სებუს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სებუ (პროვინცია))
დასახლებული პუნქტი
სებუს პროვინცია
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ალკანტარა (სებუ), ალეგრია (სებუ), ალოგინსანი, არგაო, ასტურიასი (სებუ), ბადიანი (სებუ), ბალამბანი, ბანტაიანი (სებუ), ბარილი, ბოლხოონი, ბორბონი (სებუ), კარმენი (სებუ), კატმონი, კომპოსტელა (სებუ), კონსოლასიონი, კორდოვა (სებუ), დაანბანტაიანი, დალაგეტე, დუმანხუგი, ხინატილანი, ლილოანი (სებუ), მადრიდეხოსი (სებუ), მალაბუიოკი, მედელინი (სებუ), მინგლანილია, მოალბოალი, ოსლობი, პილარი (სებუ), პინამუნგახანი, პორო (სებუ), რონდა (სებუ), სამბოანი, სან-ფერნანდო (სებუ), სან-ფრანსისკო (სებუ), სან-რემიხიო (სებუ), სანტა-ფე (სებუ), სანტანდერი (სებუ), სიბონგა, სოგოდი (სებუ), ტაბოგონი, ტაბუელანი, ტუბურანი (სებუ), ტუდელა (სებუ), ალკოი (სებუ), ბოგო (სებუ), Carcar, Danao, Naga, Talisay და Toledo
კოორდინატები 10°19′00″ ჩ. გ. 123°45′00″ ა. გ. / 10.31667° ჩ. გ. 123.75000° ა. გ. / 10.31667; 123.75000
მმართველი Gwendolyn Garcia
დაარსდა 6 აგვისტო, 1569
ფართობი 4943.72 კმ²
მოსახლეობა 3 325 385 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 32
საფოსტო ინდექსი 6000–6053
ოფიციალური საიტი http://www.cebu.gov.ph/
სებუს პროვინცია — ფილიპინები
სებუს პროვინცია

სებუს პროვინციაფილიპინების პროვინცია, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ვისაიასის (VII რეგიონი) რეგიონში და შედგება მთავარი კუნძულისა და 167 გარშემორტყმული კუნძულისგან. მისი დედაქალაქია სებუ-სითი, რომელსაც ხშირად „სამხრეთის დედოფალ ქალაქს“ უწოდებენ და ფილიპინების უძველესი ქალაქი და პირველი დედაქალაქია. დედაქალაქი პროვინციის მთავრობისგან პოლიტიკურად დამოუკიდებელი ერთეულია.

სებუს აგლომერაცია ან დიდი სებუ დიდი მანილის აგლომერაციის შემდეგ ფილიპინების უდიდესი აგლომერაციაა. აგლომერაციის ცენტრი ქალაქი სებუა, რომელიც ვისაიასის სავაჭრო, კომერციულ, საგანმანათლებლო და სამრეწველო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. სებუ ფილიპინების ყველაზე განვითარებული პროვინციაა და ბოლო პერიოდში მომსახურების, ტურიზმის, ონლაინ ვაჭრობის, ავეჯის დამზადებისა და მძიმე მრეწველობის გლობალურ კერად იქცა. კუნძულ მაკტანზე მდებარე მაკტან-სებუს საერთაშორისო აეროპორტი დატვირთვის მაჩვენებლით ფილიპინების მეორე აეროპორტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება „სებუ“ წარმოდგება სებუანური ენიდან: sibu ან sibo, რაც ვაჭრობას ნიშნავს და sinibuayng hingpit-ის შემოკლებული ვერსია („სავაჭრო ადგილი“). ქალაქს ანტიკურ ეპოქაში სუგბუ ეწოდებოდა და სახელწოდებაც ამ ქალაქის ნავსადგურის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. XIII-XVI საუკუნეებში ვაჭრები ქალაქს სებუს, სიბიუს, ზუბუსა და ზებუსაც უწოდებდნენ.[2] სუგბუ ან სიგბო ძველი სებუანური ენიდან წარმოდგება და „დიდ ცეცხლს“ ნიშნავს.[3][4]

ესპანელთა ჩასვლამდე სებუ სებუს რაჯანატის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც რაჯამუდა ლუმაიამ, ჩოლას დინასტიის ნახევრად მალაიზიელმა, ნახევრად ტამილმა პრინცმა დააარსა. მაჰარაჯამ იგი საექსპედიციო ძალების ბაზის დასაარსებლად გაგზავნა, თუმა იგი აჯანყდა და საკუთარი დამოუკიდებელი რაჯანატი დააფუძნა.[5] 1521 წელს პორტუგალიელი მკვლევრის, ფერნანდო მაგელანის ჩამოსვლის შემდეგ ესპანელთა კოლონიზაციის პერიოდი იწყება.[6][7]

