იზაბელ დე ვალუა (1313-1383)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელ დე ვალუა
ბურბონის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 22 იანვარი, 1341
მმართ. დასასრული: 19 სექტემბერი, 1356
წინამორბედი: მარი ავესნისი
მემკვიდრე: ანა ოვერნელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1313
გარდ. თარიღი: 26 ივლისი, 1383, (70 წლის)
მეუღლე: პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
შვილები: ლუი II, ბურბონის ჰერცოგი
ჟანა, საფრანგეთის დედოფალი
ბლანკა, კასტილიის დედოფალი
ბონა, სავოიის გრაფინია
კატრინი, არკუნტის ბარონესა
მარგარიტა, ტარტას ვიკონტესა
იზაბელი
მარი, პუასუს აბატისა
დინასტია: ვალუები
მამა: შარლი, ვალუას გრაფი
დედა: მაუტ შატილონი
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელ დე ვალუა (ფრანგ. Isabelle de Valois; დ. 1313 — გ. 26 ივლისი, 1383) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ვალუას გრაფ შარლისა და მისი მესამე ცოლის, მაუტ შატილონის ასული. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი. ბურბონის ჰერცოგინია როგორც პიერ I-ის მეუღლე.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1336 წლის 25 იანვარს იზაბელი ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მარი ავესნისის ვაჟს, ჰერცოგ პიერ I-ს, რომელთანაც ერთი ვაჟი და შვიდი ქალიშვილი შეეძინა. 1356 წელს, იზაბელის ქმარი პუატიეს ბრძოლაში მოკლეს, რის შემდეგაც იგი მეორედ აღარ გათხოვილა. იგი ხელს უწყობდა თავისი ვაჟის მმართველობისა და მემკვიდრეობის განმტკიცებას, რის გამოც თავის ქალიშვილებს ევროპის სხვადასხვა მონარქებზე ათხოვებდა.

იზაბელისა და პიერის სულ რვა შვილი ჰყავდათ:

  1. ლუი II (1337-1410), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ანა ოვერნელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი;
  2. ჟანა (1338-1378), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ V-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე შარლ VI და ორლეანის ჰერცოგი ლუი I;
  3. ბლანკა (1339-1361), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე პედრო I-ს, თუმცა მათ საერთო შვილები არ ჰყოლიათ;
  4. ბონა (1341-1402), ცოლად გაჰყვა სავოიისა და პიემონტის გრაფ ამადეო VI-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ამადეო VII;
  5. კატრინი (1342-1427), ცოლად გაჰყვა ჟან VI დე არკუნტს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  6. მარგარიტა (1344-1416), ცოლად გაჰყვა ტარტას ვიკონტსა და ალბრეს ლორდ არნოლდ ამინეუს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა;
  7. იზაბელი (1345), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. მარი (1347-1401), მონაზონი და პუასუს აბატისა.

იზაბელ დე ვალუა გარდაიცვალა 1383 წლის 26 ივლისს, 70 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Joni M. Hand, Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550, (Ashgate Publishing, 2013), 217.
  • David Nicolle, Poitiers 1356: The Capture of a King, (Osprey, 2004), 24.
  • Abbé Jacques-François Baudiau, Le Morvand, Nevers, 1865, 3e éd. Guénégaud, Paris, 1965, 3 vol., t.II, p. 152.