შინაარსზე გადასვლა

გიორგი კეკელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კეკელიძე.
გიორგი კეკელიძე
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1984(1984-04-10) (40 წლის)
დაბადების ადგილი ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, ბიბლიოთეკარი, მწერალი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი დეტექტივი, პოეზია და ესე
Magnum opus ოდები და გურული დღიურები
ჯილდოები პრემია „საბა“, წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, წინანდლის პრემია და გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
საიტი kekelidze.ge

გიორგი კეკელიძე (დ. 10 აპრილი, 1984, ოზურგეთი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი (2012 წლიდან 2024 წლის 11 იანვრამდე[1]). წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, პრესის მუზეუმის დამფუძნებელი. საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკების იდეის ავტორი და განმახორციელებელი.[2] საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატორი. „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი.[3] „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე 2024 წლის იანვრიდან.[4]

კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (2006-2012 წლებში).

საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი. წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში (23 აპრილი).

გიორგი კეკელიძე ყვარელში

დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ამის შემდეგ ჟურნალის გამოშვება გადაიზარდა პორტალში lib.ge. ლიბ.ჯი იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს. 2006—2008 წლებში მუშაობდა რუსთავის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.[5] 2009-2010 წლებში იყო „რადიო ქალაქის“ ლიტერატურული გადაცემის — „ლიტერატურული ქალაქი“ — ერთ-ერთი წამყვანი დათო ქართველიშვილთან და ნესტან-ნენე კვინიკაძესთან ერთად. მიჰყავდა რუბრიკა „პრო და კონტრა“, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი კირიტიკოსების, თეორიტიკოსების რამდნეიმე განსხვავებული აზრის მოსმენას ერთ ლიტერატურულ მოვლენაზე. 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურულმა პორტალმა lib.ge-მ „როკ-კლუბთან“ ერთად დააარსა ყოველკვირეული არტ-საღამოები 2011 წელს აფუძნებს lib.ge-სა და fortline georgia-ს ერთობლივ დისკუსიების ციკლს და არის ამ დისკუსიების მოდერატორი.

2010 წლიდან კითხულობს ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიას აგრარულ უნივერსიტეტში. 2011 წელს რადიო „მწვანე ტალღა“ და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს რადიო-პროექტის „ლიტერატურა და სხვა“ წამყვანი. 2010–2012 წლებში იყო ჟურნალ „ტაბულას“ ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, სატელევიზიო გადაცემა „წითელი ზონის“ პროდიუსერი, ჟურნალების - „ფოკუსი“ და „თბილისი-აუტ-ის“ ლიტერატურული მიმომხილველი. 2012 წლიდან უძღვებოდა ტელე-გადაცემა „ინტერპრეტაციას“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ ლიტერატურაზე, რომელსაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ასწავლიან, ტექსტების ახლებურ ინტერპეტაციაზე. 2012 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „ლიბ-ეკვილიბრიუმი“ და „ლიბ-კლუბი“, რომელიც ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს და სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. 2012 წელს იგი გახდა გადაცემა „ლიტარეას“ ავტორი და წამყვანი [6] ამ გადაცემისთვის მას მიენიჭა წლის ლიტერატურული პრემია „ოქროს ფრთა“. 2012 წელს გახსნა საერთაშორისო აუდიო-პორტალზე Lyrikline.org გაიხსნა ავტორის ორენოვანი გვერდი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი კეკელიძე და ზურა შევარდნაძე

2012 წელს კეკელიძე გახდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.[7] იგი 27 წლის ასაკში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა. ბიბლიოთეკაში მუშაობის შეთავაზება lib.ge-ს წარმატებით ამუშავების გამო მიიღო. დაიწყო რეფორმები რამდენიმე მიმართულებით - დიგიტალიზაცია, მომსახურება, ტელე-გადაცემები, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თემატური კუთხეების, მათ შორის უცხოური ბიბლიოთეკების, გახსნა. ქართული ბიბლიოთეკები და კუთხეები გაიხსნა სტამბოლის, კიევის, ვენის ბიბლიოთეკებში, შექმნა ელექტორნული განვითარების საბიბლიოთეკო სინდიკატი, რომელმაც გააერთიანა რეგიონული ბიბლიოთეკები 2012 წელს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ეროვნულ ბიბლიოთეკას მიენიჭა წლის ტოლერანტობის ქომაგის სახელი [8] 2013 წელს გიორგი კეკელიძე ვაშინგტონში შეხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმზ ბილინგტონს. შეთანხმების შედეგად ქართული ციფრული არქივები მსოფლიო დიგიტლაციის არქივისთვის გაიხსნა, ხოლო ამერიკის არქივები საქართველოსთვის. ამავე ვიზიტისას ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა ზალდასტანიშვილების ბოსტონის არქივი და გრიგოლ დიასამიძის ნიუ–იორკული არქივი. კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი კეკელიძის პოეზიის საღამო 2013 წელს მისი ინიცატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი - 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე, ასევე ქართველოლოგიის ელექტრონული დარბაზი და განახლებული საბავშვო ოთახი.[9]