სებუ ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული იყო და II მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის დროს, რომელიც 1942 წლის აპრილში იაპონელი ჯარისკაცების გადასხმით დაიწყო, იაპონელთა ბაზას წარმოადგენდა.ფილიპინების თანამეგობრობის არმიის მესამე, მერვე, 82-ე და 85-ე ქვეითი დივიზიები ხელახლა ჩამოყალიბდა 1942 წლის 3 იანვრიდან 1946 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, რომელთა გენერალური შტაბებ-ბინები და სამხედრო ბანაკები ქალაქ სებუსა და სებუს პროვინციაში იყო განლაგებული. 1942 წლის აპრილში ქალაქ სებუში ანტიიაპონური სამხედრო ოპერაციები დაიწყეს. 1945 წლის სექტემბერამდე პარტიზანულ ბრძოლებში სებუანელმა მებრძოლებმა იაპონიის იმპერიის შეიარაღებული ძალები დაამარცხეს. 1945 წლის მარტში ფილიპინების განთავისუფლების დროს ფილიპინელთა და ამერიკელთა გაერთიანებულმა ძალებმა ხელახლა დაიკავეს კუნძული. მომდევნო წელს კუნძული კოლონიური მმართველობისგან გათავისუფლდა.

2012 წლის თებერვალში კუნძულ სებუსა და მეზობელ კუნძულ ნეგროსზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც უმძლავრესი მიწისძვრა იყო ბოლო 90 წლის მანძილზე. მიწისძვრის შედეგად უამრავი შენობა დაინგრა, თუმცა დანგრეული შენობა-ნაგებობებისა და დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

2013 წლის ოქტომბერში სებუსა და ბოჰოლზე 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი შენობა დაინგრა, მათ შორის, 5 ისტორიული ტაძარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებუ მდებარეობს ნეგროსის აღმოსავლეთით და ლეიტესა და ბოჰოლის დასავლეთით. პროვინცია შედგება სებუს კუნძულისა და 167 გარშემორტყმული პატარა კუნძულისგან, რომელთა შორისაა: მაკტანი, ბანტაიანი, მალაპასკუა, ოლანგო და კამოტესის კუნძულები. მჭიდროდ დასახალებული ქალაქები, როგორიცაა სებუ, ლაპი-ლაპუ და მანდაუე დამოუკიდებელი ქალაქებია და პროვინციის ზედამხედველობის ქვეშ არაა მოქცეული. ისინი პროვინციაში მხოლოდ გეოგრაფიული და სტატისტიკური მიზნითაა მოქცეული.

პროვინციის სახმელეთო ფართობი 4 944 კმ²-ია, ხოლო დამოუკიდებელი ქალაქების ჩათვლით 5 342 — კმ². სებუ ცენტრალური მდებარეობის გამო უჩვეულო ეგზოტიკური ტურისტული დანიშნულების ადგილია, რადგანაც მცენარეების, ცხოველებისა და გეოლოგიური საოცრებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მიწისძვრებისა და ტაიფუნებისგან დაცულია.

კუნძული სებუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული სებუ მსოფლიოში სიდიდით 126-ე კუნძულია. კუნძული გრძელი და ვიწროა. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 196 კმ-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე სიგანეში მაქსიმუმ 32 კმ-ის სიგრძისაა. კუნძულზე ვიწრო სანაპირო ზოლი, კირქვის პლატოები და სანაპირო დაბლობებია.[8]

სებუს უმაღლესი მთები ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ფართო ზონები ქალაქ ბოგოს და პროვინციის ჩრდილოეთში სან რემიჯიოს, მედელინისა და დაანბანტაიანის მუნიციპალიტეტების მახლობლად მდებარეობს.[8]

კუნძულის ფართობი 4 468 კმ²-ია და სიდიდით ფილიპინების მე-9 კუნძულია. კუნძულზე 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგანაც 2.3 მილიონი ადამიანი დიდი სებუს მიდამოებში ბინადრობს.[9]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებუს კლიმატი ტროპიკულია. აქ 2 სეზონი გამოიყოფა: მშრალი და სველი.[10] მშრალი და მზიანი ამინდი მთელი წლის მანძილზეა, მხოლოდ ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ზოგჯერ წვიმიანი დღეებიც ფიქსირდება. წელიწადის მანძილზე სებუში ტაიფუნი ერთხელ ან საერთოდ არ ხდება.

ჩრდილოეთ სებუში უფრო მეტი ნალექი მოდის და ტაიფუნებიც უფრო ხშირია, ვიდრე სამხრეთ სებუში, რასაც კლიმატური სხვაობა განაპირობებს. 2013 წელს ჩრდილოეთ სებუს ტაიფუნი ჰაიანი დაატყდა თავს და 73 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 348 ადამიანი დაშავდა. მართალია, ტაიფუნები ძირითადად სებუს ჩრდილოეთ ნაწილს არტყამს, თუმცა ზოგჯერ ცენტრალური სებუს ურბანული ნაწილის ზარალდება, როგორც ტაიფუნი მაიკის დროს მოხდა 1990 წელს.

