ისაბელას პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ისაბელა (პროვინცია))
ადმინისტრაციული ერთეული
ისაბელას პროვინცია
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ილაგანი
შიდა დაყოფა კაუაიანი (ისაბელა), ილაგანი, სანტიაგო (ისაბელა), ალისია (ისაბელა), ანგადანანი, აურორა (ისაბელა), ბენიტო-სოლივენი, ბურგოსი (ისაბელა), კაბაგანი, კაბატუანი (ისაბელა), კორდონი (ისაბელა), დელფინ-ალბანო, დინაპიგე, დივილაკანი, ეჩაგე, გამუ, ხონესი (ისაბელა), ლუნა (ისაბელა), მაკონაკონი, მალიგი, ნაგილიანი (ისაბელა), პალანანი, კესონი (ისაბელა), კირინო (ისაბელა), რამონი (ისაბელა), რეინა-მერსედესი (ისაბელა), Roxas, სან-აგუსტინი (ისაბელა), სან-გილიერმო (ისაბელა), სან-ისიდრო (ისაბელა), სან-მანუელი (ისაბელა), სან-მარიანო (ისაბელა), სან-მატეო (ისაბელა), სან-პაბლო (ისაბელა), სანტა-მარია (ისაბელა), სანტო-ტომასი (ისაბელა) და ტუმაუინი
კოორდინატები 17°00′00″ ჩ. გ. 122°00′00″ ა. გ. / 17.00000° ჩ. გ. 122.00000° ა. გ. / 17.00000; 122.00000
მმართველი Rodolfo T. Albano III
დაარსდა 1856
ფართობი 12414.93 კმ²
მოსახლეობა 1 697 050 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 78
საფოსტო ინდექსი 3300–3336
ოფიციალური საიტი http://provinceofisabela.ph
ისაბელას პროვინცია — ფილიპინები
ისაბელას პროვინცია

ისაბელას პროვინცია (ილოკ: Probinsia ti Isabela; იბა: Provinsia na Isabela; ტაგ: Lalawigan ng Isabela) — მეორე უდიდესი პროვინცია ფილიპინებში, კაგაიანის ხეობაში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ილაგანი. პროვინციის ჩრდილოეთით კაგაიანი, ჩრდილო-დასავლეთით — კალინგა, ცენტრალურ-დასავლეთით — მთის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით — იფუგაო და ნუევა-ვისკაია, სამხრეთით — კირინო და აურორა, აღმოსავლეთით კი — ფილიპინის ზღვა მდებარეობს.

პროვინციის ეკონომიკაში წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. ლუსონის დაბლობი და ვაკეე რელიეფის გამო პროვინციაში ძირითადად ბრინჯი და სიმინდი მოჰყავთ. 2012 წელს პროვინცია ქვეყნის მოწინავე პროვინციებს შორის იყო სიმინდის წარმოების მაჩვენებლით (1 209 524 ტონა).[2]

2020 წელს ისაბელა ფილიპინების პროვინციებს შორის მე-10 ყველაზე მდიდარ პროვინციად დასახელდა.[3] პროვინციის სავაჭრო ცენტრებია: ილაგანი, კაუაიანი, სანტიაგო და როხასის მუნიციპალიტეტი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციას სახელი ეწოდა ესპანეთის დედოფალი რეგენტის, ისაბელ II-ის საპატივცემულოდ. შემდეგში პროვინციის სახელწოდების შეცვლის იდეა წამოაყენეს, რათა მისთვის ქვეყნის ადგილობრივი ფესვების აღმნიშვნელი სახელი ეწოდებინათ, თუმა პროვინციის მოსახლეობამ სახელწოდების ცვლილების გეგმა უარყო.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიერა-მადრეს ხედი კაბაგანიდან

ისაბელის ფართობი 12 414.93 კმ²-ია, რაც მთელი რეგიონსი 40%-ს შეადგენს. ფართობის მიხედვით ისაბელის პროვინცია პირველ ადგილზეა ლუსონის პროვინციებს შორის, ხოლო მეორე ადგილზეა ფილიპინების მასშტაბით. პროვინციას კაგაიანის ხეობის ცენტრალური ნაწილი უკავია. ჩრდილოეთიდან კაგაიანი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთიდან — კალინგა, ცენტრალურ-დასავლეთიდან — მთის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით — იფუგაო და ნუევა-ვისკაია, სამხრეთით კი — კირინო და აურორა. პროვინციის აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს, რის გამოც პროვინციაში ხშირია ტაიფუნები.

