ალექსანდრე კალანდაძე (არქეოლოგი)
ალექსანდრე ნესტორის ძე კალანდაძე (დ. 2 აპრილი, 1909, ხიდისთავი — გ. 16 ნოემბერი, 1976, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დაოქტორი (1970).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წელს მონაწილეობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ექსპედიციის მუშაობაში. 1937-1941 წლებში მუშაობდა ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, ამავე პერიოდში ხელმძრვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს მცხეთაში. 1939 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ ქვის ხანის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. სისტემატურად იკვლევდა ქვის ხანის ნამოსახლარებს. 1946-1976 წლებში ხელმძღვანელობდა მცხეთის, 1951-1953 წლებში სოხუმის, 1963-1972 წლებში წონის არქეოლოგიურ გათხრებს. გამოიკვლია და შეისწავლა ძველი ქალაქები და საქალაქო ცხოვრება და მდაბიოთა საცხოვრებელი სახლები სამტავროსა და ნარეკვავზე.დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფაქიძე, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326.