ჩიბათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიბათი

ჩიბათითემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად მოიცავს სოფლებს: ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა. ყოველ 23 მაისს იმართება სოფლის დღესასწაული „ჩიბათობა“. სოფლში იდგა წმინდა გიორგის ორი ეკლსია. მათგან ერთი ქვით იყო ნაგები და ქვის გალავანი ჰქონდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიბათში აღმოჩენილია ჩიბათის განძი. სავარაუდოა, რომ განძი ჩაფლულია VII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ჰერაკლე კეისარი ეგრისის გავლით ირანში მიდიოდა სალაშქროდ. გურიის სამთავროს პერიოდში ჯურუყვეთთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[1]1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[2]

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩიბათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჩიბათი, ლესა, ჭინათი, გომახური, ორაგვე. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი პეტრე სურგულაძე. სოფელში მოქმედებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც 1913 წელს ივანე გომართელმა შესწირა 340 მანეთი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ზემო ჩიბათი ქვემო ჩიბათი ჭალა
1883[3] 2168
1893[4] 3068
1902[5] 3410 1789 1621
1908[6] 1119
1911[7] 1396
2002 2083 406 1125 552
2014 1503 300 915 188

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოსელია ო., „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“ // „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
  2. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
  3. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  4. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  5. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год