საფრიჭა
საფრიჭა | |
---|---|
კოორდინატები: 43°14′15″ ჩ. გ. 41°35′28″ ა. გ. / 43.23750° ჩ. გ. 41.59111° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3786 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
საფრიჭა, სოფრუჯუ — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3786 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზეა საფრიჭის მყინვარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 169.