მაქს ვებერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქს ვებერი
Max Weber 1894.jpg
დაბ. თარიღი 21 აპრილი 1864(1864-04-21)[1][2]
დაბ. ადგილი ერფურტი, პრუსია[3]
გარდ. თარიღი 14 ივნისი 1920(1920-06-14)[4][2] (56 წელი)
გარდ. ადგილი მიუნხენი[3]
დასაფლავებულია ბერგფრიდჰოფი
მოქალაქეობა Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსიის სამეფო
Flag of Germany (3-2 aspect ratio).svg ვაიმარის რესპუბლიკა
სამეცნიერო სფერო სოციოლოგია, ისტორია და ეკონომიკა
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალფრედ შიუცი და ჰაროლდ გარფინკელი
მეუღლე მარიან ვებერი
მამა მაქს ვებერი
Max Weber ვიკისაწყობში

მაქსიმილიან კარლ ემილ ვებერი (გერმ. Max Weber; დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე.[5] ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი.[6] ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე. იყო ეკონომისტის და სოციოლოგის — ალფრედ ვებერის უფროსი ძმა.

მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ — აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია“.[7]

მაქს ვებერის მამა იყო სახელმწიფო მოღვაწე და ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრი. 1868 წელს დაიბადა მისი ძმა — ალფრედ ვებერი, რომელიც აგრეთვე ცნობილი სოციოლოგი და ეკონომისტი იყო. 1869 წელს ვებერების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინის გარეუბან შარლოტენბურგში. 4 წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა. 13 წლის ასაკში კითხულობდა არტურ შოპენჰაუერის, იმანუელ კანტისა და სხვათა ნაშრომებს. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალური წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს საკუთარ სახლში. მაქს ვებერი გარდაიცვალა 1920 წლის 14 ივნისს, პანდემიური გრიპისაგან.

ვიკიციტატა
„მეცნიერება თავისი არსით ძალიან რთული რამაა. იგი ხელოვნებას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მოითხოვს ახალ იდეებს და ძველი გამოცდილების საფუძვლიან ცოდნას. თავად მე, როცა სოციოლოგიის შესწავლის დაწყებით მეცნიერების უზარმაზარ სამყაროში პირველად შევდგი ფეხი, მომენტალურად დამემსხვრა წარმოდგენა, რომ მეცნიერული „მიღწევის შექმნა“ ჰგავს საფეხურებს, რომლებზე ასვლაც გონებისა და მოთმინების შემწეობით უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი, რადგან ისევე როგორც ხელოვნებაში, აქაც ცალსახად აუცილებელია იდეა, გენიალური იდეა, რომელიც ხშირად ძალიან მარტივია და მოდის როცა არ ველით, მაგრამ ხშირადვე ველით და მოლოდინი მოლოდინად რჩება...“

[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bendix R., Max Weber. An intellectual portrait, N. Y., 1960.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Record #118629743 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. 3.0 3.1 Вебер Макс, Вебер Макс // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  4. Вебер Макс, Вебер Макс // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) — Т. 4 : Брасос — Веш. შემოწმებული სექტემბერი 27 2015:
  5. "Max Weber." Encyclopædia Britannica. 2009. Encyclopædia Britannica Online. 20 April 2009. Britannica.com
  6. Radkau, Joachim and Patrick Ca miller. (2009). Max Weber: A Biography. Trans. Patrick Ca miller. Polity Press. (ISBN 9780745641478)
  7. ვებერი მაქს – ენციკლოპედიური ლექსიკონი
  8. მოსაზრებები მაქს ვებერის სტატიაზე „მეცნიერება როგორც მოწოდება და პროფესია“