ნუევა-ესიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ადმინისტრაციული ერთეული
ნუევა-ესიხა
დროშა გერბი
Vlag Fil NuevaEcija.gif Nueva Ecija seal.svg

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბალერი (აურორა), სან-ისიდრო (ნუევა-ესიხა)[1] , კაბანატუანი და Palayan
შიდა დაყოფა კაბანატუანი, Gapan, Palayan, San Jose, Muñoz, ალიაგა (ნუევა-ესიხა), ბონგაბონი, კაბიაო, კარანგლანი, კუიაპო, გაბალდონი (ნუევა-ესიხა), ხენერალ-მამერტო-ნატივიდადი, გიმბა, ხენერალ-ტინიო, ხაენი (ნუევა-ესიხა), ლაური (ნუევა-ესიხა), ლიკაბი, ლიანერა (ნუევა-ესიხა), ლუპაო, ნამპიკუანი, პანტაბანგანი, პენიარანდა (ნუევა-ესიხა), რისალი (ნუევა-ესიხა), სან-ანტონიო (ნუევა-ესიხა), სან-ისიდრო (ნუევა-ესიხა), სან-ლეონარდო (ნუევა-ესიხა), სანტა-როსა (ნუევა-ესიხა), სანტო-დომინგო (ნუევა-ესიხა), ტალავერა (ნუევა-ესიხა), ტალუგტუგი, სარაგოსა (ნუევა-ესიხა) და კესონი (ნუევა-ესიხა)
კოორდინატები 15°35′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. / 15.58333° ჩ. გ. 121.00000° ა. გ. / 15.58333; 121.00000
მმართველი აურელიო უმალი
დაარსდა 25 აპრილი, 1801[2]
ფართობი 5751.33 კმ²
მოსახლეობა 2 310 134 (1 მაისი, 2020)[3]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 44
საფოსტო ინდექსი 3100–3133
ნუევა-ესიხა — ფილიპინები
ნუევა-ესიხა

ნუევა-ესიხა (პანგ: Luyag na Nueva Ecija; ფილ: Lalawigan ng Nueva Ecija; ილოკ: Probinsia ti Nueva Ecija) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია პალაიანი. ნუევა-ესიხას ესაზღვრება ბულაკანი, პამპანგა, ტარლაკი, პანგასინანი, ნუევა-ვისკაია და აურორა. ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ბრინჯის მინდვრების გამო პროვინცია ცნობილია როგორც ფილიპინების ბრინჯის ბეღელი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციას სახელი ესპანელმა კოლონიზატორებმა პატარა ესპანური ქალაქის, ესიხას საპატივცემულოდ უწოდეს. ადგილობრივი სახელწოდება, პინაგპანაანი ითარგმნება როგორც „ადგილი, სადაც ისარი ხვდება“, რაც წინაკოლონიურ ხანაში ადგილობრივთა მშვილდოსნობის ხელოვნებაზე მიანიშნებდა, თუმცა პოსტკოლონიურ ხანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციის სახელწოდება შეცვალა, რასაც ადგილობრივთა და სწავლულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, პოსტკოლონიურ ხანაში ადგილობრივმა მთავრობამ რიგ მუნიციპალიტეტებს სახელები მაინც შეუცვალა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუევა-ესიხის პოლიტიკური რუკა

ნუევა-ესიხა ცენტრალური ლუსონის რეგიონის უდიდესი პროვინციაა ფართობის მიხედვით. პროვინციის ფართობი 5 751.133 კმ²-ია.[4] სამხრეთ-დასავლეთით პამპანგის საზღვართან მარშები მდებარეობს. აღმოსავლეთით სიერა-მადრეს მთიანეთისკენ და ჩრდილოეთით კორაბალოსა და ცენტრალური კორდილიერის მთიანეთისკენ რელიეფი თანდათანობით მაღლდება.