2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის[10] 2013 წლიდან ყოველ პარასკევს, გადაცემა „სხვა შუა დღეში“ გადის კეკელიძის რუბრიკა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ წიგნთა საცავიდან – ერთი ძველი ან იშვიათი ქართული წიგნის ისტორია.[11] 2013 წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეო-ბლოგ კვირის აზრების მონაწილე[12] 2014 წელს მისი ინიაციტივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა საბავშვო ოთახი, ემგრაციის დარბაზი, ეროვნული ციფრული ფოტომატიანე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა შენობა ქუთაისში, სადაც ეროვნული დეპოზიტარიუმის და უცხოელ სტიპენდიანტთა საცხოვრებლის შექმნა გადაწყდა[13] 2014 ჟურნალ ლიბერალში წერს პუბლიკაციებს ბიბლიოთეკაზე 2014 მისი ინიცატივით ბიბლიოთეკა და ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებენ ოჯახ-ოჯახ ფოტოების მოძიებას და გაციფრებას [14] 2015 წელს ეროვნული ბიბლიოთეკა შეურთდა მსოფლიოს განვითარებული ბიბლიოთეკების რიცხვს და დააყენა ამერიკული ინტეგრირებული საბიბლიოთეკო პროგრამა Sierra. 2015 წამყავნი გადაცემის „დილა წიგნებისა“ – რუსთავი 2-ზე [1] 2015 ერთად მერხთან – რადიო შოკოლადი 2015 ვერბალური ანკეტა (funtime.ge)

#ეკვილიბრიუმი

2015 წელს გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ახალი კომპლექსი გახსნა: დედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ-ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი-ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეს“ ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი [15] გიორგი კეკელიძის ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის თანამედროვე მედიათეკა. 2106 დაიწყო პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები და კავსასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის მშენებლობა[16] აჭარა-ვიდეოსთან ერთად იწყებს ლიტერატურული გადაცემების სერიალს.[17]

2016 წლიდან გიორგი კეკელიძე მოძრაობა ეკვილიბრიუმთან იწყებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლების და აღდგენის პროექტს. პროექტის ფარგლებში 600 მეტი ბიბლიოთეკა აღდგა ან განახლდა. 2017 წელს „ეკვილიბრიუმმა“ ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების შექმნა დაიწყო [18].

2017 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI, განახლებულ კორპუსში განთავსებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, ბარბარე ჯორჯაძის, ნოდარ დუმბაძის, ვახტანგ როდონაიას, გურამ შარაძის გიგლა ფირცხალავას, ალექსანდრე ქართველის, რაულ ჩილაჩავას, მაქსიმე ბერძნიშვილის და ჯანრი კაშიას საარქივო კაბინეტები[19].

2017 წლის 17 ნოემბერს, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, გაიხსნა წიგნის მუზეუმი. 2017-2018 წლებში, გიორგი კეკელიძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქმნის სამსეზონიან გადაცემთა სერიალს სასკოლო ლიტერატურაზე – „ინტერპრეტაცია“.[20]

გიორგი კეკელიძე

2018 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით მისი ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დამოუკიდებლობის დარბაზი – სივცრე იწყება მეცხრამეტე საუკუნით, გრძელდება დამოუკიდებლობის წლებით, შემდეგ უკვე ორი 9 აპრილით და თანამედროვე, მავთულხლართებიანი საქართველოთი.[21]

2018 წელს გიორგი კეკელიძე იყო საქართველოს პირველი წარმომადგენელი ლიტერატორთა მსოფლიო ფორუმზე ჩინეთში.[22]

2018 წელს მისი თაოსნობით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ვაჟა–ფშაველას დარბაზი და განახლებული რეგისტრატურა[23].

2018 წელს ოდესაში გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც ორმაცდამეათეა ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ საზღვარგარეთ გახსნილ ქართული წიგნის კუთხეებიდან[24].

2018 წლის მდგომარეობით მოძრაობა ეკვილიბრიუმი არის ყველაზე ფართო საგანმათლებლო მოძროაბა. საბიბლიოთეკო მიმართულებით. განახლდა, აღგდა და გაიხსნა ცხრაასამდე სოფლის ბიბლიოთეკა, მათ შორის სკოლის ბიბლიოთეკები.

2018 წელს ხდება დილის გადაცემის წამყვანი რუბრიკებით – ლიტერატურა და არქივი[25]. ამავე წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიბერთი დარბაზში გახსნა პენსიონერთა სკოლა[26] და პოლონეთის სახელმწიფოს ხელშეწყობით ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების დარბაზი.[27]

2019 წელს შედგა გიორგი კეკელიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა, ვაშინგტონში გიორგი კეკელიძე კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს კარლა ჰაიდენს შეხვდა. შეთანხმების მიხედვით კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი რეგულარულად მომარაგდება ქართული წიგნებით. ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს გადმოეცა სრულიად უნიკალური ემიგრანტული თუ საკოლექციო მასალა – ალექსანდრე მანველიშვილის (დენვერი), პეტრე ჭალიძის (ალბანო) და პიტერ სკინერის (ნიუ–იორკი) არქივები[28]

2019 წელს გიორგი კეკელიძის მიერ დაარსებულმა მოძრაობა ეკვილიბრიუმმა ათასი სოფელი მოიცვა. მოძრაობა გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენასა და განახლებას - ახალი წიგნები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრენინგი, სკვერი-ბიბლიოთეკები, სამკითხველოები წისქვილებში[29].

