დასავლეთი მინდორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთი მინდორო


დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი მამბუაო
შიდა დაყოფა აბრა-დე-ლიოგი[1] , კალინტაანი[2] , ლოოკი (დასავლეთი მინდორო)[2] , ლუბანგი[2] , მაგსაისაი (დასავლეთი მინდორო)[2] , მამბუაო[2] , პალუანი[2] , რისალი (დასავლეთი მინდორო)[2] , საბლაიანი[2] , სან-ხოსე (დასავლეთი მინდორო)[2] და სანტა-კრუსი (დასავლეთი მინდორო)[2]
კოორდინატები 13°00′00″ ჩ. გ. 120°55′00″ ა. გ. / 13.00000° ჩ. გ. 120.91667° ა. გ. / 13.00000; 120.91667
მმართველი Eduardo Gadiano
დაარსდა 1950
ფართობი 5865.71 კმ²
მოსახლეობა 525 354 (1 მაისი, 2020)[3]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 43
საფოსტო ინდექსი 5100–5111
ოფიციალური საიტი https://occidentalmindoro.gov.ph
300
300

დასავლეთი მინდორო (ტაგ: Kanlurang Mindoro; ილოკ: Laud nga Mindoro; ესპ. Mindoro Occidental) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს მიმაროპის რეგიონში. პროვინციას კუნძულ მინდოროს დასავლეთი ნახევარი უკავია. პროვინციის დედაქალაქია მამბურაო, თუმცა უდიდესი მუნიციპალიტეტი სან-ხოსეა. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 487 414 ადამიანს შეადგენს.

პროვინციის აღმოსვლეთით აღმოსავლეთი მინდორო, ხოლო სამხრეთით მინდოროს სრუტე მდებარეობს. პროვინციის დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კუნძული პალავანი მდებარეობს. ჩრდილოეთით მდებარე ბატანგასი დასავლეთ მინდოროსგან კუნძულ ვერდის გასასვლელითაა გამოყოფილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოს რიფი

კუნძული მინდორო ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც მა-ი. წარსულში კუნძულს მაიტი ერქვა და ჩინელი ვაჭრებისთვის კარგად ცნობილი ადგილი იყო. კუნძული ძველ ჩინურ ქრონიკებშიცაა მოხსენიებული, რომელიც ახ.წ.-ით 775 წლით თარიღდება. წინაფილიპინურ ხანაში კუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი მთავარი ნავსადგური იყო. ადგილობრივებთან ჩინელები, არაბები და ინდოელები ვაჭრობდნენ. 1570 წელს ესპანელებმა კუნძულის გამოკვლევა დაიწყეს და როდესაც ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს, მას მინა-დე-ორო („ოქროს მაღარო“) უწოდეს (თუმცა ოქრო არასდროს არმოუჩენიათ).

კუნძულის მკვიდრებს ესპანელები მანგიანებს უწოდებდნენ. ანთროპოლოგებიც ცნობით, მანგიანები მეომარი ტომები არ ყოფილან. ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ტომები არიან. მანგიანებს მარცვლეული მოჰყავთ და ველურ ცხოველებზე ნადირობენ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ მინდოროს ფართობი 5 865.71 კმ²-ია. პროვინცია კუნძულ მინდოროს დასავლეთ ნაწილს იკავებს და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულებსაც მოიცავს. დასავლეთ მინდოროს რელიეფი მთებით, მდინარეებით, ბორცვებით, ხეობებით, ფართო ვაკეებითა და მტკნარი წყლის პატარა ტბებითაა დაფარული. ყველაზე მაღალი მთები აღმოსავლეთ მინდოროსთან საზღვარზე მდებარეობს. მთიანეთი ორ ცენტრალურ მწვერვალს მოიცავს: ჩრდილოეთით — ჰალკონის მთას, ხოლო სამხრეთით — ბაკოს მთას. მთიანეთი მოიცავს მთას, რომელსაც „bundok ng susong dalaga“, „ქალწულის მკერდის მთა“ ეწოდება.[4]

პროვინციის ჩრდილოეთი ნაწილი უფრო მცირე ვაკეებს მოიცავს, ხოლო სამხრეთ ნაწილში უფრო ფართო დაბლობებია. ვაკეების უდიდესი ნაწილი კულტივირებულია, ხოლო მცირე ნაწილი ხელუხლებელ ტყეებს უკავია. პროვინციის მასშტაბით რამდენიმე სადრენაჟო და მდინარეთა სისტემაა. დიდი ნაწილი დასავლეთით მიედინება: მდინარე მამბურაო, მომპონგი, ბიგა, ლუმინტაო, ბუსუანგა და კაგურაი. პროვინციის სანაპიროსთან მდებარეობს ფილიპინებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მარჯნის რიფი აპოს რიფი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ მინდოროს პოლიტიკური რუკა

დასავლეთი მინდორო 11 მუნიციპალიტეტსა და 2 საკანონმდებლო რაიონს მოიცავს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ მინდოროში ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი ნოემბერიდან-აპრილამდე გრძედება. მარტი და აპრილი წელიწადის ყველაზე მშრალი თვეებია. წვიმების სეზონი მაისიდან ნოემბრამდე გრძელდება. აგვისტო და სექტემბერი ყველაზე ნალექიანი თვეებია. საშუალო ტემპერატურა მაღლობებზე 26 °C-ია (79 °F), ხოლო დაბლობებში 32 °C (90 °F).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით, დასავლეთ მინდოროს მოსახლეობა 487 414 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 1 კვ/კმ-ზე 83 ადამიანს უდრის.

პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ტაგალურ და მანგიანურ ენებზე საუბრობს. სხვა პროვინციებიდან მიგრირებული მოსახლეობის ნაწილი ილოკანურ, ვისაიანურ და ბიკოლანოს ენებზე საუბრობს. პროვინცია „სადნობ ქვაბს“ წარმოადგენს და მეტწილად იმიგრანტებითაა დასახლებული. დასავლეთ მინდოროს აბორიგენები მანგიანები არიან, რომლებიც 7 ტომს აერთიანებს. ისინი ძირითადად მთისწინეთებსა და პროვინციის შიდა ნაწილში ცხოვრობენ. მანგიანები კუნძულზე პრეისტორიული ხანიდან ცხოვრობენ და ერთ-ერთი ვერსიით, მინდოროში ინდონეზიიდან გადასახლდნენ.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს და გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021] წლისთვის პროვინციის გუბერნატორი ედუარდო გადიანოა, ხოლო ვიცე-გუბერნატორი ― პეტერ ხ. ალფარო. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციას ხოსეფინე სატო წარადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]