ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში
ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინადანაოში | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | კოტაბატო (ქალაქი) | ||
შიდა დაყოფა | ბასილანი, სამხრეთი ლანაო, მაგინდანაო, სულუ (პროვინცია) და ტავი-ტავი | ||
კოორდინატები | 7°13′00″ ჩ. გ. 124°15′00″ ა. გ. / 7.21667° ჩ. გ. 124.25000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1989 | ||
ფართობი | 12535.79 კმ² | ||
გაუქმდა | 2019 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.armm.gov.ph | ||
| |||
ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში (ტაგალურ ენაზე: Rehiyong Awtonomo ng Muslim Mindanao; არაბულ ენაზე: الحكم الذاتي الاقليمي لمسلمي مندناو Al-ḥukm adh-dhātiyy al-'aqlīmiyy limuslimiyy mindanāu;[1][2] აბრევიატურა არმმ) იყო ავტონომიური რეგიონი ფილიპინებში. მდებარეობდა მინდანაოს კუნძულთა ჯგუფში და შედგებოდა მუსილიმებით დომინირებული ხუთი პროვინციისგან: ბასილანი (ისაბელას გარდა), სამხრეთ სალანო, მაგინდანაო, ტავი-ტავი და სულუ. აარმ ერთადერთი რეგიონი იყო, რომელსაც საკუთარი მთავრობა ჰყავდა. რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ქალაქ კოტაბატოში იყო, თუმცა თვითმმართველი ქალაქი რეგიონის იურისდიქციის გარეთ იყო.
ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში 2006 წლიდან 2008 წლის 16 ივლისამდე მოიცავდა შარიფ-კაბუნსუანის პროვინციას, როცა ფილიპინების უზენაესმა სასამართლომ „მუსლიმური მინდანაოს ავტონომიის აქტი 201“, რომლის მიხედვითაც პროვინცია შეიქმნა, არაკონსტიტუციურად ცნო.[3]
2012 წლის 7 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ბენინიო აკინომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ავტონომიურ რეგიონში მშვიდობის დამყარებას ისახავდა მიზნად.[4][5] 2018 წლის 26 ივლისს აკინოს მემკვიდრემ, პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ხელი მოაწერა ბანგსამოროს ორგანულ კანონს, რომელმაც ახალი ავტონომიური პოლიტიკური ერთეულის, ბანგსამოროს შექმნას შეუწყო ხელი.[6][7]
ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ორგანული კანონის რატიფიცირების შემდეგ გაუქმდა და რეგიონის შიდა მთავრობის, ბანგსამოროს ტრანზიციის სააგენტოს ხელმძღვანელობით მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიურმა რეგიონმა ჩაანაცვლა.[8][9][10][11]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაოში მდებარეობდა ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, მინდანაოში. რეგიონი შეიქმნა 6734-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად, რომელსაც პრეზიდენტმა კორასონ აკინომ 1989 წლის 1 აგვისტოს მოაწერა ხელი. მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის შექმნასთან დაკავშირებით პლებისციტი 1989 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა მაგინდანაოს, სამხრეთ ლანაოს, სულუსა და ტავი-ტავის პროვინციებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონი დაარსდა 1989 წლის 1 აგვისტოს, 6734-ე რესპუბლიკური აქტის (ასევე ცნობილი როგორც ორგანული აქტი) საფუძველზე. პლებისციტი ჩატარდა შემდეგ პროვინციებში: ბასილანი, კოტაბატო, სამხრეთ დავაო, ჩრდილოეთ დავაო, სამხრეთ ლანაო, მაგინდანაო, პალავანი, სამხრეთ კოტაბატო, სულთან-კუდარატი, სულუ, ტავი-ტავი, ჩრდილოეთ ზამბოანგა და სამხრეთ ზამბოანგა და ქალაქებში: კოტაბატო, დაპიტანი, დიპოლოგი, გენერალ-სანტოსი, კორონადალი, ილიგანი, მარავი, პაგადიანი, პუერტო-პრინცესა და ზამბოანგა, რათა გაერკვიათ, ამ პროვინციებისა და ქალაქების მცხოვრებლებს სურდათ თუ არა მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში შესვლა. მხოლოდ ოთხმა პროვინციამ, სამხრეთ ლანაომ (ქალაქ მარავის გარდა), მაგინდანაომ, სულუმ და ტავი-ტავიმ ახალ ავტონომიურ რეგიონში შესვლას დაუჭირა მხარი. რეგიონის ოფიციალური ინაუგურაცია 1990 წლის 6 ნოემბერს შედგა ქალაქ კოტაბატოში, რომელიც მის დედაქალაქად გამოცხადდა.[12]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რეგიონი მუსლიმურ მინდანაშო შედგებოდა 2 შემადგენელი ქალაქის, 116 მუნიციპალიტეტისა და 2 490 ბანგარაისგან. ქალაქები, ისაბელა და კოტაბატო არმმ-ის ადმინისტრაციული იურისდიქციის ქვეშ არ შესულა, იმის მიუხედავად, რომ ადრე ბასილანის შემადგენლობაში შედიოდა და მოგვიანებით გეოგრაფიულად (თუმცა არა პოლიტიკურად) მაგინდანაოს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა.
მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმასრულებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონის მეთაური რეგიონის გუბერნატორი იყო. ის და რეგიონის ვიცე-გუბერნატორი ადგილობრივი აღმასრულებელი მოხელეების მიერ პირდაპირი წესით აირჩეოდნენ. რეგიონული ბრძანებები რეგიონული ასამბლეის მიერ შემუშავსდებოდა, ხოლო ასამბლეის წევრები პირდაპირი ხმის მიცემის წესით აირჩეოდნენ. რეგიონული არჩევნები ჩვეულებრივ ეროვნული და ადგილობრივი არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ იმართდებოდა. რეგიონული მოხელეები სამი წლის ვადით აირჩეოდნენ და უფლებამოსილების გახანგრძლივება კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლებოდა.
რეგიონული გუბერნატორი რეგიონული მთავრობის მთავარი აღმასრულებელი მოხელე იყო და საკუთარი კაბინეტი ჰყავდა, რომლის წევრთა რაოდენობაც 10-ს არ აღემატებოდა. უმაღლესი მოხელეები კაბინეტის წევრებად რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეის დამტკიცების შემდეგ ინიშნებოდნენ და ყველა რეგიონულ აღმასრულებელ კომისიას, სააგენტოს, საბჭოს, ბიუროსა და ოფისს აკონტროლებდნენ.
აღმასრულებელი საბჭო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმასრულებელი საბჭო ავტონომიური რეგიონის სამთავრობო საკითხებში რეგიონული გუბერნატორის მრჩეველი ორგანოა. იგი რეგიონული გუბერნატორის, რეგიონული ვიცე-გუბერნატორის, და რეგიონული გუბერნატორის სამი მოადგილის (თითოეული წარმოადგენდა ქრისტიანების, მუსლიმანებისა და ადგილობრივი კულტურული თემების ინტერესებს). რეგიონული გუბერნატორი და რეგიონული ვიცე-გუბერნატორი სამწლიანი ვადით აირჩეოდა და მაქსიმუმ სამჯერ შეიძლებოდა აერჩიათ.
საკანონმდებლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი რეიგონული საკანონმდებლო ასამბლეა იყო, რომელსაც სპიკერი მეთაურობდა. ასამბლეა წარმომადგენლობითი სახლის ყოველი რეგიონიდან არჩეული სამი წევრისგან კომლექტდებოდა. გაუქმების დროისთვის მუსლიმურ მინდანაოში ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეა 24 წევრისგან შედგობა: 6 მათგანი სამხრეთ ლანაოდან იყო არჩეული (მათ შორის ქალაქ მარავიდან), 6 - მაგინდანაოდან, 6 - სულუდან, 3 - ბასილანიდან და 3 - ტავი-ტავიდან.
რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეა არმმ-ის ხელისუფლების საკანონმდებლო შტო იყო. რეგულარული წევრები (3 წევრი/რაიონი) და წარმომადგენლები სამი წლის ვადით აირჩეოდნენ და ზედიზედ სამჯერ შეიძლებოდა არჩეულიყვნენ. რეგიონული საკნონმდებლო ასამბლეა ავტონომიურ რეგიონში ახორციელბდა ყველა საქმიანობას, გარდა შემდეგი სფეროებისა: საგარეო საქმე, ეროვნული თავდაცვა და უსაფრთხოება, აუდიტი, ეროვნული არჩევნები, საზღვაო, სახმელეთი და საჰაერო ტრანსპორტი, კომუნიკაციები, პატენტები, საავტორო უფლებები და საგარეო ვაჭრობა.
