სალმან რუშდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სალმან რუშდი
Hayfestival-2016-Salman-Rushdie-1-cu.jpg
დაბ. თარიღი 19 ივნისი 1947(1947-06-19)[1] [2] [3] [4] [5] (71 წელი)
დაბ. ადგილი მუმბაი[6]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ესეისტი, სცენარისტი და საბავშვო მწერალი
ენა ინგლისური ენა[7]
მოქალაქეობა Flag of India.svg ინდოეთი
Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთი
ალმა-მატერი რაგბის სკოლა, სამეფო კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
ჟანრი მაგიური რეალიზმი
Magnum opus სატანური ლექსები
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის, PEN Pinter Prize, ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ჰანს კრისტიან ანდერსენის ლიტერატურული პრემია, ბუკერის პრემია, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, კურტ ტუხოლსკის პრემია, Q6354142? და რაინდი-ბაკალავრი
მეუღლე მარიან უიგინზი[8] და პადმა ლაკშმი
საიტი salman-rushdie.com

აჰმედ სალმან რუშდი (Sir Ahmed Salman Rushdie; დევანაგარი: सर अहमद सलमान रुश्दी ნასტ.:سلمان رشدی; დ. 19 ივნისი, 1947) — ბრიტანელი ინდოელი მწერალი, ესეისტი. პირველი წარმატება მისმა მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მისი ადრეული თხზულებების უმრავლესობა ინდოეთის ქვეკონტინენტზეა დაფუძნებული. მის სტილს ხშირად მაგიურ რეალიზმს მიაწერენ, თუმცა ამასთან მისი ნამუშევრების მთავარი თემა ხანგრძლივი, მდიდარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ისტორიაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების, მათი რღვევისა და მიგრაციების შესახებ.

მისი მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრებამ მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში. 2007 წლიდან ის ემორის უნვერსიტეტშია მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები:

მოთხრობების კრებულები:

  • „აღმოსავლეთი, დასავლეთი“ / East, West (1994) (მოთხრობები)

პუბლიცისტიკა:

  • „აღმოსავლეთის ციალი“/ The East is Blue (2004) (ესსეისტიკა)
  • „იაგუარის ღიმილი: ნიკარაგუული დღიური“ / The Jaguar Smile: A Nicaraguan Journey (1987)
  • „გამოგონილი სამშობლო: ესსე და კრიტიკა“ / Imaginary Homelands: Essays and Criticism, 1981—1991 (1992) (ესსეისტიკა)
  • „ამ ზღვარის გადაკვეთა: ესსეების კრებული“ / Step Across This Line: Collected Nonfiction 1992—2002 (2002)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: