რენე დე ვალუა
რენე დე ვალუა | |
---|---|
Renée de Valois | |
რენე დე ვალუას პორტრეტი ჟან კოლუეტის შესრულებით | |
ფერარის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ოქტომბერი 1534 |
მმართ. დასასრული: | 3 ოქტომბერი 1559 |
წინამორბედი: | ლუკრეცია ბორჯია |
მემკვიდრე: | ლუკრეცია დე’ მედიჩი |
მოდენის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ოქტომბერი 1534 |
მმართ. დასასრული: | 3 ოქტომბერი 1559 |
წინამორბედი: | ლუკრეცია ბორჯია |
მემკვიდრე: | ლუკრეცია დე’ მედიჩი |
სხვა წოდებები: | რეჯიოს ჰერცოგინია, საფრანგეთის პრინცესა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ოქტომბერი 1510 |
დაბ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 12 ივნისი 1574, (63 წლის) |
გარდ. ადგილი: | შატო მონტერჟი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ერკოლე II დ’ესტე |
შვილები: | ანა დ’ესტე, ალფონსო II, ლუკრეცია დ’ესტე, ელეონორა დ’ესტე, ლუიჯი დ’ესტე |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუი XII |
დედა: | ანა ბრეტონელი |
რელიგია: | კალვინიზმი შემდეგ კათოლიციზმი |
რენე დე ვალუა (ფრანგ. Renée de Valois; დ. 25 ოქტომბერი, 1510 — გ. 12 ივნისი, 1574, აგრეთვე ცნობილი როგორც რენე ფრანგი, რენე ვალუა, ან რენე ორლეანელი — ლუი XII-ის და მისი მეორე მეუღლის - ანა ბრეტონელის ნაბოლარა ქალიშვილი. ფერარისა და მოდენის ჰერცოგ ერკოლე II-ის მეუღლე. რომის პაპის ალექსანდრე VI-ის რძალი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენე დაიბადა 1510 წლის 25 ოქტომბერს, ბლუას სასახლეში, ქალაქ ტურინში, საფრანგეთის სამეფოში. რენეს მამა იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII ვალუა, ხოლო დედა, საფრანგეთის დედოფალი და ბრეტანის ჰერცოგინია - ანა ბრეტონელი. ანა ყოველთვის ცდილობდა დაეცვა ბრეტანის დამოუკიდებლობა ამიტომაც თავიდან უნდოდა, რომ ბრეტანში თავის მემკვიდრედ რენე გამოეცხადებინა, მაგრამ ლუი XII-მ არ მისცა ამის უფლება. ამიტომაც ანამ თავის მემკვიდრედ რენეს უფროსი და - კლაუდია დე ვალუა დაასახელა.
რენეს განათლებაზე ზრუნვა მისმა მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს. თუმცა რენეს დედა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა, მამამ კი ახალი ცოლი შეირთო თუმცა 1515 წელს ლუი XII-ც გარდაიცვალა და მისი ახალი მეუღლე სამშობლოში დაბრუნდა. იქიდან გამომდინარე, რომ რენეს ძმა არ ჰყავდა საფრანგეთის ტახტზე ადის მისი უფროსი და - კლაუდია დე ვალუა და მისი მეუღლე - ფრანსუა I. იმის გამო, რომ რენეს ბრეტანზე პრეტენზია არ გამოეთქვა კლაუდიამ და ფრანსუამ მის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი და საქმროს რაც შეიძლებოდა შორეულ სახელმწიფოებში ეძებდნენ.
რენეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ინგლისელ დიდგვაროვან - ანა ბოლეინთან, რომელიც თავის დასთან ერთად საფრანგეთში სასწავლებლად იყო ჩამოსული. თუმცა ანას და - მერი ბოლეინი მალე ფრანსუას საყვარელი გახდა, რის გამოც სასწრაფოდ გააგზავნეს ინგლისში, მაგრამ ანა კვლავ საფრანგეთში დარჩა.
ფერარისა და მოდენის ჰერცოგინია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1528 წელს რენე დაქორწინდა ფერარის ჰერცოგ ერკოლე II-ზე, რომელიც ლუკრეცია ბორჯიას და ალფონსო I-ის ვაჟი იყო. რენეს იტალიაში მისი წარმომავლობის გამო რენე ფრანგი შეარქვეს ანუ Renatia di Francia. რენეს დამ და სიძემ სიძუნწე არ გამოიჩინეს და მას მზითვად უამრავი ძვირფასეულობა გაატანეს. 1531 წელს რენემ გააჩინა პირველი შვილი, გოგონა რომელსაც ანა დაარქვეს. 1533 წელს გააჩინა ტახტის მემკვიდრე სახელად ალფონსო, ამას მოჰყვა 1535 წელს კიდევ ერთი გოგონა - ლუკრეცია დ'ესტე. შემდეგ 1537 წელს ელეონორა დ'ესტე, ხოლო 1538 წელს გააჩინა ლუიჯი დ'ესტე.
