დასავლეთი ნეგროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დასავლეთი ნეგროსი
Provincial Capitol of Negros Occidental in Bacolod, Philippines.jpg
დროშა გერბი
PH-NEC Flag.png Ph seal negros occidental.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბაკოლოდი
შიდა დაყოფა ბაგო (დასავლეთი ნეგროსი), Binalbagan, კადისი (დასავლეთი ნეგროსი), Calatrava, Candoni, Cauayan, Enrique B. Magalona, ესკალანტე (დასავლეთი ნეგროსი), Himamaylan, Hinigaran, Hinoba-an, Ilog, Isabela, Kabankalan, La Carlota, La Castellana, Manapla, Moises Padilla, Murcia, Pontevedra, Pulupandan, Sagay, San Carlos, San Enrique, Silay, Sipalay, Talisay, Salvador Benedicto, Toboso, Valladolid, Victorias და ბაკოლოდი
კოორდინატები 10°25′00″ ჩ. გ. 123°00′00″ ა. გ. / 10.41667° ჩ. გ. 123.00000° ა. გ. / 10.41667; 123.00000
მმართველი Eugenio Jose Lacson
დაარსდა 1 იანვარი 1890
ფართობი 7 802,54 კმ²
მოსახლეობა 2 497 261 (1 აგვისტო 2015)
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 6100–6132
ISO 3166 კოდი PH-NEC[1]
ოფიციალური საიტი http://www.negros-occ.gov.ph/
Negros Occidental in Philippines.svg

დასავლეთი ნეგროსი (ტაგ: Lalawigan ng Negros Occidental) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს დასავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბაკოლოდი. პროვინცია ნეგროსის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და აღმოსავლეთ ნეგროსს ესაზღვრება, რომელიც კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს. პროვინცია ცნობილია როგორც „ფილიპინების შაქრის ლერწმის ჯამი“, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით წარმოებული შაქრის ლერწმის ნახევარზე მეტი დასავლეთ ნეგროსზე მოდის.

დასავლეთ ნეგროსის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით, პანაისა და გიმარასის სრუტის გადაღმა გიმარასისა და ილოილოს პროვინციები მდებარეობს. პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ჰილიგაინონზე საუბრობს და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. პროვინციის დედაქალაქი ბაკოლოდია, სადაც მთავრობის რეზიდენცია მდეაბრეობს და პროვინციის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობიათ, თუმცა დამოუკიდებლად იმართება, როგორც მაღალურბანიზებული ქალაქი. პროვინციის მოსახლეობა 2 497 261 ადამიანს შეადგენს. [2] დასავლეთ ნეგროსის პროვინცია დასავლეთ ვისაიასის რეგიონში პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით, ვისაიასის მასშტაბით — მეორეზე, ხოლო ფილიპინების მასშტაბით — მერვეზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაქრის ლერწმის უხვი პლანტაციები ბაკოლოდის მახლობლად

თავდაპირველად ნეგროსი ცნობილი იყო როგორც ბუგლასი, რაც ჰილიგაინონზე „ჭრას“ ნიშნავს. 1565 წელს ესპანელების ჩასვლის შემდეგ ადგილობრივთა მუქი შეფერილობის კანის გამო კოლონიზატორებმა კუნძულს „ნეგროსი“ უწოდეს. ორი უძველესი დასახლება ბინალბაგანი და ილოგია, რომლებიც პატარა ქალაქებად 1572 და 1584 წლებში ჩამოყალიბდა. სხვა დასახლებებს მიეკუთვნებოდა ჰინიგარანი, ბაგო, მარაიო, მამალანი და კანდაგიტი.

1743 წელს პროვინციის დედაქალაქად ილოგი გამოცხადდა. შემდეგში დედაქალაქი ჰიმამაილანში გადაიტანეს. 1849 წელს პროვინციის დედაქალაქი ბაკოლოდი გახდა. კუნძული დასავლეთ და აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციებად 1890 წელს გაიყო. ორი პროვინცია მცირე ხნით კვლავ გაერტიანდა და ნეგროსის კანტონალური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქიც 1898 წლის 27 ნოემბერს ბაკოლოდი გახდა. რესპუბლიკა აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა 1901 წელს გაუქმდა და ორივე პროვინცია ფილიპინების შემადგენლობაში დაბრუნდა.

