ჟანა დე ვალუა (1343-1373)
ჟანა დე ვალუა | |
---|---|
![]() | |
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 თებერვალი, 1352 |
მმართ. დასასრული: | 3 ნოემბერი, 1373 |
წინამორბედი: | ჟანა დე ევრე |
მემკვიდრე: | ელეანორა კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ივნისი, 1343 |
გარდ. თარიღი: | 3 ნოემბერი, 1373, (30 წლის) |
მეუღლე: | შარლ II, ნავარის მეფე |
შვილები: |
შარლ III, ნავარის მეფე ჟანა, ინგლისის დედოფალი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ჟან II, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ბონა ლუქსემბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois, ბასკ. Joana Valoisekoa; დ. 24 ივნისი, 1343 — გ. 3 ნოემბერი, 1373) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და ბონა ლუქსემბურგელის ქალიშვილი. ნავარის დედოფალი 1352-73 წლებში როგორც შარლ II-ის მეუღლე. ნავარის მეფე შარლ III-ისა და ინგლისის დედოფალ ჟანა ნავარელის დედა.
ბიოგრაფია და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანა დაიბადა 1343 წლის 24 ივნისს, შატო დე სურ-ლუარში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის ქალიშვილი.
პირველად იგი დანიშნეს ჟან ბრაბანტელზე, რომელიც იყო ბრაბანტის ჰერცოგ ჟან III-ისა და მისი ცოლის, მარი დ'ევრეს ვაჟი, თუმცა ქორწინება არ შემდგარა.
საბოლოოდ, 1352 წლის 12 თებერვალს ჟანა ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე შარლ II "ბოროტს". შარლი იყო ნავარის მეფე ფილიპ III-ისა და მისი ცოლის, ჟანა II-ის ვაჟი. ჟანა და შარლი ასევე იყვნენ მესამე თაობის ბიძაშვილებიც.
ჟანასა და შარლს სულ შვიდი შვილი შეეძინათ:
- მარი (1360-1400), 1393 წელს ცოლად გაჰყვა განდიის ჰერცოგ ალფონსო არაგონელს, თუმცა ქორწინება უშვილო იყო;
- შარლ III (1361-1425), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ელეანორ კასტილიელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი გოგონა და ორი ვაჟი;
- ბონა (1364-1389), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- პედრო (1366-1412), მორტანის გრაფი, 1411 წელს ცოლად შეირთო კატრინ ალანსონელი, თუმცა ქორწინება უშვილო იყო;
- ფილიპი (1368), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- ჟანა (1370-1437), პირველად ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ჟან IV-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, სწორედ მათი შთამომავალი იყო საფრანგეთის დედოფალი ანა ბრეტონელი, ხოლო მეორედ იქორწინა ინგლისის მეფე ჰენრი IV-ზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
- ბლანკა (1372-1385), გარდაიცვალა ახალგაზრდა;
ჟანა გარდაიცვალა 1373 წლის 3 ნოემბერს, 30 წლის ასაკში. მის შემდეგ, შარლს ცოლი აღარ შეურთავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Pierre de Navarre, comte de Mortain". Corpus (École nationale des chartes). Testaments enregistrés au Parlement de Paris sous le règne de Charles VI. Sorbonne. Retrieved 2018-03-09.
|
|