გიორგი კეკელიძე საკუთარ ლიტერტურულ რუბრიკაში, 2021 წელი

2019 წელს განახლდა მისი ინიციატივა — სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა სხვადასხვა ქალაქში და სოფელში თემატური ფორმებით. სკვერი–ბიბლიოთეკები არის თბილისში („მზიური“, ეთნოგრაფიულ პარკი), ქუთაისში (ბოტანიკური ბაღი), სამტრედიაში (ველოსიპედი - ბიბლიოთეკა), ოკუპაციის გამყოფ ხაზთან რამდენიმე სოფელში, ბათუმში (გემი-ბიბლიოთეკა), ზუგდიდში (ოდა-ბიბლიოთეკა), ჭიათურაში (ვაგონი-ბიბლიოთეკა), თელავში (კასრი-ბიბლიოთეკა), ჩიბათში, შუხუთში (ლელო-ბიბლიოთეკა), ჩოხატაურში, ოზურგეთი და ა. შ. [30]

2019 წელს გიორგი კეკელიძემ 23 აპრილი, წიგნისა და საავტორო უფლებების დღე, საქართველოში წიგნის ჩუქების დღედ გამოაცხადა. ზოგადად წიგნის ჩუქების დღის ტრადიცია XX საუკუნის დასაწყისში კატალონიაში დამკვიდრდა. 2019 წელსვე გიორგი კეკელიძის ინიცატივას სოციალურ ქსელში ათაითასობით ადამიანი, სახელმწიფო უწყებები, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესები თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები გამოხმაურნენ - #აჩუქეწიგნი. საბოლოოდ ათიათასობით წიგნი გაიყიდა და ათასობით სოფლის ბიბლიოთეკა მომარაგდა წიგნებით [31].

ამავე წლის ივლისში კი გიორგი კეკელიძის მიერ წამოწყებული კამპანიის, ეკვილიბრიუმის ფარგლებში მეათასე სოფელში (თხმორი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ერთი მოსწავლისათვის მოეწყო ბიბლიოთეკა[32].

2019 წელს გიორგი კეკელიძის თაოსნობით ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა ოთახები, ასევე საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება, ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება, დაკომპლექტების განყოფილება, კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება[33]. 2019 წელს საუნივესიტეტო საქმიანობის პარალელურად გიორგი კეკელიძე იწყებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის და ახალქალაქის სოფლების სკოლებში[34].

2019 წელს იწყებს ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს - თურქეთში, ტაო-კლარჯეთის სოფლების საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების მოწყობასა და საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში დიდი ბიბლიოთეკის შექმნას[35].

2020 წელს გიორგი კეკელიძე აფორმებს პირველ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს არაბული სამყაროს ქვეყანასთან, კატართან დოჰას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად. ამავე წელს დოჰას უნივერისტეტში ქართული ბიბლიოთეკა იხსნება[36].

გიორგი კეკელიძე — LIB-აკადემიის პირველი საჯარო გასვლა, ჭრებალო, რაჭა, 2023 წელი

2020 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იხსნება კინობიბლიოთეკა და ფოლკლორის დარბაზი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმითაც რომ კერძო ბიზნესის ხელშეწყობით სრულად აღდგა 1912 წლის მოხატულობა და დიზიანი[37][38].

ამავე წლის მაისში მემორანდუმი გააფორმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეგიონალურ ბიბლიოთეკებში გახსნიან კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს[39].

2020 წლის 29 ივნისს გიორგი კეკელიძის ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რეზო გაბრიაძის სახელობის კინობიბლიოთეკისა და კინოდარბაზი გაიხსნა.[40]

2020 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და გიორგი კეკელიძემ, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გახსნეს[41].

2021 წლის იანვარში გიორგი კეკელიძემ გამოაცხადა ახალი პროექტის, „მარტოკაცების ბიბლიოთეკის“ ამოქმედება. პროექტის ფარგლებში პირველი ბიბლიოთეკა გაუხსნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავარში ეულად მცხოვრებ კორნელი გაზდელიანს.[42]

2021 წელს გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების ფონდი“ სტიპენდიას უნიშნავს ასამდე მოსწავლეს, მათ შორის წესდება დათა პაპას[43] და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიები[44] და ფუძნდება დათა პაპას სახელობის ბიბლიოთეკები, რომლებიც ოკუპაციის გამყოფ ხაზთან იხსნება.[45]

გიორგი კეკელიძე მარტყოფში. 1700-ე ბიბლიოთეკას გადასცემს წიგნებს

2022 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინული ბიბლიოთეკა გახსნეს.[46]

2021 წლის ივლისდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით გიორგი კეკელიძე მძიმე კლინიკურ დეპრესიას და პოსტსტრესულ, ასევე ობსესიურ აშლილობას ებრძოდა. ამ პერიოდში კეკელიძე თითქმის პარალიზებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობისგან. გამოჯანმრთელების შემდეგ, გიორგი კეკელიძემ ღიად საუბარი დაიწყო მენტალურ სირთულეების შესახებ. სტერეოტიპების რღვევის და სხვა ადამიანების დახმარების მიზნით იგი სამეცნიერო ფსიქიატრიას უწევს პოპულარიზაციას საჯარო ლექციებით, წერილებით და დისკუსიებით.[47][48]

2022 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, გაიხსნა პრესის მუზეუმი. მუზეუმში თავმოყრილია ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვათა გამოცემები, ჟურნალები: „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“; გაზეთები: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „გუთნის-დედა“ და სხვა.[49]

