მეზოლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეზოლითი (მეზო... და ...ლითი) — შუა ქვის ხანა, პალეოლითიდან ნეოლითზე გარდამავალი ეპოქა. ამ დროს პლეისტოცენი შეიცვალა ჰოლოცენით. მეზოლითის დასაწყისი ემთხვევა გამყინვარების უკანასკნელი სტადიის დასასრულს. დამახასიათებელია თანამედროვე ჰავა, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ევროპაში მეზოლითი იყო 10-7 ათ. წლის წინ (დადგენილია რადიოლკარბონული მეთოდით), ჩრდილოეთ რაიონებში კი გრძელდებოდა 6-5 ათ. წლის წინათაც, ახლო აღმოსავლეთში — 12-9 ათ. წლის წინ.

საქართველოში თავისებური მეზოლითური თარიღები გვხვდება: მიკროწვეტანები, გვერდებდაბლაგვული მიკროლამელები, თავირიბრეტუშიანი ლამელები, სახერეტები. აგრეთვე თავამოღარული, გვერდამოღარული და დკბილული იარაღი. დიდი რაოდენობითაა ასიმეტრიული იარაღი. საქართველოს მეზოლითური ხანის ძეგლებია: ეძანი, ზურტაკეთი, საგვარჯილე, ახათი, წონა, კუდარი, შავი მღვიმე, ქვაჭარა, იაშთხვა, ჯამპალი, ცივი მღვიმე და სხვა.

დაკრძალვის საქართველოს Théviec - მუზეუმი ტულუზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბუნია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 546, თბ., 1983