უილიამ ტაბმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უილიამ ტაბმენი
უილიამ ტაბმენი
1943 წ.
ლიბერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1944 – 23 ივლისი, 1971
ვიცე-პრეზიდენტი  კლარენს სიმპსონი (1944-1952)
უილიამ ტოლბერტი (1952-1971)
წინამორბედიედვინ ბარკლაი
მემკვიდრეუილიამ ტოლბერტი

დაბადებული29 ნოემბერი, 1895
ჰარპერი, ლიბერია
გარდაცვლილი23 ივლისი, 1971 (75 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკური პარტიაჭეშმარიტი ვიგების პარტია
შვილებიუილიამ ტაბმენ უმცროსი
რელიგიამეთოდიზმი

უილიამ ტაბმენი (ინგლ. William Vacanarat Shadrach Tubman; დ. 29 ნოემბერი 1895, ჰარპერი, ლიბერია — გ. 23 ივლისი 1971, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ლიბერიის პრეზიდენტი 1944-1971 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიეკუთვნებოდა ამერიკელი ლიბერიელების, პირველმოსახლეების, უძველეს შტოს, რომლებიც ლიბერიაში გადმოსახლდნენ XIX საუკუნის 40-იან წლებში. უილიამ ტაბმენის მამა იყო ლიბერიის არმიის გენერალი, შემდეგ ლიბერიის პარლამენტის სპიკერი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის მეთოდისტური ეკლესიის მქადაგებელი გახდა.

უილიამ ტაბმენმა მიიღო იურიდიული განათლება, ხოლო შემდეგ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1937-1943 წლებში იყო პროკურორის თანაშემწე და უზენაესი სასამართლოს წევრი. 1923-1931 და 1934-1937 წლებში სენატორი იყო მერილენდის საგრაფოდან. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე კი - ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად ასევე ხელმძღვანელობდა მთავრობას. ამავდროულად იყო მმართველი ჭეშმარიტი ვიგების პარტიის ლიდერი. იყო მეთოდისტური ეკლესიის აქტიური მოღვაწე. მონაწილეობდა აფრიკის ქვეყნების მთელ რიგ საერთაშორისო კონფერენციებში.

1944 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაბმენმა გამოაცხადა „გაერთიანების პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ამერიკელთა შთამომავლებს შორის უთანასწორობის ლიკვიდაციას. მკვიდრ მამაკაცებს მიენიჭათ საარჩევნო უფლება - შეზღუდული ქონებრივი ცენზით. მათ მიიღეს უფლება დაეკავებინათ სახელმწიფო თანამდებობები, თუმცა წინააღმდეგობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის მაინც გრძელდებოდა.

ტაბმენი ასევე „ღია კარის პოლიტიკის“ მომხრე იყო. ტაბმენის მთავრობამ ასევე გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც გაძლიერა ქვეყნის როლი ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]