1901 წლიდან 1930-იან წლებამდე დასავლეთი და აღმოსავლეთი ნეგროსი აშშ-ის მთავრობის შემდეგ კი ფილიპინების თანამეგობრობის მთავრობის დაქვემდებარებაში იყო. ფილიპინებიდან შაქარი აშშ-ს ბაზარზე გადიოდა, რის გამოც ნეგროსის ეკონომიკა იზრდებოდა. 1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე ნეგროსში სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობა ძირითადად შაქრის მრეწველობაზე იყო დამოკიდებული.

1986 წლის 3 იანვარს დასავლეთ ნეგროსს ჩრდილოეთი ნეგროსი გამოეყო, თუმცა იმავე წლის 11 ივლისს ეს ცვლილება არაკონსტიტუციურად ცნეს და 11 აგვისტოს გაუქმდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანლაონის მთა, ნეგროსის უმაღლესი წერტილი

დასავლეთი ნეგროსი კუნძულ ნეგროსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც სიდიდით მეოთხეა ფილიპინების კუნძულებს შორის. პროვინციის ფართობი 7802.54 კმ²-ია. ბაკოლოდის ჩათვლით პროვინციის ფართობი 7 965.21 კმ²-ს აღწევს.[3] პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 375 კმ-ზეა გადაჭიმული. ჩრდილოეთიდან ვისაიანის ზღვა ესაზღვრება, დასავლეთიდან — პანაის ყურე, აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინცია და ტანიონის სრუტე, ხოლო სამხრეთიდან — სულუს ზღვა. ნეგროსი ვულკანური წარმოშობისაა და მისი ნაიდაგი იდეალურია სოფლის მეურნეობისთვის.

პროვინციის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები მეტწილად დაბლობებითა და მცირედ დახრილი ფერდობებითაა დაფარული. მთიანი რელიეფი პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილშია, რომელიც აღმოსავლეთ ნეგროსთან ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს. ორი პროვინციის საზღვარზე მდებარეობს კანლაონის ვულკანი, რომელიც 2 465 მეტრის სიმაღლისაა და ვისაიასის უმაღლესი მწვერვალია.

დასავლეთ ნეგროსის პოლიტიკური რუკა

დასავლეთი ნეგროსი 19 მუნიციპალიტეტისა და 13 ქალაქისგან შედგება. პროვინცია 662 ბარანგაის მოიცავს. ფილიპინების პროვინციებს შორის ყველაზე მეტი ჩარტერული ქალაქი დასავლეთ ნეგროსში მდებაროებს. პროვინციის დედაქალაქია ბაკოლოდი, თუმცა ის დასავლეთ ნეგროსისგან დამოუკიდებლად იმართება როგორც მაღალურბანიზებული ქალაქი.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მონაცემებით დასავლეთ ნეგროსის მოსახლეობა 2 497 261 ადამიანს შეადგენს[4]. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 320 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. ბაკოლოდის ჩათვლით პროვინციის მოსახლეობა 3 059 136 ადამიანს უტოლდება, ხოლო სიმჭიდროვის მაჩვენებელი 384 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე.

ნეგროსის მკვიდრებს ნეგრენსებს უწოდებენ (უფრო იშვიათად ნეგროსანონებს). მათი უმრავლესობა ავსტრონეზიული წარმოშობისაა. დასავლეთ ნეგროსის მოსახლეობა ძირითადად ჰილიგაინონზე საუბრობს, რაც ილოილოსთან ლინგვისტურ კავშირზე მიუთითებს. მოსახლეობის 84%-სთვის ის მშობლიური ენაა. მოსახლეობის 16%, ძირითადად ტანიონის სრუტესთან მდეაბრე ქალაქების მკვიდრები სებუანურ ენაზე საუბრობს, რადგანაც ეს ტერიტორიები კუნძულ-პროვინცია სებუსთან ახლოს მდებარეობს. საგაისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჰილიგანონისა და სებუანური ენის ნაზავზე საუბრობენ.მთელ კუნძულზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ფილიპინური და ინგლისური ენა ესმის.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainzMetaBrainz Foundation, 2000.
  2. Census of Population (2015). Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population. PSA. Retrieved 20 June 2016
  3. 3.0 3.1 List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. ციტირების თარიღი: 4 March 2013.
  4. Table 4. Household Population by Ethnicity and Sex: Negros Occidental, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-28. ციტირების თარიღი: 2020-11-29. ციტირების თარიღი: 2017-12-09
  5. Learn Hiligaynon (Ilonggo) Language. ExperienceNegros. ციტირების თარიღი: 23 June 2019.