ლავროსი კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.

ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე (დ. 23 დეკემბერი, 1903, სოფ. ხიდისთავი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი,

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში, ხოლო მოგვიანებით 1930-1933 წლებში მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში.

ლავროსი კალანდაძე ადრე შეუდგა შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურის სამსახურს შეალია. იყო მწერლობის ისტორიკოსიც, კრიტიკოსიც და თეორეტიკოსიც. კვლევის ინტერესები მოიცავდა, როგორც კლასიკოსთა, ასევე უახლესი ლიტერატურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, თანამედროვე ახალგაზრდების შემოქმედებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები კ. ლორთქიფანიძის, ა. აბშელის, გ. ქუჩიშვილის, ს. ჩიქოვანის, გ. ტაბიძის, ა. მირცხულავას და სხვათა შემოქმედებაზე. მისი ნარკვევი . ბარათაშვილის შესახებგამოიცა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. კრიტიკოსის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკური პრობლემებისადმი მიძღვნილი ვრცელი და ღრმაშინაარსიანი გამოკვლევები. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 200, თბ., 1994