მარგარიტა ფრანგი (1157-1197)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარიტა ფრანგი
Marguerite de France
Margaret of France (1197).jpg
ინგლისის დედოფალი
კორონაცია: 27 აგვისტო 1172, უესტმინსტერის სააბატო
მმართ. დასაწყისი: 27 აგვისტო 1172
მმართ. დასასრული: 11 ივნისი 1183
წინამორბედი: ელეონორ აკვიტანიელი
მემკვიდრე: ელეონორ აკვიტანიელი
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1186
მმართ. დასასრული: 1196
წინამორბედი: აგნეს ანტიოქიელი
მემკვიდრე: კონსტანსია არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1157
გარდ. თარიღი: 18 სექტემბერი 1197 (40 წლის)
მეუღლე: 1. ჰენრი, ინგლისის მეფე
2.ბელა III, უნგრეთის მეფე
დინასტია: კაპეტინგები
მამა: ლუი VII, საფრანგეთის მეფე
დედა: კონსტანსია კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა ფრანგი (ფრანგ. Marguerite de France, ინგლ. Margaret of France, უნგრ. Margit Capet; დ. 1157 - გ. 18 სექტემბერი 1197) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კონსტანცია კასტილიელის ასული. ინგლისის დედოფალი 1172-1183 წლებში როგორც ჰენრი ახალგაზრდას, ხოლო უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი 1186-1196 წლებში როგორც ბელა III-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარიტა იყო საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ კონსტანსია კასტილიელის უფროსი ქალიშვილი. მისი უფროსი ნახევარ-დები მარი და ალისი, ასევე იყვნენ მისი მომავალი ქმრის ნახევარ-დებიც.

1160 წლის 2 ნოემბერს იგი დანიშნეს ინგლისის პრინც ჰენრიზე. ჰენრი ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის ხუთი ვაჟიდან უფროსი იყო. ელეონორ აკვიტანიელი წარსულში ლუი VII-ის ცოლი იყო. ნიშნობისას ჰენრი ხუთი წლის იყო, ხოლო მარგარიტა სამის.

ინგლისის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1170 წლიდან მარგარიტას ქმარი ჰენრი II-ის თანამმართველი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს არქიეპისკოპოსი თომას ბეკეტი დევნილობაში იმყოფებოდა, ჰენრისა და მარგარიტას კორონაცია არ მომხდარა. 1172 წლის 27 აგვისტოს ჰენრი II შვილის სასარგებლოდ გადადგა, ამავე დღეს უინჩესტერის საკათედრო ტაძარში ჰენრი და მარგარიტა ინგლისის მეფე-დედოფლად აკურთხეს. მალევე გამოაცხადეს, რომ მარგარიტა ორსულად იყო. მან ორსულობა პარიზში გაატარა, სადაც 1177 წლის 19 ივნისს ნაადრევი მშობიარობით ვაჟი გააჩინა, რომელიც სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

1182 წელს დედოფალ მარგარიტას ბრალი დასდეს მეფის ღალატში მარშალ უილიამ პერბროკთან. ჰენრიმ დაიწყო განქორწინების პროცესი მრუშობის გამო, თუმცა მარგარიტას ეს ვერ დაუმტკიცეს და შესაბამისად ვერც განქორწინდნენ. ყოველივე ამ სკანდალის შემდეგ ჰენრიმ საფრანგეთთან ომი განაახლა. იგი 1183 წლის 11 ივნისს ბრძოლაში მოკლეს ფრანგებმა. ვინაიდან მარგარიტასა და ჰენრის შვილი არ ჰყავდათ, ტახტზე კვლავ მისი მამამთილი, ჰენრი II ავიდა. მალევე დაიწყო მოლაპარაკებები ახალ ქორინებასთან დაკავშირებით. მარგარიტას ძმამ 1186 წელს იგი მიათხოვა ახლად დაქვრივებულ უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ბელა III-ს.

უნგრეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1186 წელს მარგარიტა ჩავიდა უნგრეთში და ბუდაში დაქორწინდა ბელა III-ზე. ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო. აქედან მოყოლებული მარგარიტა უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი გახდა.

როგორც ჩანს, 1177 წელს ბავშვის გაჩენამ მარგარიტას ორგანიზმი სერიოზულად დააზიანა და ამის შემდეგ მას ბავშვები აღარ, უფროსწორედ ვეღარ გაუჩენია.

1196 წელს ბელა საღვთო რომის იმპერიაში ბრძოლის დროს დაიღუპა. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა ბელასა და მისი პირველი განსვენებული ცოლის, დედოფალ აგნეს ანტიოქიელის ვაჟი ემერიკი. ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში 1197 წლის 18 სექტემბერს მარგარიტა გარდაიცვალა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის პრინცესა;
  • ნორმანდიის ჰერცოგინია;
  • ანჟუს გრაფინია;
  • მაინის გრაფინია;
  • ინგლისის დედოფალი;
  • ირლანდიის ლედი;
  • უნგრეთის დედოფალი;
  • ხორვატიის დედოფალი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gilbert of Mons, Gislebertus, Laura Napran; Chronicle of Hainaut; Boydell Press, 2005.
  • Elizabeth M. Hallam, Judith Everard; Capetian France, 987-1328; Pearson Education, 2001.
  • W. L. Warren, Henry II, (Univ. of California Press, 1973), 111.
  • Monk, Unknown (1218). Life of William Earl Marshall.
  • Local Tradition or European Patterns? The grave of Gertrude in the Pilis Cistercian Abbey, Jozsef Laszlovszky, Medieval East Central Europe in a Comparative Perspective, ed. Gerhard Jaritz, Katalin Szende, (Routledge, 2016), 84.
  • The Chronicle of Ernoul records the arrival of "une reine en Hongrie...veve sans hoir" at Tyre [in 1197] and her death eight days later, specifying that she was the sister of the mother of Henri Comte de Champagne King of Jerusalem and had been "feme...le jouene roi d'Englietere…et suer…le roi Phelippe de France". Louis de Mas Latrie (ed.) (1871) Chronique d'Ernoul et de Bernard le Trésorier (Paris) (“Ernoul”) 26, p. 302.
მარგარიტა ფრანგი (1157-1197)
დაიბადა: 1157 გარდაიცვალა: 18 სექტემბერი 11977
წინამორბედი:
ელეონორ აკვიტანიელი
ინგლისის დედოფალი
1172-1183
Royal Arms of England.svg
შემდეგი:
ელეონორ აკვიტანიელი
წინამორბედი:
აგნეს ანტიოქიელი
უნგრეთის დედოფალი
1186-1196
Coa Hungary Country History (14th century).svg
შემდეგი:
კონსტანსია არაგონელი