კუს კუნძულები (ტავი-ტავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუს კუნძულები
Taganak
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Taganak Poblacion
კოორდინატები 6°05′00″ ჩ. გ. 118°19′00″ ა. გ. / 6.08333333° ჩ. გ. 118.31666667° ა. გ. / 6.08333333; 118.31666667
ფართობი 62.50 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 მეტრი
მოსახლეობა 5 683 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 68
საფოსტო ინდექსი 7507
კუს კუნძულები (ტავი-ტავი) — ფილიპინები
კუს კუნძულები (ტავი-ტავი)

კუს კუნძულები (ოფიციალურად კუს კუნძულების მუნიციპალიტეტი) ― მეხუთე კლასის მუნიციპალიტეტი ტავი-ტავის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 683 ადამიანს შეადგენს.

მუნიციპალიტეტი ასევე ცნობილია, როგორც ფილიპინების კუს კუნძულები,[2] [3] რათა მალაიზიის კუს კუნძულებისგან განარჩიონ. ადგილობრივები კუნძულებს ტაგანაკს უწოდებენ.

კუს კუნძულებზე მოხვედრა რთულია, რადგანაც რეგულარული ტრანსპორტი არ მოძრაობს, რაც კუს კვერცხებზე მონადირეთაგან კუნძულების დაცვას უწყობს ხელს. კუნძულზე რეინჯერთა სადგურიც მდებარეობს. კუნძული-მუნიციპალიტეტი და გარშემორტყმული წყლები კუს კუნძულების ველური ბუნების თავშესაფრის ნაწილია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუს კუნძულები სულუს ზღვაში მდებარეობს,[4] ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფილიპინებსა და მალაიზიას შორის დადგენილი საერთაშორისო საზღვრის მახლობლად.[2] შვიდი მთავარი კუნძულია:[5][6]

ტაგანაკი ― ვულკანური წარმოშობის და უდიდესი კუნძული კუს კუნძულებს შორის. ტაგანაკის ფართობია 116 ჰექტარი (290 აკრი), ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 148 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს;

ბოაანი ― ასევე ცნობილი, როგორც ბოანი, სიდიდით მეორე კუნძული კუს კუნძულებს შორის. კუნძულის ფართობია 76 ჰექტარი (190 აკრი), ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 59 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს;

დიდი ბაკუნგაანი ― ასევე ცნობილი, როგორც დიდი ბაკუნგანი ― სიდიდით მესამეა კუს კუნძულებს შორის. კუნძულის ფართობია 51 ჰექტარი (131 აკრი), ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდნ 58 მეტერის სიმაღლეზე მდებარეობს;

ბაგუანი ― ვულკანური წარმოშობის კუნძული უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ზარის ფორმის კუნძულის ფართობი 29.1 ჰექტარია (72 აკრი), ხოლო უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს;

ლიჰიმანი ― მარჯნის კუნძული. მისი ფართობია 29 ჰექტარი (72 აკრი). კუნძული ტალახის ვულკანებითაა ცნობილი;

ლინგაანი ვაკის ფორმის მარჯნის კუნძულია. მისი ფართობი 7 ჰექტარი, ხოლო პერიმეტრი 458 მეტრია;

სიბაუნგი ― უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ბოაანიდან 7.2 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. კუნძულის ფართობი 0.1 ჰექტარია.

კუს კუნძულები

მტკნარი წყალი ყველაზე პატარა, სიბაუნგის კუნძულის გარდა, ყველა კუნძულზეა.[7] მცირე ზომისა და იმის გამო, რომ კუნძულზე მტკნარი წყალი არ არის, ზოგჯერ სიბაუნგი ფილიპინების კუს კუნძულებს შორის არ მოიხსენიება. მაგალითად, №171 საპრეზიდენტო პროკლამაციაში, რომლის საფუძველზეც კუს კუნძულების ველური ბუნების თავშესაფარი შეიქმნა, მხოლოდ ექვსი კუნძულია მოხსენიებულია, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი შვიდივე კუნძულს მოიცავს.[8]

კუს კუნძულები ორ ბარანგაიდ იყოფა: ტაგანაკის პობლასიონად და ლიკუდ ბაკაოდ.

