დიდი ღრომი
დიდი ღრომი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული არცევი).[1]
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის ნაპირას, ზღვის დონიდან 860 მ-ზე. გორიდან დაშორებულია 30 კმ-ით, ერედვიდან — 23 კმ-ით. უშუალოდ ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევს.
სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მეჯუდის ხეობის სოფელთა სიაში. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 185 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1991 წლიდან სოფელი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმაა (ოფიციალურად შედიოდა ჯერ გორის, შემდეგ ერედვის მუნიციპალიტეტში). 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დიდ ღრომი ხანმოკლე პერიოდით (8-10 აგვისტო) გათავისუფლებული იყო საქართველოს შეირაღებული ძალების მიერ. 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ტერიტორიაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 540.
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11, 2022 წლის 2 მაისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.