName=NCR+-+National+Capital+Region&regCode=13&provCode=137500000&provName=NCR,%20THIRD%20DISTRICT%20(Not%20a%20Province)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/province.asp?regName=NCR+-+National+Capital+Region&regCode=13&provCode=137600000&provName=NCR,%20FOURTH%20DISTRICT%20(Not%20a%20Province)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/province.asp?regName=NCR+-+National+Capital+Region&regCode=13&provCode=137400000&provName=NCR,%20SECOND%20DISTRICT%20(Not%20a%20Province)
  4. http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/province.asp?provcode=133900000&regName=NCR%20-%20National%20Capital%20Region
  5. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  6. No, Mareng Winnie, Metro Manila is not the 'paborito'; it is the 'tagasalo'. Interaksyon (January 19, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 8, 2015. ციტირების თარიღი: March 5, 2015
  7. Presidential Decree No. 824 November 7, 1975. Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes. Arellano Law Foundation (November 7, 1975). ციტირების თარიღი: March 27, 2015
  8. Metro Manila and Its 200KM Radius Sphere. Japan International Cooperation Agency (July 2010). ციტირების თარიღი: November 13, 2020
  9. „Temperatures drop further in Baguio, MM“. Philippine Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2014. ციტირების თარიღი: October 12, 2014.
  10. Metro Manila temperature soars to 36.2C. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: October 12, 2014