ნუევა-ესიხის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნუევა-ვისკაია მდებარეობს, აღმოსვლეთით — აურორა, სამხრეთით — ბულაკანი, სამხრეთ-დასავლეთით — პამპანგა, დასავლეთით — ტარლაკი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — პანგასინანი. პროვინციაში 4 რაიონი გამოიყოფა: პირველი რაიონი (ჩრდილო-დასავლეთი რაიონი) ილოკანური, პანგასინანური და ტაგალური ეთნიკური ჯგუფებითაა დასახლებული; მეორე რაიონი (ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონი) სულ ცოტა 10 ეთნიკური ჯგუფითაა წარმოდგენილი; მესამე რაიონში (ცენტრალური რაიონი) ძირითადად ტაგალები ცხოვრობენ; მეოთხე რაიონი (სამხრეთ-დასავლეთი რაიონი) კაპამპანგანისა და ტაგალური კულტურების მქონე ხალხითაა დასახლებული.

ნუევა-ესიხა 27 მუნიციპალიტეტსა და 5 ქალაქს მოიცავს, რომლებიც 4 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინცია ცენტრალური ლუსონის რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტ ქალაქს მოიცავს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუევა-ესიხა ბრინჯის უდიდესი მწარმოებელია ქვეყნის მასშტაბით

2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 2 151 461 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 370 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.[5]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების კულტურისა და ხელოვნების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ფილიპინების ატლასის მიხედვით ნუევა-ესიხაში 11 ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს: ტაგალები (მთელ პროვინციაში), აბელანები (ცენტრალურ ნაწილში), კაპამპანგანები (სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში), კანკანაები (აღმოსავლეთ ცენტრალურ ნაწილში), ილოკანოები (ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში), ალტები (აღმოსავლეთ ცენტრალურ ნაწილში), აიტა მაგ-ანტსები (ცენტრალურ და ჩრდილოეთ-ცენტრალურ ნაწილში), ბუგკალუტები (კარანგლანში), იბალოები (კარანგლანში), კალანგუები და ისინაები (კარანგლანში).[6]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა (დაახლოებით 82.43%) რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები (5.55%), დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის მიმდევრები (2.5%), ევანგელისტები (1.70%) და მეთოდისტები (1.62%).[7] დარჩენილი ნაწილი (6.2%) უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და მუსლიმები არიან. პროვინციის ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ანიმისტებიც არიან.[8]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯის მინდვრები გიმბაში

პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. ნუევა-ესიხა ფილიპინების მასშტაბით ბრინჯის უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება, რის გამოც ხშირად „ფილიპინების ბრინჯის ბეღელს“ უწოდებენ.[9][10] სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან მოჰყავთ: მანგო, ბანანი, ნიორი და ბოსტნეული. ნიორსა და ხახვს ძირითადად პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, სიერა-მადრეს ძირში მდებარე ბონგაბონის მუნიციპალიტეტისა და ლაურისა და რისალის მოსახლეობა აწარმოებს. ცენტრალური ლუსონის სახელწიფო უნივერსიტეტის კამპუსში მზესუმზირის ფერმაა განთავსებული.

პროვინციის მოსახლეობა შინაური ფრინველების მოშინაურებასაც მისდევს, ძირითადად ლორენსოსა და სან-ისიდროში, სადაც შინაური ფრინველების უდიდესი ფერმები მდებარეობს. თევზის გუბურები მთელ პროვინციაშია გავრცელებული, თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით სან-ანტონიოში, სანტა-როსასა და კუიაპოშია კონცენტრირებული.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამარის ამჟამინდელი გუბერნატორი აურელიო უმალია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ემანუელ უმალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Philippine Star — 2008.
  2. N. Ecija founding date April 25, not Sept. 2 — 2016. — ISSN 0116-0443
  3. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  4. Province: Nueva Ecija". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  5. Census of Population (2015). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  6. Atlas Filipinas | kwf.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-02. ციტირების თარიღი: 2021-01-16.
  7. 2000 Census on Population and Housing/. National Statistics Office. ციტირების თარიღი: 1 September 2019
  8. Tan, Michael L.; Tan, Michael T. (2008) Revisiting Usog, Pasma, Kulam (en). UP Press, გვ. 154. ISBN 9789715425704. 
  9. RICE GRANARY OF THE PHILIPPINES. Ginto ang Inaani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
  10. „Nueva Ecija, Still the Country's Top Palay Producing Province“. National Statistical Coordination Board. June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-27. ციტირების თარიღი: 2021-01-16.