სერგეი მესხი
| სერგეი მესხი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 12 (24) ოქტომბერი, 1845 ან 24 ოქტომბერი, 1845[1] |
| დაბადების ადგილი | რიონი, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 21 ივლისი (2 აგვისტო), 1883 (37 წლის) ან 2 აგვისტო, 1883[1] (37 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | აბასთუმანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | პუბლიცისტი[1] , ჟურნალისტი[1] , მწერალი[1] და საზოგადო მოღვაწე |
| მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
| ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| მეუღლე | ეკატერინე მელიქიშვილი |
| ნათესავ(ებ)ი |
|
სერგეი სიმონის ძე მესხი (დ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 12 ოქტომბერი], 1845, რიონი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 2 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1883, აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863–1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1867 სამშობლოში დაბრუნდა. 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი, „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის აქტიური მონაწილე. 1878 წლიდან იყო ტფილისის სათათბიროს წევრი.[2]
მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს და სხვ. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი მესხი „ბურუსზე“
- სერგეი მესხი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე
- სერგეი მესხის პუბლიცისტური წერილები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ კვარაცხელია მ., ქალაქ თბილისის თვითმმართველობა (1917-1921 წწ.), თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2014. — გვ. 18.
| |||||||