კატანდუანესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კატანდუანესი
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ბაგამანოკი, ბარასი (კატანდუანესი), ბატო (კატანდუანესი), კარამორანი, ხიგმოტო, პანდანი (კატანდუანესი), პანგანიბანი (კატანდუანესი), სან-ანდრესი (კატანდუანესი), სან-მიგელი (კატანდუანესი), ვიგა (კატანდუანესი) და ვირაკი (კატანდუანესი)
კოორდინატები 13°50′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. / 13.83333° ჩ. გ. 124.25000° ა. გ. / 13.83333; 124.25000
მმართველი Joseph Cua
დაარსდა 26 სექტემბერი, 1945
ფართობი 1492.16 კმ²
მოსახლეობა 271 879 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 52
ოფიციალური საიტი http://catanduanes.gov.ph/
კატანდუანესი — ფილიპინები
კატანდუანესი

კატანდუანესიფილიპინების კუნძული პროვინცია, რომელიც მდებარეობს ლუსონის ბიკოლის რეგიონში. იგი არის ფილიპინების მე-12 კუნძული ფართობის მიხედვით. პკატანდუანესის დედაქალაქია ვირაკი. 2015 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 260 964 ადამიანს შეადგენს.

პროვინცია შედგება კატანდუანესის კუნძულის (მას ასევე ვირაკის კუნძულსაც ეძახიან), პანაის კუნძული, ლეტეს კუნძულის, პალუმბანესის კუნძულთა ჯგუფისა (პორონგპონგი, ტიგნობი და კალაბაჯიო) და ირგვლივ არსებული პატარ-პატარა კუნძულებისგან. პროვინცია ცნობილია მოლუსკების განამარხებული არქეოლოგიური ძეგლებით, რომელიც ფილიპინების ისტორიაში სიძველით მეორეა ამონიტების არქეოლოგიურ ძეგლებს შორის. აღმოჩენილი ამონიტების ზოგიერთი სახეობის ნახვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის გარდა არსადაა შესაძლებელი. მდიდარი გეოლოგიური ისტორიისა და პროვინციის მნიშვნელობის გამო მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კატანდუანესს დიდი შანსები აქვს იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიაში მოსახვედრად.[2]

კატანდუანესი 1900-იან წლებში ამბოს კამარინესის პროვინციის , ხოლო შემდეგ ალბაის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. კატანდუანესმა ალბაისგან პროვინციული ავტონომია კონგრესმენ ფრანცისკო პერფექტოს მიერ House Bill No. 301-ის შევსების შემდეგ მოიპოვა. ბილი 1945 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცეს და იმავე წლის 24 ოქტომბერს მას ხელი პრეზიდენტმა სერხიო ოსმენიამაც მოაწერა. 1947 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ალფონსო ვ. უსერო პირველი არჩეული გუბერნატორი გახდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატანდუანესის პირველი სახელწოდება Isla de Cobos იყო, რაც ესპანელი კონკისტადორების მიერ დარქმეულის ახელი იყო. ესპანელებმა სახელი 1573 წლისთვის შეარქვეს იქ მცხოვრები ტომების ქოხების მიხედვით, რასაც cobos-ს უწოდებდნენ. კატანდუანესი ესპანიზირებული ფორმაა და მომდინარეობს სიტყვა tandu-დან და samdong-დან. პირველი ადგილობრივი ხოჭოს სახელწოდებაა, ხოლო მეორე კუნძულზე უხვად არსებული ხის სახელია. სიტყვების კატანდუანი ან კასამდონგანი შესაბამისად აღნიშნავს ადგილს, სადაც უხვად არიან ხოჭოები (Tandu) და ადგილს, სადაც უხვად ყვავის სამდონგის ხე (Samdong).[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პურანანის პლაჟი

ესპანელებამდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელებამდე პანაის კუნძულებზე ბორნეოელი დატუები ცხოვრობდნენ. მათი შთამომავლები შემდეგში მთელი არქიპელაგის მასშტაბით გადაადგილდნენ და კატანდუანესის პირველი მაცხოვრებლები გახდნენ. კუნძული მინდანაოს კუნძულიდან წამოსული მოროელების რეიდებს ვერ გადაუჩა, რის გამოც უამრავი ჩანაწერი განადგურდა და დაიკარგა.

