კატრინ დე ვალუა (1428-1446)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატრინ დე ვალუა
Portrait of Catherine of Valois, countess of Charolais.jpg
დაბ. თარიღი 1428
გარდ. თარიღი 13 ივლისი, 1446, (17-18 წლის)
ეროვნება ფრანგი
წოდება შაროლუას გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) შარლი, შაროლუას გრაფი
მშობლები მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანჟუელი

კატრინ დე ვალუა (ფრანგ. Catherine de Valois; დ. 1428 — გ. 13 ივლისი, 1446) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ქალიშვილი. ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ გულადის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინი დაიბადა 1428 წელს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის ასული. 1435 წელს, საფრანგეთსა და ბურგუნდიას შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, კატრინი დანიშნეს ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის ვაჟზე, შაროლუას გრაფ შარლ დე ვალუაზე. 1438 წელს შარლი თავისი დელეგაციით ეწვია პარიზს, რათა თავისი საცოლე პირველად ენახა. 1439 წლის 11 ივნისს, წმინდა ომარის სახელობის სააბატოში ისინი ოფიციალურად დაინიშნენ, ხოლო 1440 წლის 19 მაისს, ბლუაში შედგა მათი ქორწინება. პატარძალი ამ დროს 12 წლის იყო, ხოლო სიძე 7-ის. ცხადია მათ შვილები არ ჰყოლიათ. საბედნიეროდ, შარლსა და კატრინს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა მათი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ და ორივე მათგანზე შარლის დედა, ბურგუნდიის ჰერცოგინია ისაბელ პორტუგალიელი ზრუნავდა. კატრინი მეტად დახვეწილი, ინტელიგენტი, გულკეთილი და ეშხიანი იყო, რის გამოც მან მალევე მოხიბლა სამეფო კარი. ასევე მას მიეწერება ბურგუნდიის სამეფო კარზე ეტიკეტის შემოღება და დიდი ბიბლიოთეკის გახსნა. თუმცაღა, ქვემო ქვეყნების (თანამედროვე ბელგია-ჰოლანდია) მკაცრმა კლიმატმა სერიოზულად შეარყია კატრინის ჯანმრთელობა. 1446 წელს მას იმ ეპოქაში განუკურნებელი დაავადება, ტუბერკულიოზი დაუდგინეს, რითაც გარდაიცვალა ამავე წლის 13 ივლისს, 17-18 წლის ასაკში. ვინაიდან მასთან შვილები არ ჰყავდა, შარლი მეორედ დაქორწინა იზაბელ დე ბურბონზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ruth Putnam, “Charles the Bold”
  • Aline S. Taylor, “Isabel of Burgundy: The Duchess Who Played Politics in the Age of Joan of Arc, 1397-1471”