გიორგი კეკელიძე და ძმები არველაძეები

2023 წლის თებერვალში იტალიის ქალაქ ნეაპოლში და მილანში ქართული ბიბლიოთეკები გახსნა.[50][51] გიორგი კეკელიძემ დააანონსა და დაიწყო მხატვრულ-ბიოგრაფული წიგნის წერა ხვიჩა კვარაცხელიაზე სათაურით „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“,[52] რომელიცგამოიცა ამავე წელს.[53]

2023 წლის მარტში ეკვილიბრიუმის ფარგლებში მარტყოფის სკოლის ბიბლიოთეკას 350 წიგნი გადასცა. მარტყოფი 1700-ე დასახლებაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში წიგნები გადაეცა.[54]

2023 წლის აპრილში დააფუძნა „მთის ხმის“ სტიპენდია და მისი პირველი მფლობელი გახდა ქალაქიდან სოფელ შატილში დაბრუნებული ახალგაზრდა ხელოვნების მასწავლებელი მარგარეტ დაიაური.[55]

2023 წლის 25 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნეს.[56]

2023 წლის 9 ივლისს გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ წამოწყებებსა და ბიზნესთან ერთად დაგეგმილ პროექტებზე.[57] აღნიშნული ინფორმაციის თანახმად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა Mastercard-თან, გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობა;[58] „გარდენია შევარდნაძესთან“ — გიორგი კეკელიძე და „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურაბ შევარდნაძე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ეზოში „ცისფერყანწელების“ ბაღი მოეწყობა;[59] სამშენებლო კომპანია „ანაგთან“ — დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია;[60] ამავე ინფორმაციის თანახმად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი გაიხსნა. პროექტი მიზნად ისახავს, მენტალური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტების, მკვლევრების და ბენეფიციარების თანამონაწილეობით საგანმანათლებლო ვიდეოსა თუ სხვა ვიზუალური პროდუქტის წარმოებასა და გავრცელებას.[61] გარდა ზემოთაღნიშნული კომპანიებისა მემორანდუმები გაფორმდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც აფინანსებენ კონკრეტულ პროექტებს: „საქართველოს ბანკი“ (დამწერლობის მუზეუმი), „კოკა-კოლა“ (ციფრული მატიანე), კომპანია „სარაჯიშვილი“ (ემიგრაციის მუზეუმი), „გალფი“ (სოფლის ბიბლიოთეკები, საგანმათლებო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“), „საქართველოს ფოსტა“ (ბიბლიოთეკები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან), „ფონდი არველაძეები“ (სკვერის ბიბლიოთეკები, წიგნის ბუდეები), „ბიბლუსი“ და იუსტიციის სამინისტრო (ბიბლიოთეკები ციხეებში), „TBC - ბანკი“ (ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ), „გარდენია შევარდნაძე“ (ცისფერყანწელების ბაღი ქუთაისში), „თეგეთა“ (მარო მაყაშვილის ბაღი-სამკითხველო), „ნიკო კვარაცხელიას ფონდი“ (ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-სამკითხველო განმუხურში), „სიდ-ჯორჯია“ (დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი), „მასტერკარდი“ (ახალგაზრდული სამკითხველო), „Animal Rescue Gerogia“ (მიუსაფარი ცხოველების დაცვა), „შუხმანი“ (ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიო), ასევე აღადგინა Lib.ge და დააფუძნა Lib-აკადემია.[57]

გიორგი კეკელიძე მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მემორანდუმის ხელმოწერისას

2023 წლის 24 ივლისს თურქეთის ქალაქ სინოპში „ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციასთან“ ერთად ქართული ბიბლიოთეკა გახსნა.[62]

2023 წლის 8 აგვისტოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა,[63] ხოლო 9 აგვისტოს დაიწყო ახალი პროექტი „მთის ბიბლიოთეკა“.[64] 6 სექტემბერს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერისა და მათ განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის ხულოში გამართულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კარი“ ჯილდო — საპატიო ყაბალახი გადასცეს.[65]

25 სექტემბერი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა“ მიუსაფარი ცხოველების დღედ გამოაცხადეს.[66]

2023 წლის ნოემბერში, გიორგი კეკელიძემ ვატიკანში, ვატიკანის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან ხელი მოაწერა ისტორიულ მემორანდუმს. შეთანხმების შედეგად ქართველი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი არქივები გაიხსნა და შეიქმნა ორმხრივი ციფრული ბაზები. ნოემბერშივე, რომის საქალაქო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხეები გაიხსნა.[67] ამავე პერიოდში გიორგი კეკელიძე ესპანეთში იმყოფებოდა ვიზიტით, რომლის დროსაც საქართველოში ჩამოიტანა აფხაზეთის თავადების, ჩხოტუების არქივი.[68]

2024 წლის 11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან დირექტორად ხანგრძლივად ყოფნის მიზეზით ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა,[69], რასაც საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა.[70] მის შემცვლელად კონსტანტინე გამსახურდია დასახელდა.[1]

„ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების გასვლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში.
გიორგი კეკელიძე და მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე I

2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად[3] და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება,[71] რომლის თავმჯდომარეც გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოების მიზანი ქართული სოფლების წიგნებითა და კომპიუეტერებით მომარაგება, ლექციები, დისკუსიები და საგანამათლებლო სათემო ცენტრების შექმნაა. საზოგადოებას ჰყავს ელჩები, წარმომადგენლები და წევრები.[72] 18 იანვარს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „სახლის“ გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავა.[73]

