გუთნის დედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„გუთნის დედა“ — პირველი ქართული აგრონომიული ჟურნალი. სასოფლო-სამეურნეო ორკვირეული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1861 წლის დეკემბრიდან 1876 წლის ოქრომბრამდე. ჟურნალში იბეჭდებოდა აგრონომიული ხასიათის გარდა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების საქართველოს სოფლის მეურნეობის ამსახველი სტატიები. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ ივანე კერესელიძე, ა. ვართანოვი, ანტონ ფურცელაძე. 1861-1872 წლებში „გუთნის დედა“ იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამატება, 1873 წლიდან კი დამოუკიდებელი ჟურნალი გახდა. გამოსცემდა სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]