შინაარსზე გადასვლა

ცენტრალური ლუსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცენტრალური ლუსონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი სან-ფერნანდო
შიდა დაყოფა აურორა, ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი (პროვინცია), სამბალესი, ანხელესი და ოლონგაპო
კოორდინატები 15°28′00″ ჩ. გ. 120°45′00″ ა. გ. / 15.46667° ჩ. გ. 120.75000° ა. გ. / 15.46667; 120.75000
ფართობი 22014.63 კმ²
მოსახლეობა 12 989 074 (1 ივლისი, 2024)[1] [2]
300
300

ცენტრალური ლუსონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი; პანგ: Pegley na Luzon; ტაგ: Gitnang Luzon; ილოკ: Tengnga a Luzon) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. ძირითადად მოიცავს კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ვაკეებზე მდებარე პროვინციებს: აურორა, ბატაანი, ბულაკანი, ნუევა-ესიხა, პამპანგა, ტარლაკი, სამბალესი.[3] რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის უმსხვილესი მწარმოებელია, რის გამოც ხშირად „ფილიპინების ბრინჯის ბეღელს“ უწოდებენ.[4]

რეგიონის სახელწოდება დაკავშირებულია კუნძულ ლუსონზე მის მდებარეობასთან. ტერმინი ამერიკელმა კოლონიზატორებმა ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ შემოიღეს. არსებობს დღევანდელი რეგიონის სახელის გადარქმევის ვერსიებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რეგიონს ლუსონესის რეგიონი შეიძლება ეწოდოს, რაც კუნძულ ლუსონის ძველ სახელწოდებასთანაა (Luções) დაკავშირებული. ლუსონესს თავდაპირველად მთელ ლუსონს უწოდებდნენ, შემდეგ კი კუნძულის ცენტრალურ ნაწილს, ჩრდილოეთით პანგასინანიდან სამხრეთით პამპანგისკენ.[5][6]

ცენტრალური ლუსონის რეგიონი მდებარეობს მანილიდან ჩრდილოეთით. რეგიონს ჩრდილოეთიდან ილოკოსის რეგიონი და კაგაიანის ხეობა ესაზღვრება, სამხრეთით — ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, კალაბარსონი და მანილის ყურის წყლები, დასავლეთით — სამხრეთ ჩინეთის ზღვა, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა.[7] ისტორიულად, კულტურულად და გეოგრაფიულად პანგასინანი რეგიონის ნაწილი იყო, თუმცა 1973 წლის 22 ივნისს, ფერდინანდ მარკოსის გადაწყვეტილებით ილოკოსის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[8]

რეგიონის შემადგენლობაში თოთხმეტი ქალაქი შედის: ბალანგა ბატაანში; მალოლოსი, მეიკაუაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ბულაკანში; კაბანატუანი, გაპანი, მუნიოსი და სან-ხოსე ნუევა-ესიხაში; ანხელესი, მაბალაკატი და სან-ფერნანდო პამპანგაში; ტარლაკი ტარლაკში და ოლონგაპო სამბალესში.

რეგიონი ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჭარბი ბრინჯი ფილიპინების სხვა რეგიონებში გააქვთ.[9]

ცენტრალური ლუსონის რეგიონული ცენტრის ფუნქციას პამპანგის პროვინციული დედაქალაქის სან-ფერნანდო ასრულებს. 2002 წლის მაისში N103 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად აურორის პროვინცია სამხრეთ ტაგალოგის რეგიონიდან ცენტრალური ლუსონის რეგიონის შემადგენლობაში გადავიდა.[10]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცენტრალური ლუსონის პოლიტიკური რუკა

ცენტრალური ლუსონი მოიცავს 7 პროვინციას, 2 მაღალურბანიზებულ ქალაქს, 12 შემადგენელ ქალაქს, 116 მუნიციპალიტეტსა და 3 102 ბარანგაის.[11]

პროვინცია ან მუქ დედაქალაქი მოსახლეობა ფართობი[12] ქალაქები მუნი. ბარ.
კმ2 sq ml /კმ2 /sq ml
აურორა ბალერი 1,9% 214336 3,147.323.38775×1010 0 8 151
ბატაანი ბალანგა 6,8% 760650 1,372.981.47786×1010 1 11 237
ბულაკანი მალოლოსი 29,3% 3292071 2,796.103.00970×1010 3 21 569
ნუევა-ესიხა პალაიანი 19,2% 2151461 5,751.336.19068×1010 5 27 849
პამპანგა სა-ფერნანდო 19,6% 2198110 2,002.202.15515×1010 2 19 505
ტარლაკი ტარლაკი 12,2% 1366027 3,053.603.28687×1010 1 17 511
სამბალესი იბა 5,3% 590848 3,645.833.92434×1010 0 13 230
ანხელესი 3,7% 411634 60.27648,700,000 33
ოლონგაპო 2,1% 233040 185.001.9913×109 17
ჯამი 11,218,177 22,014.63 2.3696350517701×1011 14 116 3,102

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2024 Census of Population (POPCEN) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2025.
  2. 2024 Census of Population (POPCEN) Counts Declared Official by the President — 2025.
  3. Central Luzon, Region III, Philippines. flagspot.net.
  4. Edenhofer, Ottmar; Wallacher, Johannes; Lotze-Campen, Hermann; Reder, Michael; Knopf, Brigitte; Müller, Johannes (June 25, 2012) Climate Change, Justice and Sustainability: Linking Climate and Development Policy (en). Springer Science & Business Media, გვ. 206. ISBN 9789400745407. 
  5. http://opinion.inquirer.net/95645/change-name-will-good-philippines
  6. http://news.abs-cbn.com/news/06/13/17/should-the-philippines-be-renamed-historian-weighs-in
  7. Region III, Central Luzon, Geographical Location. evis.net.ph.
  8. Presidential Decree № 224. ციტირების თარიღი: November 5, 2016.
  9. REGION III (Central Luzon). National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
  10. Executive Order No. 103; Dividing Region IV into Region IV-A and Region IV-B, Transferring the Province of Aurora to Region III and for Other Purposes (May 17, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2016. ციტატა: „SECTION 4. The Province of Aurora is hereby transferred to and shall form part of Region III.“ ციტირების თარიღი: March 29, 2016.
  11. List of Regions. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2008. ციტირების თარიღი: January 9, 2011.
  12. PSGC Interactive; List of Provinces. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: March 29, 2016.