ფერდინანდ მარკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდ მარკოსი
ფერდინანდ მარკოსი
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 1965 – 25 თებერვალი, 1986
წინამორბედიდიოსდადო მაკაპაგალი
მემკვიდრეკორასონ აკინო

ფილიპინების პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივნისი, 1978 – 8 აპრილი, 1981
წინამორბედითანამდებობა აღდგა
მემკვიდრესესარ ვირატა

დაბადებული11 სექტემბერი, 1917
სარატი, ფილიპინები
გარდაცვლილი28 სექტემბერი, 1989
ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
მამამარიანო მარკოსი
დედახოსეფა ედრალინი
მეუღლეიმელდა მარკოსი
შვილებიიმელდა, ფერდინანდი, ირენი
განათლებაფილიპინების უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

ფერდინანდ მარკოსი (დ. 11 სექტემბერი 1917, სარატი, ფილიპინები — გ. 28 სექტემბერი, 1989, ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ) — ფილიპინების პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1965-1986 წწ.

დაიბადა 1965 წელს ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში. 1939 წელს დაამთავრა ფილიპინების სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული კოლეჯი და მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთ აზიის ფრონტზე და ომი დაასრულა მაიორის ტიტულით.

ფილიპინების დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1946-1948 წლებში მსახურობდა პრეზიდენტ მანუელ როხასის ტექნიკურ მრჩევლად. 1959 წელს აირჩიეს სენატში. 1963-1965 წლებში იყო სენატის თავმჯდომარე. 1965 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე წამოაყენა კანდიდატურა. ამავე წლის 30 სექტემბერს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1969 წელს აირჩიეს მეორე ვადით. 1972 წელს გაუარესდა ურთიერთობა მარკოსს და ქვეყნის სენატსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ასეთ ვითარებაში 1972 წელს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და შეცვალა კონსტიტუცია. 1973 წელს მიიღო ახალი კონსტიტუცია. ციხეში გააგზავნა ძალიან ბევრი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, მათ შორის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე ბენინიო აკინო, რომელიც მოკლეს 1983 წელს, უამრავი მოღვაწე საზღვარგარეთ გაიქცა.

1974 ქვეყანაში მოახდინა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია, კომუნისტები გამოუშვა ციხიდან, ხოლო პარტიამ შეწყვიტა შეიარაღებული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1986 წელს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც გამარჯვებულად კვლავ მარკოსი გამოცხადეს. მისი მოწინააღმდეგე იყო ბენინიო აკინოს ქვრივი კორასონ აკინო, რომელიც სათავეში ჩაუდგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას, რასაც 1986 წლის თებერვალში მოჰყვა მარკოსის მმართველობის დამხობა. მარკოსი გაიქცა ჰონოლულუში, სადაც გარდაიცვალა 1989 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]