სულუს პროვინცია
სულუ Wilāya Sūg | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
შიდა დაყოფა | ბანგინგი (სულუ), ჰაჯი-პანგლიმა-ტაილი, ინდანანი, ხოლო, კალინგალან-კალუანგი, ლუგუსი (სულუ), ლუუკი (სულუ), მაიმბუნგი, პანამაო, ომარი (სულუ), პანდამი, პანგლიმა-ესტინო, პანგუტარანი, პარანგი (სულუ), პატა (სულუ), პატიკული, სიასი (სულუ), ტალიპაო და ტაპული | ||||
კოორდინატები | 6°00′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. / 6.00000° ჩ. გ. 121.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Abdusakur Tan | ||||
დაარსდა | 10 მარტი, 1917 | ||||
ფართობი | 1600.40 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 000 108 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 68 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7400–7416 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.sulu.gov.ph | ||||
სულუს პროვინცია (ტაგალ. Lalawigan ng Sulu) ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს სულუს ზღვის სამხრეთით, სულავესის ზღვის ჩრდილოეთით. შედის სულუს არქიპელაგის შემადგენლობაში. მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის ნაწილი.
პროვინციის დედაქალაქია ხოლო, რომელიც ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს მაიმბუნგი, სულუს სასულთნოს სამეფო დედაქალაქიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაესპანური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულუზე ისლამის გავრცელებამდე, ადგილობრივი მოსახლეობა ანიმიზმის მიმდევარი იყო. მოგვიანებით, ადგილობრივებში ბუდიზმი და ინდუიზმი გავრცელდა. ისლამის გავრცელებამდე საუკუნეებით ადრე აქ ლუპაჰ-სუგის სამეფო არსებობდა.
XII საუკუნის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ისლამის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ვაჭრებმა შეასრულეს. XII საუკუნეში სულუსა და მინდანაოზე არაბებმა, სპარსელებმა და სხვა მუსლიმმა მისიონერებმა გაავრცელეს ისლამი.
XVI საუკუნეში ფილიპინების კოლონიზაცია ესპანელლებმა დაიწყეს. მათ კათოლიციზმის გავრცელებას, ეკლესია-სახელმწიფოს დიქტომოიური პოლიტიკური სისტემის დანერგვას შეუწყეს ხელი, რასაც 1578-1899 წლებში მოროებსა და ესპანელებს შორის გამანადგურებელი ბრძოლები მოჰყვა. XIX საუკუნის შუა ხანებში სულუს სასულთნო ტავი-ტავისა და სულუს ტერიტორიაზე ესპანეთის სუვერენიტეტს ფორმალურად აღიარებდა, თუმცა ესპანელთა სუვერენიტეტი მხოლოდ სამხედრო სადგურებით, გარნიზონებითა და სამოქალაქო დასახლებებით გამოიხატებოდა. ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ესპანელებმა რეგიონი დატოვეს.
ავტონომია და უახლესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წელს სულუს პროვინცია მუსლიმური მინდანაოს ავტონომიური რეგიონის ნაწილი გახდა. მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტსა და ფილიპინების მთავრობას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო. მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის დამაარსებელი, ნურ მისუარი, რომელიც სულუს მკვიდრი იყო და სულუს სასულთნოს აკუთვნებდა თავს, 1996-2001 წლებში მთელი რეგიონის გუბერნატორი იყო.
2016 წელს დარუ ჯამბანგანის მცირე ასლი ქალაქ ტალიპაოში დაიდგა. ასლი ორიგინალი სასახლის მეოთხედი ზომისაა. ყვავილების სასახლის თავდაპირველ ადგილას აღდგენის სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. მაიმბუნგში სასახლის რეკონსტრუქცია კულტურისა და ხელოვნების ეროვნულ კომისია და ფილიპინების ეროვნულ მუზეუმს ავალიათ.
2019 წელს ჩატარებული ბანგსამოროს ავტონომიის პლებისციტის შედეგად ბანგსამოროს ორგანული კანონი რატიფიცირდა, რის შემდეგაც მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი შეიქმნა. მართალია, სულუში ინიციატივა ჩავარდა, მაგრამ ხმები რეგიონის მასშტაბით ითვლებოდა და საბოლოოდ სულუს პროვინციაც ახალი რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის საერთო ფართობი 1 600.4 კმ²-ია. სულუს მთავარი კუნძულის, ხოლოს ფართობი 868.5 კმ²-ია, რომელიც ფილიპინების არქიპელაგის მასშტაბით, სიდიდთ მე-16 კუნძულია.
პროვინცია სულუს არქიპელაგის შემადგენლობაშია, რომელიც ჩრდილოეთით ზამბოანგის ნახევარკუნძულიდან სამხრეთით ბორნეომდეა გადაჭიმული. ჩრდილო-ათმოსავლეთით ბასილანი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ტავი-ტავი მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით სულუს ზღვა, ხოლო სამხრეთით სულავესის ზღვა მდებარეობს. სულუ 157 კუნძულს მოიცავს, რომელთა ნაწილი უსახელოა.
კუნძულები ოთხ ჯგუფად იყოფა: ხოლოს, პანგუტარანის, ტონგკილ-ბანგიგის (სამალესის) და სიასი-ტაპულის ჯგუფი.
სულუ 19 მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. პროვინცია 410 ბარანგაის მოიცავს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა 1 000 108 ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 620 ადამიანი 1 კმ²-ზე.
სულუს არქიპელაგის მოსახლეობის უმრავლესობას ტაუსუგები შეადგენენ. ტაუსუგები ფილიპინების ბინადართაგან ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ისლამი მიიღო. ზღვასთან სიახლოვის გამო მათ ხშირად „დინების ხალხს“ უწოდებენ. სულუს ლინგუა ფრანკა ტაუსუგის ენაა. ადგილობრივ ენებს შორის აღსანიშნავია სამას ენა, რომლის ტონებსა და აქცენტებს შორის სხვაობამ სინამური დიალექტების განვითარებას შეუწყო ხელი. ბევრი ადგილობრივი ბარტერით მოვაჭრეა და სავაჭრო მალაიურ ენას ფლობს.
2015 წლის აღწერით, სულუს მოსახლეობის 99%-ს ისლამის მიმდევრები შეადგენენ. მუსლიმი მოსახლეობის უმრავლესობა სუნიზმის მიმდევარია.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულუს პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სოფლის მეურნეობაა. წამყვანი დარგია თევზჭერაც. პროვინციის ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს ქოქოსის, სულუს ყავის, ლანგსატის, ფორთოხლის მოყვანას, ასევე ეკზოტიკური ხილის: სართავი ბანანის, დურიოსა და მანგოსტანის მოყვანას.
სულუს ზღვა ფილიპინების ერთ-ერთი უმდიდრესი სათევზაო სივრცეა. პროვინციაში განვითარებულია მარგალიტის მრეწველობაც. კუნძულ მარუნგასზე მარგალიტის ფერმაა გაშენებული.
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (SANGGUNIANG PANLALAWIGAN) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სულუს პროვინციის ამჟამინდელი გუბერნატორი აბდუსაკურ მ. ტანია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — აბდუსაკურ ა. ტანი II.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Philippine Standard Geographic Code დაარქივებული 2012-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Local Governance Performance Management System
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|