ჩრდილოეთი სურიგაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩრდილოეთი სურიგაო
Surigao del Norte provincial capitol.JPG
დროშა
Flag of Surigao del Norte.svg

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Surigao City
შიდა დაყოფა Surigao City, Alegria, Bacuag, Burgos, Claver, Dapa, Del Carmen, General Luna, Gigaquit, Mainit, Malimono, Pilar, Placer, San Benito, San Francisco, San Isidro, Sison, Socorro, Tagana-an, Tubod და Santa Monica
კოორდინატები 10°00′00″ ჩ. გ. 126°00′00″ ა. გ. / 10.00000° ჩ. გ. 126.00000° ა. გ. / 10.00000; 126.00000
მმართველი Francisco Matugas
დაარსდა 1960
ფართობი 1972.93 კმ²
მოსახლეობა 534 636 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 86
საფოსტო ინდექსი 8400–8425
ოფიციალური საიტი http://surigaodelnorte.gov.ph
300
300

ჩრდილოეთი სურიგაო (ტაგ: Hilagang Surigao; სებ: Amihanang Surigao) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს მინდანაოზე, კარაგის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია სურიგაო. ჩრდილოეთი სურიგაო შედგება ორი მთავარი კუნძულისგან, სიარგაოსა და ბუკას-გრანდესგან, რომლებიც ფილიპინის ზღვაში მდებარეობს, გარშემო მდებარე პატარა კუნძულებისგან და მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მცირე ტერიტორიისგან. პროვინციის კონტინენტურ ნაწილს ჩრდილოეთი აგუსანი და სამხრეთი სურიგაო ესაზღვრება.

ჩრდილოეთი სურიგაო მინდანაოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ვისაიასისა და ლუსონის კუნძულებისკენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კერას წარმოადგენს. სურიგაოსა და კუნძულ ლეიტეს შორის სურიგაოს სრუტეში უამრავი საწყლოსნო საშუალება მოძრაობს, რომლებსაც ლილოანიდან (სამხრეთი ლეიტე) სურიგაოსკენ მგზავრები გადაჰყავთ და ტვირთი გადააქვთ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკა, რომელზეც სურიგაოს პროვინციაა ნაჩვენები, 1918 წელი

სურიგაოს სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით ლინგვისტებს შორის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, სურიგაოს ფუძეა სიტყვა sulig („ყლორტი“, „გაფურჩქვნა“) და სურიგაო suligao-დან („წყაროს წყალი“) წარმოდგება და მდინარე სურიგაოზე (მანდაიას ენაზე სულიგავი) უნდა მიუთითებდეს, რომელიც მინდანაოს ჩრდილოეთით ჩაედინება.[2] ადრეული ისტორიული წყაროები მდინარეს სულიგაოდ, სურიგაოდა და სურიგანად მოიხსენიებენ.[3]

მეორე ვერსიით პროვინციის სახელწოდება წარმოდგება ვისაიანური სიტყვებიდან surogao ან suyogao (რომელთა ფუძეცაა სიტყვა suyog, „დინება“) რაც „წყლის დინებას“ ნიშნავს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაკოლონიურ ხანაში სურიგაოს რეგიონის სანაპიროები ვისაიანური წარმოშობის სურიგაონების ეთნიკური ჯგუფებით იყო დასახლებული, ხოლო შიდა ნაწილებში ლუმადების ჯგუფები, მანდაიები, მანსაკები, მამანვები და მანობოები ბინადრობდნენ.[5]

1860 წელს ესპანელების მიერ ოკუპაციის შემდეგ მინდანაოში ექვსი სამხედრო რაიონი შეიქმნა. სურიგაო და აგუსანი „აღმოსავლეთი რაიონის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1870 წელს რაიონს სახელი გადაარქვეს და „სურიგაოს რაიონი“ (Distrito de Surigao) უწოდეს. 1901 წელს სურიგაოს რაიონი ჩარტერული პროვინცია გახდა. 1907 წელს, ამერიკული მმართველობის პერიოდში მას აგუსანი გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.[5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ სურიგაოს პოლიტიკური რუკა

ჩრდილოეთი სურიგაო არქიპელაგი პროვინციაა. ის მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით დინაგატის კუნძულები მდებარეობს, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა, სამხრეთით — სამხრეთი აგუსანი და სამხრეთი სურიგაო, ხოლო დასავლეთით — სურიგაოს სრუტე.