1534 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა რენეს მამამთილი, ფერარისა და მოდენის ჰერცოგი - ალფონსო I დ'ესტე. ამავე დღეს რენე და ერკოლე II გახდნენ ფერარისა და მოდენის საჰერცოგოების მმართველნი. მათი მოწინააღმდეგე იყო რომის პაპი პავლე III, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ იგი ფრანგების თავგამოდებული მტერი იყო და ვერ იტანდა, რომ ერკოლეს ცოლი (იგულისხმება რენე) ფრანგი ქალი იყო. თანაც აღმოჩნდა რომ რენე კალვინიზმის მიმდევარი იყო რამაც რომის პაპის, ანუ კათოლიკური სამყაროს მეთაურის განრისხება გამოიწვია.
რენეს სასამართლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რენემ გარსშემოირტყა როგორც ფრანგი ისე უცხოელი კალვინისტები. იგი არ აპირებდა რწმენის გამოცვლას და "პაპისტების" რიგებში გადასვლას. როგორც ყველა დედას მასაც დიდი გავლენა ჰქონდა თავის შვილებზე, ამიტომაც მის შვილებსაც ჰქონდათ გადახრა კალვინიზმისაკენ თუმცა ერკოლეს გავლენით მისი ყველა შვილი კათოლიკედ დარჩა.
ხალხში ყოფნისას რენე ბრწყინავდა, ეცვა მოხდენილად, საუბრობდა მხიარულად და ისე მოჰქონდა თავი თითქოს და უდარდელი ქალი იყო, თუმცა მას საშინლად რთული ცხოვრება ჰქონდა. 1551 წლიდან სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამ წელს მთელს იტალიაში ამოქმედდა ახალი კანონი რომლის მიხედვითაც, კალვინისტთა ყველა მომხრე განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა (ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა იქნებოდა გლეხი, მეომარი, ჰერგოგი თუ ბარონი) დაისჯებოდა სიკვდილით.
რენეს ბრალი დასდეს ერესში და ჯერ მისი დაპატიმრება შემდეგ კი მკვლელობა მოინდომეს, თუმცა ამ ამბავმა მალე მიაღწია საფრანგეთის მეფე ანრი II-ის ყურამდე, რომელსაც რენე დეიდად ერგებოდა. ინკვიზიციამ რენეს ქონება ჩამოართვა და დააპატიმრეს, თუმცა ანრი II იტალიის აოხრებით დაემუქრა რომის პაპს და მოსთხოვა რენეს დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დიშვილის ამ ქმედებამ რენეს სიცოცხლე შეუნარჩუნა თუმცა გათავისუფლებას მხოლოდ იმ პირობით დაჰპირდნენ თუ იგი კათოლიკობას მიიღებდა. 1554 წლის 15 სექტემბერს რენემ კათოლიკობა მიიღო, რის შემდეგაც მას აღუდგინეს თავისუფლება და ყველა სოციალური სტატუსი. თუმცა ამ ფაქტს თვით ჟან კალვინი უარყოფითად გამოეხმაურა და 1555 წლის 2 თებერვალს წირვაზე რენეს რწმენის მოღალატეც კი უწოდა.
საფრანგეთში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1559 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა რენეს მეუღლე - ერკოლე II დ'ესტე. ფერარისა და მოდენის ჰერცოგი ხდება რენეს ვაჟი ალფონსო II დ'ესტე. რენეს მაშინვე უნდოდა საფრანგეთში დაბრუნება თუმცა ერთი წლის მანძილზე მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 1560 წელს რენე სამშობლოში დაბრუნდა სადაც თავშესაფარი ჰპოვა თავის უფროს ქალიშვილ ანასთან, რომელიც გათხოვილი იყო გიზის ჰერცოგ ფრანსუა I-ზე. რენე 1563 წლის 10 მაისს კვლად კალვინისტად მოინათლა, მან დააფინანსა ფრანგი ჰუგენოტები მეორე რელიგიურ ომში. თუმცა 1572 წლის 24 აგვისტოს შემდეგ (წმინდა ბართლომეს ღამე) იგი კვლავ კათოლიკე გახდა კვლავ სიცოცხლის შენარჩუნების გამო. რენე დე ვალუა დარდაიცვალა 1574 წლის 12 ივნისს, 63 წლის.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანა დ'ესტე (1531-1607), პირველად გათხოვდა გიზის ჰერცოგ ფრანსუა I-ზე, ხოლო მეორედ იქორწინა ნაიმურის მეორე ჰერცოგ ჟაკ დე სავოიეზე.
- ალფონსო II დ'ესტე (1533-1597), ფერარისა და მოდენის ჰერცოგი
- ლუკრეცია მარია დ'ესტე (1535-1598), ცოლად გაჰყვა ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია II დელა როვერეს
- ელეონორა დ'ესტე (1537-1581)
- ლუიჯი დ'ესტე (1538-1586), ფერერას არქიეპისკოპოსი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Knecht 1996, p. 15
- Date erroneous: Montargis, 1575, before Sunday 19th of June, see a letter from King Henry III to Madame de Nemours
- "Queens Mate" by Pauline Matarasso
- See R.M. Warnicke's The Rise and Fall of Anne Boleyn: Family politics at the court of Henry VIII, (Cambridge University Press, 1989) for a conversation in the 1560s between Renée and the English diplomat, Sir Nicholas Throckmorton, in which Renée spoke affectionately about the late Anne Boleyn.
- Robin, Larsen & Levin 2007, p. 322.
- d'Orléans, Henri (duc d'Aumale), History of the Princes de Condé in the XVIth and XVIIth Centuries, Vol.1, (Richard Bentley and Son:London, 1872), 74-75.
|
|