2024 წლის აპრილში „საუკუნის წიგნიერის“ პირველი ჯილდო გადასცა ენათმეცნიერ მზექალა შანიძეს, პოეტ ბესიკ ხარანაულსა და მთარგმნელ ელზა ახვლედიანს.[74]

2024 წლის 25 ივნისს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გახსნა.[75]

2024 წლის აგვისტოს მონაცემებით გიორგი კეკელიძემ „ბიბლუსთან“ და „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად 2000 სოფლის ბიბლიოთეკა აღჭურვა წიგნებით.[76]

2024 წლის სექტემბერში გიორგი კეკელიძემ, როგორც „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარემ და „ბიბლუსის“ კრეატიულმა დირექტორმა, „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გაგნიძესთან ერთად სტამბოლში გახსნა რიგით მესამე (ემპოლისა და ვროცლავის შემდეგ) ქართული ბიბლიოთეკა საზღვარგარეთ. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომე I-მა ქართულ ბიბლიოთეკას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.[77]

გიორგი კეკელიძე და უნივერსიტეტ „ფედერიკო II-ის“ რექტორი მატეო ლორიტო წიგნის „კვარას საქართველოს“ წარდგენისას, ნეაპოლი, 2023 წელი

2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა ცნობილი კრიტიკოსის მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით.[78]

2010 წელს კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი შევიდა ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში[79] 2011 წელს გამომცემლობა „სიესტამ“ სერიით „წიგნი თეფშზე“ გამოსცა გიორგი კეკელიძის პოემა „ყორანი“. სტანდარტული სტამბური პროცედურების ნაცვლად წიგნი მიაქვთ სუპერმარკეტში, სადაც ფურცლებს ათავსებენ და „აფასოებენ“ პლასტიკატის თეფშებზე, ზუსტად ისეთებზე, რომლებიც გაყინული ქათმებისთვის, თევზისთვის, ბოსტნეულისთვის, ხილისთვის თუ ნამცხვრებისთვისაა განკუთვნილი. სერიის იდეა მომდინარეობს ამერიკელი მწერლის, უილიამ ბეროუზის რომანიდან „შიშველი საუზმე“. სათაურის იდეა ჯეკ კერუაკს ეკუთვნის. 2010 წელს კეკელიძის ლექსები წარმოდგენილი ლონდონში, Text/Gallery-ის მიერ მომზადებულ არტ-ინსტალაციაში.[80]

2012 წელს გამოვიდა გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ ადაპტირებული ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“ კომიქსად[81] 2012 წლის მიწურულს გამოვიდა კეკელიძის და მაი ლაშაურის ერთობლივი ალბომი „მინიატურები“ 2013 გამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსებზე აგებული ანა სანაიას მინი ფილმი „Ambiente“[82] 2013 წელს ჩაწერა ექსპერიმენტული დუეტი ქეთათო ჩარკვიანთან, რომელიც კეკელიძის ლექსზეა აგებული [83] 2013 წელს ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე გიორგი კეკელიძის მინიატურების სამენოვანი (ინგლისური, გერმანული, რუსული) თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წარმოადგინეს მაია მაჩალაძის და მაი ლაშაურის ვიდეო–ინსტალაცია. მსმენელის წინაშე გიორგი კეკელიძე სპეციალური მაისურით „Russia stop creeping annexation of Georgia“ წარდგა. 2014 წელს გამოვიდა კეკელიძის ლექსების კრებული „პოეზია 2008–2013“ (წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კიკნაძე)[84] 2014 წელს დაიწყო მუშაობა პროზაულ ნაწარმოებზე „გურული დღიურები“. პარალელურად აკეთებდა ვიდეო-სიუჟეტებს „რეპრესირებული გურულების ისტორიები“. „გურული ქორწინების ისტორიები“ - რომელიც უშუალოდ გურულების მონათხროებზეა აგებული [85], გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა [86]. 2015 წელს „გურული დღიურები“ და კეკელიძის დეტექტივების სერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ვრცელდებოდა. გიორგი კეკელიძის გურული დღიურების პირველი ნაწილის ტირაჟი 20000-ს გადაცდა. ავტორმა შემოსული ჰონორარი ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში გადარიცხა, მამამისის, ზურაბ კეკელიძის იგივე დაავადებით გარდაცვალების გამო.

მის პოეზიაში არ არის სოციალური და პატრიოტული თემები. მისთვის უფრო საინტერესო ფოლკლორია.

კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული „ჯადოსნური კარი“, სერგეი დორენკოს „რომანი 2008“[87]. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org.

მის შემოქმედებაზე წერილები და ნაშრომები აქვთ დაწერილი კრიტიკოსებსა და მიმომხილველებს: გაგა ლომიძეს, ზაზა შათირიშვილს, ლევან ბერძენიშვილს, რევაზ სირაძეს, ლევან ბრეგაძეს, ზურაბ კიკნაძეს, თენგიზ კიკაჩეიშვილს, გივი ალხაზიშვილს, აგრეთვე დალილა ბედიანიძეს, ცირა ბარბაქაძეს, ლელა კოდალაშვილს, ხათუნა თავდგირიძეს, გიორგი კილაძეს, ნატა ვარადას, ჯემალ ინჯიას, ოქტაი ქაზუმოვს, სონია ქართველიშვილს.

2017–2019 წლებში გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ თურქულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე გამოიცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღაპრების გამოცემა პეკინში, ჩინურ ენაზე. ეს არის პირველი ქართული წიგნი, რომელიც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიცა[88].

