Lib.ge

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lib.ge
საიტი lib.ge
საიტის ტიპი ელექტრონული ბიბლიოთეკა
ხელმისაწვდომი ენა ქართული
შემქნელი გიორგი კეკელიძე

Lib.ge ლიბ.ჯი — პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბ.ჯი დაარსდა 2006 წელს. 2009 წელს ლიბ.ჯი-მ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული კონკურსი ახლაგაზრდა ავტორებისთვის, ასევე 2009 წლიდან არის ორგანიზატორი თარგმანის კვირეულისა. 2010 წელს ლიბ.ჯიმ როკ–კლუბთან ერთად დააფუძნა ყოველკვირეული არტ–საღამოები. 2010 წლიდან ლიტერატურის მუზეუმთან ერთად აწყობს ყოველთვიურ არტ–აქციებს. 2010 წლიდან ლიბ.ჯი–ს გაზეთ რეზონანსის კვირის გამოცემა „გალაკტიონში“ ეთმობა საკუთარი გვერდი.

ლიბ.ჯის განყოფილებებია: პროზა, პოეზია, დრამატურგია, სამეცნიერო, ისტორიული, საბავშვო, ფოლკლორი, ესეისტიკა, ინტერვიუ, სამართალი, ახალი წიგნები, პერიოდიკა, გალერეა, ღია ბლოგი, პრეს-ანონსი, სახელოვნებო აფიშა.

პორტალის რედაქტორთა ჯგუფი: ქეთო ნინიძე, არჩილ თალაკვაძე, დიანა ანფიმიადი, ნათია ნაცვლიშვილი, გიორგი ქავთარაძე, გიორგი კეკელიძე, გიორგი კაცია, ნიკა წიკლაური, ოლეგ კონოვალიოვი, ლიკა ავალიანი, ზაალ ჩხეიძე, ზაქარია ქიტიაშვილი, ოქტაი ქაზუმი, ანი კოპალიანი, ნათია გულიაშვილი, ვახუშტი მენაბდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lib.ge&oldid=3453940“-დან