შინაარსზე გადასვლა

ბორიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტანიუმის დიბორიდის კრისტალური სტრუქტურა. __ Ti     __ B

ბორიდები — ბორის ნაერთები ლითონებთან. ბორიდებს ახასიეთებს როგორც ლითონური, ისე არალითონური (ნახევრად გამტარი) ნივთიერებების თვისებები. ლითონური თვისებებია: მაღალი თბო- და ელექტროგამტარობა, ლიტონური ბზინვა, ტემპერატურის გადიდების შედეგად ელექტროწინაღობის კოეფიციენტის ზრდა. ბორიდების უმრავლესობა მჟავამედეგია (მაგალითად, -ზე არ მოქმედებს მდუღარე თეზაფიც კი), ნაკლებად პლასტიკური და მეტად სალია (მიკროსისალე 20-30 გნ/მ2). -ის სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯისას (როცა მისი ფორიანობა 2-3%-ს უდრის) 380 მეგნ/მ2-ია. -ის დრეკადობის მოდულია 650 გნ/მ2, -ის — 700 გნ/მ2, -ის — 685 გნ/მ2, ხოლო -ისა — 790 გნ/მ2.

ბორიდები
ფორმულაCAS ნომერისიმკვრივე (გ/სმ3)დნობის ტემპერატურა (°C)
TiB212045-63-54.383225
ZrB212045-64-66.173050
HfB212007-23-711.23650
VB212007-37-35.102450
NbB12045-19-17.52270
NbB212007-29-36.973050
TaB12007-07-714.22040
TaB212007-35-111.23100
CrB212007-16-85.202170
Mo2B512007-97-57.482370
W2B512007-98-614.82370
Fe2B12006-85-87.31389
FeB12006-84-771658
CoB12006-77-87.251460
Co2B12045-01-18.11280
NiB12007-00-07.131034
Ni2B12007-01-17.901125
LaB612008-21-86.152715
UB412007-84-09.322530
UB212007-36-212.72430

ბორიდების მისაღებად ლითონთა ჟანგეულებს აღადგენენ ბორის კარბიდისა და მურის ნარევით () ან ლითონთა ჟანგეულებისა და ბორის ანჰიდრიდის ნარევს აღადგენენ მურით (). არსებობს აგრეთვე ბორიდების მიღების მაგნიტოთერმული და სხვა მეთოდები.

ბორიდების ფხვნილის დაწნეხითა და შეცხობით ან ცხლად დაწნეხით ამზადებენ მკვრივ ნაკეთობებს. ბორიდებს იყენებენ რადიოელექტრონიკაში, ბირთვულ ტექნიკაში (სარეგულაციო მასალად და ბირთვული გამოსხივებისაგან დასაცავად), მეტალურგიაში, მანქანათმშენებლობაში.