2023 წელს გამოვიდა გიორგი კეკელიძის ლექსების კრებული „ახალი სიმღერები“, რომელსაც თან ერთვის ფოლკლორულ ანსამბლ „იალონის“ სიმღერები. კრებული კრიტიკოსების მიერ წლის მთავარ მოვლენად შეფასდა ქართულ პოეზიაში.[89]

  • დაიბადა ხარი, ჰოდა...: [კრებული] / გიორგი კეკელიძე; [რედ. მაია თავაძე]. - ოზურგეთი, 1998. - 40 გვ.; 13 სმ.
  • ღამე და მთვარე: [ლექსები, პროზაული ესკიზები, აფორიზმები] / გიორგი კეკელიძე; [რედ. მარინა თოფურია; მხატვ. დათო ტრაპაიძე]. - ოზურგეთი, 1999. - 40გვ.; 19სმ.
  • ძებნა სამოთხის კარისა / [რედ.: მიხეილ ქურდიანი]. - თბ.: სახ. პედ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 54გვ.; 14სმ.. - ISBN 99928-0-784-9:
  • ოდები / კრებულის კონცეფცია და ლექსები გიორგი კეკელიძე; რედ. და წინასიტყვა გაგა ლომიძე; მარგინალიები: რევაზ სირაძე და სხვ.; ფოტომასალა დავით მესხი. - თბ.: [სიესტა: ქეთევან კიღურაძე], 2008. - 160გვ.: ფოტ.; 20სმ.. - ISBN 978-9941-9052-3-0
  • ყორანი: [პოემა] / გიორგი კეკელიძე; [4 თავის განმარტება გაგა ლომიძე; ფოტო გურამ წიბახაშვილი; ბეჭედი-ყორანი ოლეგ ტიმჩენკო; ნახატები თამარა კალხიტაშვილი]. - თბ.: [სიესტა], 2011. - 35გვ.: ნახ.; 10სმ.. - (წიგნი თეფშზე; 1). - წიგნი მოთავსებულია პლასტიკატის თეფშზე და დევს მუყაოს ყუთში. - წიგნში აგრეთვე: გაგა ლომიძის ესსე ნიკოლოზ ბარათაშვილის შეუსრულებელი მისია, ანუ კოლონიური ქართული ლიტერატურა. - ISBN 978-9941-414-56-5
  • მინიატურები / გიორგი კეკელიძე, მაი ლაშაური; რედ. ქეთევან კიღურაძე. - თბ.: სიესტა: ქეთევან კიღურაძე, 2012. - 33 გვ.: ილ.; 15 სმ.. - ISBN 978-9941-443-08-4
  • პოეზია 2008-2013 / გიორგი კეკელიძე; რედ. გაგა ლომიძე. - თბ.: სიესტა, 2014
  • გურული დღიურები . პროზა, ესეისტიკა; რედ. მალხაზ ხარბედია - თბ. სიესტა 2014
  • ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი. ესეისტიკა. რედ. ზვიად კვარაცხელია - თბ. არტანუჯი 2015
  • სიკვდილი პიცერიაში. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • მურმანის სევდა. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • ანასტასიას ზარი. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • საყურე. სხვა დეტექტივი. - თბ. პალიტრა L 2015
  • გოგლი–მოგლი. სხვა დეტექტივი. – თბ. პალიტრა L 2015
  • ორი თავგადასავალი – ელექტრონული წიგნის სახლი „საბა“ (saba.com.ge) 2015
  • ორი თავგადასავალი. რომანი. რედ. მალხაზ ხარბედია - ბეჭდური გამოცემა. ბათ. წიგნები ბათუმში 2015
  • თომთეს ზღაპარი - ჯეოსელი 2015
  • თომას ზღაპრები - საქართველოს უნივერსიტეტის გამომცელობა 2016
  • გურული დღიურები., წიგნი მეორე - სიესტა 2016
  • გურული დღიურები თურქულ ენაზე. ანკარა. გამომცემლობა: Tulpars Yayınları მთარგმნელები ქეთი გორდელაძე და ესრა თოფჩუ 2017
  • გურული დღიურები აზერბაიჯანულ ენაზე. ბაქო. გამომცელობა: adk publishing house . მთარგმნელი: იმირ მამედლი 2017
  • გურული დღიურები უკრაინულ ენაზე. ლვოვი. გამომცემლობა: «Видавництво Анетти Антоненко» . მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა
  • წერილები ღმერთს და მამაჩემს - გამომცემლობა: წიგნები ბათუმში 2017
  • გურული დღიურები – წიგნი მესამე – გამომცემლობა სიესტა 2017
  • LILOSANGELES - რომანი – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2018
  • თომას ზღაპრები გერმანულ ენაზე. მთარგმნელი ნანა კვარაცხელია – კარსლრუე. გერმანია. Lauinger Verlag 2018[90]
  • გურული დღიურები იტალურ ენაზე. მთარგმნელი ნათია სულავა – რეჯიო კალაბრია. იტალია.
  • თომას ზღაპრები ჩინურ ენაზე. მთარგმნელი ანა გოგუაძე – პეკინი. ჩინეთი. 2018[91]
  • გურული დღიურები (სამივე ნაწილი). პალიტრა L - თბილისი. 2019
  • თომას ზღაპრები იტალურ ენაზე - გამომცემლობა alettieditore რომი. იტალია. 2019[92]
  • თომას ზღაპრები ფრანგულ ენაზე - გამომცემლობა meduza პარიზი. საფრანგეთი 2019[93]
  • ახალი სიმღერები, ლექსების კრებული, თბ., 2023[94]
  • თომას ზღაპრები, წიგნი II, „საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ. 2023
  • ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი, „არტანუჯი“, თბ., 2023
  • წერილები ჩემი ბავშობიდან, პალიტრა L, თბ., 2024
  • 2009 — ლიტერატურული პრემია „საბა“ — წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის „ოდები" [95]
  • 2010სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჯილდო წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში [96]
  • 2012 — წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვერსიით [97]
  • 2013 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული [98]
  • 2013 — მუშვიგის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია[99]
  • 2014 — გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ - წლის ეროვნული ბესტსელერი [100]
  • 2015 — წინანდლის პრემიის ლაურეატი ლექსების კრებულით „პოეზია 2008-2013“ [101]
  • 2015 — წლის ავტორი ქართულ ლიტერატურაში - ჟურნალ EGO-ს გამოკითხვა [102]
  • 2015 — გურამ რჩეულიშვილის პრემია „გურული დღიურებისთვის“[103]
  • 2015 — სახე(ლ)ები 2015 – გურული დღიურებისთვის (ბესტსელერი) და ციფრული ფოტომატიანესთვის (წლის პროექტი)
  • 2015 — საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებლო პროექტი - ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები[104]
  • 2016 — საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო - წლის საგანმანათლებლო პროექტი - რუსთაველი -ელეტქრონული ბიბლიოთეკა [105]
  • 2018 — უკრაინული მედიის მიხედვით, გიორგი კეკელიძის გურული დღიურები შესულია ტოპ–5 წიგნში, რომელიც საკუთარი ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს [106]
  • 2018 — ჟურნალი Entrepreneur Georgia - წლის ინტრაპრენერი[107]
  • 2019 — კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული სრულემტრაჟიანი ფილმის პროექტისთვის სცენარით „თხილი“ ლევან კოღუაშვილთან ერთად[108]
  • 2019 — ჰუბერტ ბალსის ფონდის (ჰოლანდია) კონკურსის გამარჯვებული სცენარისთვის „თხილი“ (გურია)[109]
  • 2023 — „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ჯილდო „პალიტრის მეგობარი“[110]
  • 2023 — გეხტმანის ჯილდო საბიბლიოთეკო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.[111]

