შინაარსზე გადასვლა

ნესტორ კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.

ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძე (ფსევდონიმი — ეშმაკი; დ. 1874, ხიდისთავი — გ. 23 ივლისი, 1942, პარიზი, დაკრძალულია ლევილში) — ქართველი პუბლიცისტი, მწერალი, მხატვარ-კარიკატურისტი.

1905 წელს ჩართული იყო გურიის გლეხთა მოძრაობაში. იყო „მოგზაურის“ კორესპონდენტი და აშუქებდა სულთან კრიმ-გირეის შეხვედრებს გურიის გლეხებთან. 1907 წელს აკაკი წერეთელთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნალში „ეკალი“ და „ოხუნჯი“, ასევე თანამშრომლობდა გაზეთ „შუამავალში“, ხოლო 1909 წელს „ჯოჯოხეთსა“ და „ეშმაკის სალამურში“. იყო „ეშმაკის მათრახის“ ფაქტობრივი რედაქტორი, მაგრამ ცენზურის თვალის ასახვევად ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე. შალვა შარაშიძესთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო.

  • კალანდაძე ნ., პირველი ღია წერილი სოლომონ ზურგიელიძეს საიქიოს (ავტორი). - თბილისი, ბართლომე კილაძის გამოცემა და სტ., 1919. - 64გვ.
  • კალანდაძე ნ., ანარქიზმის ბუკინისტი, ლიტერატორ-მეწვრილმანე, ზუგდიდელი ჯგუფის თავი ანუ აკობია პავლე : სატირა (ავტორი). - თბილისი, სტ. გუტენბერგი, 1908. - 14გვ.
  • ხომერიკი, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 327.
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, 1969

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]