ფილიპინებში ტალახის ვულკანები მხოლოდ კუს კუნძულებზე არსებობს. ტალახის ვულკანები ლიჰიმანზე, დიდ ბაკუნგაანსა და ბოაანზე მდებარეობს. კუნძულ ბოაანზე ტალახის ვულკანების ამოფრქვევა 2000 წლის აგვისტოში შეწყდა.[7]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის პარიზის ზავით, ესპანეთისგან „ფილიპინების კუნძულთა არქიპელაგი“ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაეცა. ზავის პირობები 1900 წლის ვაშინგტონის ზავით განმტკიცდა. ფილიპინების კუს კუნძულებსა და მენგსის კუნძულებზე სუვერენიტეტი, რომელთაც ჩრდილოეთ ბორნეოს ბრიტანული კომპანია მართავდა, აშშ-ს გადაეცა. 1930 წელს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საერთაშორისო ზავი დაიდოდა ორი სახელმწიფო საერთაშორისო საზღვარზე შეთანხმდა. გაერთიანებული სამეფო დათანხმდა, რომ სიბუანგი, ბოაანი, ლიჰიმანი, ლანგაანი, დიდი ბაკუნგაანი, ტანგანაკი და ბანგუანი (კუს კუნძულები) და მანგსის კუნძულები ფილიპინების არქიპელაგის ნაწილი იყო და შესაბამისად, აშშ-ის სუვერენიტეტის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

1946 წლის 4 ივლისს ფილიპინებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. იმავე წლის 19 სექტემბერს რესპუბლიკამ გაერთიანებულ სამეფოს კუს კუნძულებისა და მენგსის კუნძულების გადაცემა სთხოვა. გაერთიანებული სამეფო ფილიპინების თხოვნას დათანხმდა და ერთობლივი კომიტეტი შეიქმნა. საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, 1947 წლის 16 ოქტომბერს კუს კუნძულები ფილიპინების დაქვემდებარებაში გადავიდა.[9][10]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანაკი, ბოაანი დიდი ბაკუნგაანი, ლიჰიმანი და ლანგაანი დასახლებული კუნძულებია. ბაგუანი, კუთა ბუდობისთვისაა დაცული და ყველაზე პატარა კუნძული, სიბაუნგი ― დაუსახლებელია.[11] 2020 წლის აღწერით, ხუთი კუნძულის მოსახლეობა 5 683 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 1 485 ადამიანი 1/კმ²-ზე. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ აღემატება.[12]

სოფლის მეურნეობა და აკვაკულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლებულ კუნძულებზე ძირითადად სოფლის-მეურნეობაა განვითარებული და ქოქოსი მოჰყავთ. კუს კუნძულებზე განვითარებულია წყალმცენარეების მრეწველობაც. თითქმის ყველა სახეობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური ღირებულება გააჩნია.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 Philippine Turtle Islands. ციტირების თარიღი: 1 March 2008
  3. Lessons Learned from the Philippine Turtle Islands (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-05. ციტირების თარიღი: 2021-11-02.
  4. Sulu Sea. ციტირების თარიღი: 2021-10-20
  5. Convention Regarding the Boundary Between the Philippine Archipelago and the State of North Borneo. ციტირების თარიღი: 22 October 2015
  6. U.S. Coast and Geodetic Survey (1921). United States Coast Pilot, Philippine Islands, Vol. 2. Washington: Government Printing Office, გვ. 309-310. 
  7. 7.0 7.1 Geophysical Features of the Six Philippine Turtle Islands.
  8. Presidential Proclamation 171 of 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-02. ციტირების თარიღი: 2021-11-02.
  9. Exchanges of Notes Between the Government of the United Kingdom and The Government of The Republic of The Philippines Regarding the Transfer of the Administration of the Turtle and Mangsee Islands to the Philippine Republic.
  10. Richards, Peter C. (6 December 1947). „New Flag Over Pacific Paradise“. The Sydney Morning Herald. p. 11. ციტირების თარიღი: 22 October 2015 – წარმოდგენილია news.google.com-ის მიერ.
  11. Vulnerability Assessment in Turtle Islands, Tawitawi (29 June 2016).
  12. 12.0 12.1 „Environment Agencies Tackle Marine Wildlife Sanctuary Issues in 2-Day Tawi-Tawi Meeting“. Mindanao Examiner. 28 July 2009.