ჟანა დე ვალუა (1435-1482)
ჟანა დე ვალუა | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 4 დეკემბერი, 1456 |
მმართ. დასასრული: | 4 მაისი, 1482 |
წინამორბედი: | აგნეს ბურგუნდიელი |
მემკვიდრე: | ჟანა დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 მაისი, 1435 |
გარდ. თარიღი: | 4 მაისი, 1482, (47 წლის) |
მეუღლე: | ჟან II, ბურბონის ჰერცოგი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ VII, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ანჟუელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois; დ. 4 მაისი, 1435 — გ. 4 მაისი, 1482) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასული. ბურბონის ჰერცოგინია 1456-82 წლებში როგორც ჟან II-ის პირველი მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანა დაიბადა 1435 წლის 4 მაისს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის შუათანა ასული.
1447 წლის 23 დეკემბერს 12 წლის ჟანა ცოლად გაჰყვა თავის 21 წლის გარე ბიძაშვილს, ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნეს ბურგუნდიელის უფროს ვაჟ ჟან დე ბურბონს. 1456 წელს კი მისი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ჟანი ბურბონის ჰერცოგი, ხოლო ჟანა ჰერცოგინია გახდა. მრავალწლიანი ქორწინებისდა მიუხედავად, მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ.
ცნობილია, რომ ჟანა ხელოვნების დიდი მფარველი იყო და იგი გამოსახულია ვან დაიკის ერთ-ერთ ტილოზე, რომელიც დღეს მუზეუმშია დაცული.
ჟანა დე ვალუა გარდაიცვალა 1482 წლის 4 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, 47 წლის ასაკში, უშვილოდ. მის შემდეგ ჟანი კიდევ ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ მას შვილები არც შემდეგ ცოლებთან ეყოლა, რის გამოც 1488 წელს, მისი გარდაცვალების ტახტზე მისი ძმა ავიდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Като правило, се използва датата 4 май 1482 година (Национален архив, X1A 1490, fol.95), от публикуваните от Joseph Vaesen и Étienne Charavay, Писма на Людовик XI.
- Писмо на Луи XI в Белвил, датирано на 29 април 1482 година (в изложение Bulletin du Comité historique des monuments écrits de l’histoire de France: Histoire, sciences, lettres, том III, стр.244, Париж 1852)
- Joseph Vaesen и Étienne Charavay Lettres de Louis XI. – Париж: Librairie Renouard, 1905. – Т. IX. – стр. 213.
|