პროვინციის ფართობი 1 972.93 კმ²-ია.[6] გარდა მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა, პროვინცია რამდენიმე კუნძულს მოიცავს, რომელთა შორის ყველაზე დიდები სიარგაო და ბუკას-გრანდეა. მინდანაოს ნაწილი ძირითადად მთიანი რელიეფითაა დაფარული.[7]

ჩრდილოეთ სურიგაოს დიდი კუნძულები ძირითადად მთებითაა დაფარული და მინერალური რესურსებით მდიდარია. ნონოკის კუნძულზე ნიკელის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია. არქიპელაგის მცირე კუნძულები ქვიშითა და ხრეშითაა მდიდარი, ასევე რიფებითა და კირქვით. მცირე კუნძულების ნაწილი კლდოვანი წარმონაქმნია, მათ შორის დელ-კარმენიც. კლდოვანი წარმონაქმნები ბუჩქებითა და ქოქოსის ხეებითაა დაფარული.

ქოქოსის ხეები ტუბოდის ბორცვებზე

ჩრდილოეთ სურიგაოსთვის დამახასიათებელი კლიმატის დროს მშრალი სეზონი მკვეთრად არ არის გამოხატული. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში მოდის.[7][8]

პროვინცია 20 მუნიციპალიტეტს და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინციის ტერიტორიაზე 335 ბარანგაი მდებარეობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 485 088 ადამიანს შეადგენს.[9] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 250 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ავსტრონეზიული წარმოშობისაა. ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ესპანური, ჩინური და არაბული წარმოშობის ადამიანები.

მოსახლეობის უმრავლესობა სურიგაონონზე საუბრობს. მცირე ნაწილი ვარაიულ, სებუანურ და ბოჰოლანურ ენებზე საუბრობს. პროვინციის მოსახლეობის დიდ ნაწილსთვის ტაგალური და ინგლისური ენა მეორე ენაა.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონგკოის წყარო, ტუბოდის მუნიციპალიტეტი

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ სურიგაოს ამჟამინდელი გუბერნატორი ფრანსისკო მატუგასია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ედი გოკიანგკე უმცროსია. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ჩრდილოეთ სურიგაოს პირველ რაიონს ფრანსისკო ხოსე მატუგას II, ხოლო მეორე რაიონს ასე ბარბესი წარადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. (1898) La Islas Filipinas. Mindanao, Volume 1. Subinspección de Infantería, გვ. 197. 
  3. რედ. Pio A. De Pazos y Vela-Hidalgo: Jolo, Relato Historico-Militar: Desde Su Descubrimiento Por Los Espanoles en 1578 A Nuestros Dias (1879). Imprenta y Estereotipia de Polo. 
  4. Paredes, Francis Tom; Paredes, Sheila (2017) The Monosyllabic root -ao in Mindanao Languages, 8th Annual In-house Review of the Research Office of Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. Agusan del Sur State College of Agriculture and Technology. 
  5. 5.0 5.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) "The Provinces; Surigao del Sur", Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 156. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 28 April 2016. 
  6. Province: Surigao del Norte". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  7. 7.0 7.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) "The Provinces; Surigao del Norte", Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 154. ISBN 971-630-037-9. ციტირების თარიღი: 29 April 2016. 
  8. Weather forecast for Surigao del Norte, Philippines. StormGeo AS. ციტირების თარიღი: 29 April 2016.[მკვდარი ბმული]
  9. Census of Population (2015). Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population. PSA. Retrieved 20 June 2016.