ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით მყინვარზე წლების განმავლობაში ტარდებოდა სტაციონალური კვლევები, გლაციო-გეომორფოლოგიური და გლაციო-ჰიდრო-კლიმატური მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყინვარ ბუბაზე დაფიქსირებული იყო სტაციონალური დაკვირვების ყველაზე გრძელი რიგი — 1965 წლიდან (რუსეთში მხოლოდ 1967 წლიდან დაიწყეს), რომელსაც სწორედ გეოგრაფიის ინსტიტუტი ატარებდა. აღნიშნული კვლევები 1990-იან წლებში შეწყდა.[3]