მამის გარდაცვალების შემდეგ ალფონსომ მხოლოდ გალისია მიიღო. მაგრამ დედასთან და მამინაცვალთან, ალფონსო I არაგონელთან, ცხარე ომის შედეგად იგი გახდა კასტილიის მეფეც. იგი ენერგიული, გონიერი, და სამართლიანი მმართველი იყო, კარგი მეომარი და ეკლესიის მფარველი. შემდგომ წლებში, განსაკუთრებით ალფონსო არაგონელის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძალაუფლება სულ იზრდებოდა. იგი პირველი ესპანელი მეფე იყო, ვინც ანდალუსიაში იბრძოდა. 1144 წელს კასტილიელებმა კორდობა აიღეს. 1147 წელს ხანგრძლივი ალყის შედეგად დაეცა ალმერია, მაგრამ შემდგომ წლებში ქრისტიანთა შეტევები გაჩერებულ იქნა. XII საუკუნის შუა წლებში ნახევარკუნძულზე მუსულმანური სამფლობელოები დაიპყრეს მეომარმა მავრებმა ალმოგადებმა. ისლამის ამ მცველებმა დაიწყეს საღვთო ომი და მთელ რიგ ბრძოლებში სასტიკად დაამარცხეს კასტილიელები. ალფონსო ცოცხალი იყო, როდესაც მავრებმა აიღეს ალმერია, და მან ვერაფერი იღონა ქალაქის გასათავისუფლებლად. ალფონსოს ანდერძმა კიდევ უფრო დაასუსტა ქრისტიანები. სიკვდილის წინ მან შვილებს გაუყო სამეფო, კასტილია სანჩო III-ს მისცა. ხოლო ლეონის სამეფოფერნანდო II-ს.