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგსამოროს რეგიონის მოსახლეობას მუსლიმები, ქრისტიანები და ლუმადები შეადგენენ, რომელთა შორისაც ფართოდაა გავრცელებული კულინტანგის მუსიკა, გონგის თანხლებით შესრულებული სპეციფიკური მუსიკა, რომელიც სამხრეთ ფილიპინებში როგორც მუსლიმ, ისე არამუსლიმ მოსახლეობაშია გავრცელებული. ბანგსამოროს თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს ინდივიდუალური არქიტექტურა, არამატერიალური კულტურა და სახვითი ხელოვნება აქვს. რეგიონში განსხვავებული არქიტექტურული სტილის გამორჩეული ნიმუშია სამეფო სულუს არქიტექტურა, რომელიც მაიმბუნგში დარუ ჯამბანგანის (ყვავილების სასახლე) ასაგებად გამოიყენეს. 1932 წლსი ტაიფუნის დროს სასახლე ძლიერ დაზიანდა და აღარ აღდგენილა, რის შემდეგაც ამერიკული მმართველობის პერიოდშივე (1901-1935) დაანგრიეს.[13][14] ყვავილების სასახლე ფილიპინების უდიდესი სასახლე უნდა ყოფილიყო. 1033 წლიდან ქალაქ მაიმბუნგის რესტავრაცია დაიწყო. 2010-იან წლებში ქალაქის მახლობლად სასახლის მცირე ასლი დადგეს. 2013 წელს მაიმბუნგი ყოფილი სულუს სასულთნოს სამეფო დედაქალაქად გამოაცხადეს.[15][16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Autonomous Region in Muslim Mindanao – Official Website
- Bureau of Public Information – ARMM – Latest News & Events in ARMM
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Official Issuances. Autonomous Region in Muslim Mindanao. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2014. ციტირების თარიღი: April 16, 2016.
- ↑ (2013) Mga Pangalan ng Tanggapan ng Pamahalaan sa Filipino – Edisyong 2013 (Filipino, English). Komisyon ng Wikang Filipino, გვ. 38. ISBN 978-971-0197-22-4. ციტირების თარიღი: ნოემბერი 12, 2020. დაარქივებული March 29, 2017[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Llanto, Jesus F. (July 17, 2008). „Supreme Court voids creation of Shariff Kabunsuan“. ABS-CBN News.
- ↑ Pedrasa, Ira (October 7, 2012). „Govt reaches deal with MILF to end rebellion“. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
- ↑ Oliveros, Renato T.. (February 8, 2013) The Bangsamoro reframes the Muslim-Filipino identity. ციტირების თარიღი: April 13, 2015
- ↑ „Duterte signs Bangsamoro law“. ABS-CBN News (ინგლისური). July 26, 2018. ციტირების თარიღი: July 26, 2018.
- ↑ „Duterte signs Bangsamoro Organic Law“. CNN Philippines (ინგლისური). July 26, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2018. ციტირების თარიღი: July 26, 2018.
- ↑ Arguillas, Carolyn (February 2, 2019). „Appointments to Bangsamoro transition body out after Feb. 6 plebiscite“. MindaNews. ციტირების თარიღი: February 2, 2019.
- ↑ Comelec ratifies Bangsamoro Organic Law en-US. ციტირების თარიღი: February 6, 2019
- ↑ Depasupil, William; Reyes, Dempsey (January 23, 2019). „‘Yes’ vote prevails in 4 of 5 provinces“. The Manila Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 23, 2019. ციტირების თარიღი: January 26, 2019.
- ↑ Galvez, Daphne (January 22, 2019). „Zubiri: Overwhelming ‘yes’ vote for BOL shows Mindanao shedding its history of conflict“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: January 26, 2019.
- ↑ Autonomous Region in Muslim Mindanao. United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 15, 2013. ციტირების თარიღი: October 12, 2013.
- ↑ Selga, Miguel (1932). „The Typhoon of Jolo—Indo-China (April 29–May 5, 1932)“. Monthly Weather Review. 60 (5): 124–125. doi:10.1175/1520-0493(1932)60<124b:TTOJAM>2.0.CO;2 – წარმოდგენილია AMS Publications-ის მიერ.
- ↑ Philippines. Weather Bureau (1932). Meteorological Bulletin. Bureau of Printing.
- ↑ Whaley, Floyd (October 21, 2013). „Obituary: Jamalul Kiram III / Self-proclaimed 'poorest sultan'“. Pittsburgh Post-Gazette. ციტირების თარიღი: February 2, 2015.
- ↑ Whaley, Floyd (September 21, 2015). „Esmail Kiram II, Self-Proclaimed Sultan of Sulu, Dies at 75“. The New York Times. ციტირების თარიღი: February 2, 2015.
|