2024 წლის 10 აპრილს საკუთარ დაბადების დღეზე დაოჯახდა. მისი მეუღლეა მარიამ სოსელია.[112]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის
  2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდი
  3. 3.0 3.1 გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა
  4. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობა კახეთში
  5. მორიგი „ბრალდება“ გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან
  6. ლიტარეა
  7. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძე დაინიშნა
  8. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
  9. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზი გახსნა
  10. ლიტერატურული პრემია - საბავშვო მწერლებისთვის
  11. როვნული ბიბლიოთეკის იშვიათი გამოცემები გადაცემაში „სხვა შუადღე“
  12. კეკელიძე მაესტროს წამყვანი იქნება
  13. კულტურულ ბრენდად ქცეული ეროვნული ბიბლიოთეკა
  14. ფოტოების დიგიტალიზაციის პროექტი
  15. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიისა და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრები გაიხსნა
  16. წიგნის მუზეუმი
  17. net.adjara.com ლიტერატურული გადაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
  18. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ქალაქებში წიგნების ორიგინალური ბუდეები განათავსა
  19. ეროვნული ბიბლიოთეკის მე-6 კორპუსს ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა
  20. ინტერპრეტაცია, გიორგი კეკელიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
  21. მავთულხლართებიანი საქართველო
  22. Georgien: Ehrengast auf der Frankfurter Buchmesse 2018 მსოფლიო ფორუმი ჩინეთში
  23. m2-ის-მხარდაჭერით-ეროვნულ-ბიბლიოთეკაში-ვაჟა-ფშაველას-სამკითხველო-გაიხსნა
  24. ქართული ბიბლიოთეკა ოდესაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-23. ციტირების თარიღი: 2018-07-21.
  25. გასაუბრება ბესიკ ხარანაულთან
  26. პენსიონერთა სკოლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
  27. ჰრინევსკის ხელოვნების დარბაზი
  28. First Official Georgian Book Corner Opens in New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-25. ციტირების თარიღი: 2019-01-31.
  29. გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო
  30. თემატური ბიბლიოთეკები სკვერებსა და პარკებში
  31. წიგნის ჩუქების დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
  32. On.ge-ის სტატიის შემდეგ სოფლის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ეკვილიბრიუმმა სახლში ბიბლიოთეკა მოუწყო
  33. წიგნის ახალი გზა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ სივრცეში
  34. ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება
  35. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული წიგნები ჩაიტანეს
  36. جورجيا تهدي مجموعة كتب لجامعة قطر. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-13. ციტირების თარიღი: 2020-02-26.
  37. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სამკითხველო სივრცე — კინობიბლიოთეკა გაიხსნება
  38. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა
  39. რეგიონულ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა
  40. რეზო გაბრიაძის კინობიბლიოთეკა და კინოდარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
  41. გიორგი კეკელიძე - ქართული ემიგრაციის მუზეუმის გახსნით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მორიგი ისტორიული თარიღი მოინიშნა
  42. „ყველა მარტოქალსა და მარტოკაცს პირად ბიბლიოთეკას მოვუწყობთ“ - გიორგი კეკელიძე
  43. დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაწესდა
  44. ქართველი სამხედროების შვილებისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება - გიორგი კეკელიძე
  45. დათა პაპას ბიბლიოთეკა შინდისში
  46. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინული ბიბლიოთეკა გაიხსნა
  47. გიორგი კეკელიძე: ლამის სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი გავხდი
  48. დეპრესია, ობსესიები, სუიციდის მცდელობა
  49. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა
  50. ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
  51. მილანში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
  52. „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“ - ცნობილია წიგნის სახელი, რომელსაც გიორგი კეკელიძე „კვარას“ შესახებ დაწერს
  53. ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი
  54. „ეკვილიბრიუმმა“ მარტყოფის სკოლას 350 ახალი წიგნი გადასცა
  55. მთის ხმა - პირველი სტიპენდიატი მარგარეტ დაიაურია
  56. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნა
