გურული დღიურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურული დღიურები
გურული დღიურები.jpeg
ავტორი გიორგი კეკელიძე
ქვეყანა საქართველო
თემა გურია
ჟანრი დოკუმენტური პროზა
გამომცემელი სიესტა
გამოცემის თარიღი 2014
გვერდი 84
ISBN 9789941443572

„გურული დღიურები“გიორგი კეკელიძის 2014 წლის წიგნი გურულების შესახებ. წიგნი კრებულია გურული ხალხის სხვადასხვა მხიარული ისტორიების, რომლებიც თავად ავტორმა შეაგროვა. ავტორის მოგზაურობა გურიაში ოთხ თვეს გრძელდებოდა და ის პირადად იწერდა ძველი დროის ამბებს ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების შესახებ გურული გლეხებისგან.[1] „გურული დღიურები“ 2014 წლის ბესტსელერად დასახელდა. წიგნის გამოსვლიდან ერთ თვეში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს გიორგი კეკელიძის პირველი ცდაა პროზაში.

ავტორი წიგნზე:

ვიკიციტატა
„მთელი ერთი წელი დაჭირდა ამ წიგნის დაწერასა და გამოშვებას. პირველ რიგში ეს იყო საკუთარ ბავშვობასთან და მოგონებებთან დაბრუნება, მათი ამოტივტივება, ამოფხეკა და გამართვა. მე ახლა მეორე ნაწილზეც ვმუშაობ, რომელიც მგონია, რომ უფრო უკეთესი უნდა იყოს. რაც შეეხება გარე ამბებს, მე შაბათ–კვირას მივდიოდი გურიაში, ვხვდებოდი ადამიანებს, ვიძიებდი მასალებს, და ა.შ. მგონია, რომ საბოლოო ჯამში მოვახრეხე ის, რომ დანაკლისი, რომელიც მე მქონდა ბავშვობაში დაკვირვების თვალსაზრისოთ, გარკვეულწილად ავინაზღაურე და რაც მთავარია გავუზიარე სხვა ადამიანებს. ეს წიგნი არის გაზიარების წიგნი საკუთარი გამოცდილებისა, რომელიც ხშირ შემთხვეაში სხვის ემოციებს ემთხვევა. ალბათ სწორედ ეს არის ამ წიგნის პოპულარობის საიდუმლო.“

[2] „ეს არის ერთი ციკლი ჩემი გურული დღიურებისა, რომელსაც „ქორწინებები გურიაში“ ჰქვია და წარმოდგენილია გურულებისა და გურიაში მცხოვრები აჭარლების ისტორიები. პერიოდულად, ვწერდი სტატიებს გურიაზე და მერე ვიფიქრე წიგნად შემეკრა." „მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა გურულები და დანარჩენი“ – ცნობილი ფრაზაა წიგნიდან.[3]

2014 წლის 5 თებერვალს, გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ რეპრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა.[4]

2015 წელს ავტორს წიგნისთვის გადაეცა ჟურნალ სახე(ლ)ების, ჟურნალ ეგოს და გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიები. ამ წელსვე წიგნი ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე (მთარგმნელი იმირ მამედლი).

2015 წლისთვის ბაზარზე გამოჩნდა წიგნის მეკობრული ვერსიები.

2016 წელს გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ პირველი ნაწილის ტირაჟი 20000-ს გადაცდა, ავტორი შემოსულ ჰონორარს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში რიცხავს, მამამისის, ზურაბ კეკელიძის იგივე დაავადებით გარდაცვალების გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]