სებუში ტემპერატურა მარტიდან მაისამდე 36°C-ს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა 18°C წვიმების სეზონის დროს მთიან ტერიტორიებზე ფიქსირდება. წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 24-34°C-ია და მაისის გარდა, რომელიც ყველაზე ცხელი თვეა, ტემპერატურის მხრივ რყევები არ ახასიათებს. სებუს ტენიანობის მაჩვენებელი 70-80%-ია.[11]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებუს ადმინისტრაციული დაყოფა

სებუს პროვინციაში 3 დამოუკიდებელი ქალაქი (სებუ, ლაპუ-ლაპუ და მანდაუე) მდებარეობს, რომლებიც პროვინციის ზედამხედველობის ქვეშ არ არიან და მის შემადგენლობაში მხოლოდ გეოგრაფიული და სტატისტიკური განზრახვითაა შეტანილი. პროვინციის შემადგენლობაში შედის 6 ქალაქი (ბოგო, კარკარი, დანაო, ნაგა, თალისეი და ტოლედო) და 44 მუნიციპალიტეტი, ჯამში 53 ერთეული.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით სებუს პროვინციის მოსახლეობა 2 938 982 ადამიანს შეადგენს და მოსახლეობის სიმჭიდრვე 590 ადამიანი/კმ²-ზეა. დამოუკიდებელი ქალაქების (სებუ 922 611 ადამიანი, ლაპუ-ლაპუ - 408 112 ადამიანი, მანდაუე - 362 654 ადამიანი)[12] ჩათვლით პროვინციის მოსახლეობსი რაოდენობა 4 632 359 ადამიანია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 870 ადამიანი/კმ²-ზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abellana, Jovito (1952) Aginid, Bayok sa Atong Tawarik (cebuano). 
  • Abella y Casariego, Enrique (1886) Rápida descripcion física, geológica y minera de la Isla de Cebú (es). Madrid: Tello. 
  • Bautista, Julius (2006). „The Rebellion and the Icon: Holy Revolutions in the Philippines“. Asian Journal of Social Science. 34 (2): 291–310. doi:10.1163/156853106777371166.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • (1903) The Philippine Islands, 1493–1803, Historical introduction and additional notes by Edward Gaylord Bourne, Cleveland, Ohio: Arthur H. Clark Company. „Explorations by early navigators, descriptions of the islands and their peoples, their history and records of the catholic missions, as related in contemporaneous books and manuscripts, showing the political, economic, commercial and religious conditions of those islands from their earliest relations with European nations to the beginning of the nineteenth century.“ 
  • Cebu Daily News (2011). „Revamp, BRT setup eyed for Mactan airport“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2013-06-26. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Encyclopædia Britannica. Cebu (2016). ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2016.
  • information.ph. Part 2: The first Spanish expedition of 1521 (2009a). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი, 2009.
  • information.ph. Part 3: The Spanish colonization (2009b). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი, 2009.
  • Macachor, Celestino C. (2011). „Searching for Kali in the Indigenous Chronicles of Jovito Abellana“. Rapid Journal. 10 (2). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Manila Bulletin, Mars W. Mosqueda (4 ოქტომბერი, 2011). „Cebu joins elite ITOP Forum“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი, 2011. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Manila Bulletin, Jonas Reyes (13 იანვარი, 2015). „PH ranks 5th among world's shipbuilders“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი, 2015. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Montebon, Marivir R. (2000) A Tribute to Two Centenarians. Minglanilla, Cebu: ED Villaver Publishing, გვ. 89–90. 
  • Segura, Manuel F. (1992) The Koga papers : stories of WW II. Cebu City: MF Segura Publications. 
  • Smith, Warren Du Pré (1907). Freer, Paul C.; Strong, Richard D.; Merrill, E. D. (eds.). „The geology of the Compostela-Danao coal field“. Philippine Journal of Science. 2A (6): 377 ff.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Tribune of India (3 დეკემბერი, 2014). „Seechewal inaugurates Punjabi school in Philippines“. Jalandhar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • UNEP, Arthur Lyon Dahl. Islands of Philippines: Cebu. Island Directory. United Nations Environment Programme (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2016.
  • de Viana, Augusto V. (2005). „The capture of the Koga Papers and its effect on the plan to retake the Philippines in 1944“ (PDF). Micronesian: Journal of the Humanities and Social Sciences. National Historical Institute in the Philippines. 4 (2).CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Wernstedt, Frederick L. (1957) The role and importance of Philippine interisland shipping and trade. Southeast Asia Program, Dept. of Far Eastern Studies, Cornell University. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Welcome to Cebu – History. www.sinulog.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2008.
  3. Macachor 2011.
  4. Montebon 2000, p. 15.
  5. Montebon 2000, pp. 89–90.
  6. Philippine History – Spanish Colonization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2011.
  7. information.ph 2009a.
  8. 8.0 8.1 Encyclopædia Britannica 2016.
  9. UNEP 1998.
  10. Weather. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2017.
  11. Guide to Cebu – Weather in Cebu. www.guidetocebu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-26. ციტირების თარიღი: 2020-11-02.
  12. Press release.