პროვინცია სამ ფიზიოგრაფიულ ტერიტორიად იყოფა. აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც სიერა-მადრეს მთებთანაა გადაჭიმული და ტყეებითა და დანაწევრებული რელიეფითაა დაფარული. ჰინტერლანდები ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ტერიტორიის ნაწილი დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული. აღმოსავლეთი ნაწილი დაბლობის წვიმიანი ტყეებით გამოირჩევა, სადაც ფლორისა და ფაუნის არაერთი ენდემური სახეობა ბინადრობს და ხარობს. ბიოლოგიური მრავალფეროვნების დასაცავად ჩრდილოეთ სიერა-მადრეს ეროვნული პარკია შექმნილი. კაგაიანის ხეობის ტყეებით დაფარული 900 000 ჰექტარი მიწიდან 600 000 ისაბელის პროვინციაში მდებარეობს.[4][5]

პროვინციის უმაღლესი წერტილი კაგაიანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. დოს-კერნოსის მწვერვალი სან-პაბლოში, მაკონაკონის საზღვის მახლობლად ზღვის დონიდან 1 785 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მეორე მნიშვნელოვანი მწვერვალია კრესტის მთა, რომელიც ჩრდილოეთ სიერა-მადრეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1 672 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[6]

დასავლეთი ტერიტორია ცენტრალური კორდილიერის ნაყოფიერ ხეობას მოიცავს. მას მდინარეები: კაგაიანი, სიფუ და მაგატი კვეთს.

ადმინისტრაიცული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელის პროვინციული კაპიტოლიუმი

ისაბელა პოლიტიკურად 34 მუნიციპალიტეტად, 2 შემადგენელ ქაალქად და 1 დამოუკიდებელ შემადგენელ ქალაქად იყოფა. პროვინცია ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ექვსი საკანონმდებლო რაიონითაა წარმოდგენილი.[7]

პროვინციაში 10 პირველი კლასის მუნიციპალიტეტი, 2 მეორე კლასის ქალაქი და 1 პირველი კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი მდებარეობს. ილაგანი, რომელმაც ქალაქის სტატუსი 1998 წელს ვერ მოიპოვა, 13 წლის შემდეგ პირველი კლასის ქალაქად გამოცხადდა და ფართობის მიხედვით ახლა ლუსონის პირველი და ქვეყნის მეოთხე უდიდესი ქალაქია დავაოს, პუერტო-პრინსესასა და ზამბოანგის შემდეგ.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის 34 მუნიციპალიტეტი და 3 ქალაქი 1 055 ბარანგაის მოიცავს. 2020 წლის აღწერით, ყველაზე მეტი მოსახლეობა სანტიაგოში მდებარე რისალის ბარანგაის ჰყავს, ხოლო ყველაზე მცირე კაუაიანში მდებარე კატალინის ბარანგაის. თუკი ქალაქებს გამოვაკლებთ, მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე რამონში მდებარე ბუგალონის ბარანგაია (პობლასიონი), ხოლო ბოლო ადგილზე სანტო-ტომასში მდებარე უაუანგ-ტულიაოს ბარანგაი.

მმართვლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისაბელა პროვინციად ამერიკული რეჟიმის დროს, 1901 წელს გამოცხადდა. მისი პირველი პროვინციული გუბერნატორი რაფაელ მარამაგი იყო, ყოფილი მუნიციპალური პრეზიდენტი და დედაქალაქ ილაგანის პირველი მუნიციპალური პრეზიდენტი.

2018 წლის 27 სექტემბერს 11080-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ ისაბელის 4 საკანონმდებლო რაიონი 6 საკანონმდებლო რაიონად გარდაიქმნა. რაიონებმა თავიანთ წარმომადგენლები 2019 წელს აირჩიეს.[8][9] პირველ რაიონში კაბაგანი, დელფინ-ალბანო, დავილაკანი, მაკონაკონი, პალანანი, სან-პაბლო, სანტა-მარია, სანტო-ტომასი და ტუმაუინი ერთიანდება. მეორე რაიონში: ილაგანი, ბენიტო-სოლივენი, ნაგუილიანი და სან-მარიანო. მესამე რაიონში: აურორა, ბურგოსი, გამუ, მალიგი, კესონი, როხასი და სან-მანუელი; მეოთხე რაიონში: კაუაიანი, ანგადანანი, კაბატუანი, ლუნა და რეინა-მერსედესი; მეხუთე რაიონი: ალისია, დინაპიგე, ეჩაგე, ჯონესი, სან-აგუსტინი, სან-გილიერმო და სან-ისიდრო; მეექვსე რაიონში კი სანტიაგო, კორდონი, რამონი და სან-მატეოა გაერთიანებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Isabela, top producer of corn. Bureau of Agricultural Statistics. Department of Agriculture (Philippines). ციტირების თარიღი: 27 February 2013.[მკვდარი ბმული]
  3. Isabela,10th richest province in the Philippines in 2011. Inquirer PH. Inquirer. ციტირების თარიღი: 19 October 2014.
  4. gmanews.tv/story, Isabela gov sees big job ahead vs illegal logging
  5. iWitness: Si GOB at ang mga BUGADOR, 08/25/2008
  6. "Mount Cresta, Divilacan, Cagayan Valley, Philippines". Google Maps. Retrieved on 2014-09-28.
  7. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2013. ციტირების თარიღი: 8 January 2014.
  8. Republic Act No. 11080 - An act reapportioning the second largest province of the Philippines into six legislative districts. Inquirer PH. Inquirer.Net. ციტირების თარიღი: 29 September 2018.
  9. Republic Act No. 11080. Inquirer PH. Inquirer.Net. ციტირების თარიღი: 29 September 2018.