ესპანური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1573 წელს მეკობრეებზე სანადიროდ და ადგილობრივთა დასაპყრობად კატანდუანესში ხუან დე სალსედო ჩავიდა. სამი წლის შემდეგ აკაპულკოდან წამოსული გალეონების ექსპედიცია კუნძულის მახლობლად ჩაიძირა. გადარჩენილები დახოცეს ან მოსამსახურეებად აიყვანეს. ბატოში მდებარე ბატალაის ეკლესია, რომელიც დედაქალაქ ვირაკიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ამ ისტორიულ მოვლენას აღნიშნავს.

ევანგელიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ევანგელიზაცია 20 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც დამპყრობლებმა ბიკოლის რეგიონი დაიმორჩილეს და ესპანელი ჯარისკაცები უკან ფრანცისკანელ მისიონერებთან ერთად დაბრუნდნენ. ჯვრებით შეიარაღებულმა მისიონერებმა, რომელთაც ხმლებით შეიარაღებული კონკისტადორები უმაგრებდნენ ზურგს, სამხრეთ ტომების მოქცევის შემდეგ მოსახლეობის ევანგელისტურ რწმენაზე მოქცევა დიდი წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს.

1600-1857 წლებში კოლონიზატორებმა ადგილობრივი მმართველების ხელშეწყობით სამრევლოები დააარსეს: კარამორანი (1601), პანდანი (1650), ვიგა (1661), პანგანიბანი (1663), ვირაკი (1775), ბატო (1830) და სან ანდრესი (1853).

დამოუკიდებლობის დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი თვის შემდეგ კატანდუანესი ალბაის პროვინციისგან დამოუკიდებელ პროვინციად გამოცხადდა. 1945 წლის 26 სექტემბერს მისი დამოუკიდებლობა კონგრესმა ცნო, ხოლო იმავე წლის 24 ოქტომბერს დოკუმენტს პრეზიდეტნმა სერხიო ოსმენიამაც მოაწერა ხელი და ძალაშიო 26 ოქტომბერს შევიდა.[4] კატანდუანესი ბიკოლის რეგიონის მეექვსე პროვინცია გახდა. 1947 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პირველ გუბერნატორად ალფონსო ვ. უსერო აირჩიეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატანდუანესის ადმინისტრაციული დაყოფა

კატანდუანესი მდებარეობს ლუსონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში: ჩრდილოეთ განედის 13.3-14.1 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 124.1-124.3 გრადუსებს შორის. კუნძულის დასავლეთით მაქუედას არხი მდებარეობს, სამხრეთით ლაგონოის ყურე, ხოლო ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ფილიპინების ზღვა. პროვინციის შემადგენლობაში რამდენიმე პატარა კუნძული შედის. მისი საერთო ფართობი 1 492.16 კმ²-ია. სანაპირო ხაზი დაახლოებით 400 კმ-ის სიგრძისაა.

კატანდუანესი მთიანი ტოპოგრაფიით ხასიათდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სანაპიროების მახლობლად მდებარე ვაკეებზე ბინადრობს. უმაღლესი მწვერვალია ბოკტოტი, რომელიც ვირაკისა და სან მიგელის მუნიციპალიტეტებს შორის ზღვის დონიდან 803 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

კატანდუანესი იყოფა 11 მუნიცპალიტეტად.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მონაცემებით კატანდუანესის მოსახლეობა 260 964 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 170 ადამიანი/კმ-ზეა.[6] 2000 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 215 356 ადამიანს უდრიდა, ხოლო 1990-იან წლებში წლიური მატების მაჩვენებელი 1.42%-ს უტოლდებოდა.შემდეგი 10 წლის მანძილზე საშუალუ წლიური მატების მაჩვენებელი 1.35% იყო და 2010 წლისთვის 246 300 ადამიანი შეადგინა. თითქმის ყველა მათგანი პროვინციაში დაბადებული მოქალაქეა. ნატურალიზებული მოქალაქეები, უმეტესად ჩინელები, მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ს შეადგენენ.[7] შინამეურნეობების რაოდენობა 41 019-ია, ხოლო ზომა - 5.25.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 100M year-old ammonite found in Catanduanes (March 29, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 19, 2018. ციტირების თარიღი: ნოემბერი 2, 2020.
  3. Brief Historical Background. Provincial Government of Catanduanes. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 8, 2012. ციტირების თარიღი: July 24, 2016.
  4. 4.0 4.1 DeCuatro, Rodrigo. Catanduanes Doctors Hospital, fully operational na – Bicol Peryodiko.
  5. List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2013. ციტირების თარიღი: January 22, 2013.
  6. Census 2000; Population and Housing; Region V. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: June 29, 2016.
  7. Statictics; Catanduanes Demographics. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2017. ციტირების თარიღი: January 10, 2015.