  57. 57.0 57.1 გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ წამოწყებებსა და ბიზნესთან ერთად დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს
  58. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „მასტერქარდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
  59. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „გარდენია შევარდნაძეს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
  60. ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული პირველი კორპუსის რეაბილიტაცია იწყება
  61. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიმიტრი უზნაძის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის კაბინეტი გაიხსნა
  62. სინოპში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
  63. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი ანწუხელიძის კედელი გაიხსნა
  64. ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი პროექტი „მთის ბიბლიოთეკა“ დაიწყო
  65. გიორგი კეკელიძეს ფესტივალზე „ზე-კარი“ ჯილდოდ საპატიო ყაბალახი გადასცეს
  66. 25 სექტემბერი მიუსაფარი ცხოველების მფარველთა დღედ გამოცხადდა
  67. ეროვნული ბიბლიოთეკა ვატიკანის ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
  68. გიორგი კეკელიძე - აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება
  69. გიორგი კეკელიძე: მითხრეს, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან
  70. რატომ გაათავისუფლეს გიორგი კეკელიძე? | პაპუაშვილის არგუმენტები და ლიტერატორების პროტესტი
  71. ვაფუძნებთ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“ – გიორგი კეკელიძე
  72. „ბრძოლის ველის განვრცობა“ – ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
  73. „დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს“ - გიორგი კეკელიძე
  74. „წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია”, – გიორგი კეკელიძე წიგნის ჩუქების თვისა და „საუკუნის წიგნიერის” შესახებ
  75. პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
  76. „2000 სოფელი მოვიარეთ.. წიგნები, კომპიუტერები“ გიორგი კეკელიძე უკვე „ბიბლუსთან“ და „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად აგრძელებს საქართველოს რეგიონებისთვის წიგნის და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ხელშეწყობას
  77. „ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
  78. „ოდები“; გამომცემლობა სიესტა
  79. ანბანი მხიარული ლექსებით და გამოცანებით
  80. WORDS CONVERGE, 02 – 13 SEPT 2009, KINGS PLACE ლექსები არტ-ინსტალაციაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-12. ციტირების თარიღი: 2010-05-25.
  81. გველისმჭამელი, გამომცემლობა „სიესტა“
  82. Ambiente ანა სანაიას ფილმი გ. კეკელიძის ლექსებზე
  83. თუ სიყვარული
  84. პოეზია 2008 - 2013
  85. გურული ქორწინების ისტორიები
  86. კეკელიძის ბესტსელერი
  87. „რომანი 2008“ გამომცემლობა "სიესტა". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-02. ციტირების თარიღი: 2011-10-02.
  88. გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე ითარგმნა
  89. ლიტერატურული სამკუთხედი - ახალი სიმღერები
  90. თომას ზღაპრები გერმანულ ენაზე
  91. Giorgi Kekelidze’s Thomas Tales Published in Chinese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-22. ციტირების თარიღი: 2018-12-21.
  92. Le storie di Thoma
  93. Les contes de Thomas
  94. ახალი სიმღერები
  95. "საბას" გამარჯვებულები; გამომცემლობა "სიესტა"
  96. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესოები გამოავლინა
  97. წლის ადამიანი - გიორგი კეკელიძე
  98. გიორგი კეკელიძე ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის დასახელდა
  99. Giorgiy Kekelidze, Yeni gürcü poeziyasına verdiyi töhfələrə görə (აზერბაიჯანული)
  100. „გურული დღიურები“ წლის ბესტსელერია
  101. წინანდლის პრემია
  102. წლის ავტორი 2015
  103. გურამ რჩეულიშვილის პრემია
  104. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო
  105. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო
  106. Топ-5 увлекательных книг об экзотических путешествиях
  107. გიორგი კეკელიძე 2018 წლის საუკეთესო ინტრაპრენერად დასახელდა
  108. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26. ციტირების თარიღი: 2019-02-16.
  109. ლევან კოღუაშვილის ფილმის პროექტმა „გურია“ (თხილი) ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მიიღო
  110. "მცირე წინასიტყვისმაგვარი გოდერძი ჩოხელმა დაწერა და ფოტოსთვის დამიბარეს" - რას წერს გიორგი კეკელიძე "პალიტრა მედიის" ჯილდოზე?
  111. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი გეხტმანის სახელობის კაბინეტი გაიხსნა
  112. გიორგი კეკელიძე დაოჯახდა: „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი მარიამ სოსელიაზე“